/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

ზამთრის სეზონური აშლილობანი

ზამთრის სეზონური აშლილობანი
წელიწადის ყოველ დროს თავისი კაპრიზები აქვს, რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ ჩვენს ორგანიზმზე. გარემოსა და ჯანმრთელობას შორის კავშირს ჯერ კიდევ ჰიპოკრატე აღნიშნავდა.

"დაავადება შესაძლოა აღმოცენდეს წელიწადის ნებისმიერ დროს, მაგრამ არსებობს ისეთი დაავადებებიც, რომლებსაც ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული ზიანი ცივ ან ცხელ ამინდში მოაქვთ, რადგან ამინდი ხშირად დაავადების ხელშემწყობი და მეგობარია", - წერდა ის. ამ მოვლენის სამედიცინო კუთხით შესწავლამ ცხადყო, რომ ამინდი უპირველეს ყოვლისა ორგანიზმში სითბოს წარმოქმნასა და თბურ ცვლაზე მოქმედებს, შემდგომ კი კანის სისხლმომარაგებაზე, სასუნთქ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე. ზაფხულიდან ზამთრის სეზონზე გადასვლა ორგანიზმისგან ძლიერი საადაპტაციო მექანიზმების ამუშავებას მოითხოვს, რასაც ზოგიერთი რამდენიმე დღეს ანდომებს, ზოგი კი კვირებს. სწორედ გარდამავალ პერიოდში იჩენს თავს სეზონური აშლილობა - დესინქრონოზი მისთვის დამახასიათებელი მრავალი უსიამოვნო სიმპტომითურთ.

სეზონური დესინქრონოზი

ზამთრის ცივ და პირქუშ დღეებში განწყობა ბევრს უფუჭდება. ამას სპეციალისტები მეტეონევროზს უწოდებენ. მეტეონევროზის დროს ყალიბდება ამინდზე განწყობის ერთგვარი დამოკიდებულება - კარგი ამინდი კარგ განწყობას ბადებს, ცუდი კი პირიქით. მედიკოსთა აზრით, ზამთრის სეზონური აშლილობა ყველაზე მეტად ნერვული სისტემის სხვადასხვა აშლილობისა და ჭარბი წონის მქონე, ასევე ძლიერ მგრძნობიარე ადამიანებს ახასიათებთ. მათ შორის 20-დან 40 წლამდე ასაკის ქალები ჭარბობენ. დადგენილია, რომ ადამიანთა 19-20%-ზე ამინდი ძლიერ გავლენას ახდენს, იმდენად ძლიერს, რომ მასზე უშუალოდ არის დამოკიდებული მათი განწყობა და შრომის უნარი (ასეთი ადამიანების 68% 60 წელს გადაცილებულია), 35,3%-ზე - საშუალო ხარისხისას, 45,5% კი ამინდზე არ რეაგირებს. სეზონური დესინქრონოზის ნიშნები ფართო სამედიცინო წრეებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ენერგეტიკული რესურსების ეკონომიის მიზნით 1908 წელს დიდ ბრიტანეთში პირველად გადასწიეს საათი უკან. ისტორიაში მრავლად მოიძებნება გამოჩენილი პიროვნება, რომელიც განსაკუთრებით ვერ იტანდა ზამთარს. ასეთი გახლდათ გოეთე, რომელიც ამბობდა, რომ ზამთრის აუტანლობა გასაკუთრებით მგრძნობიარე და გონიერი ხალხის ხვედრი იყო, ქრისტეფორე კოლუმბი, ლუი პასკალი, ლეონარდო და ვინჩი, ვოლტერი, რიჰარდ ვაგნერი.

რატომ ვითარდება დესინქრონოზი?

ზამთარში ბუნება იძინებს და ადამიანიც, როგორც ბუნების განუყოფელი ნაწილი, ამ კანონზომიერებას ემორჩილება - წელიწადის ცივ პერიოდში ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა საგრძნობლად ნელდება. გარესამყაროს პარამეტრების (ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურის, ტენიანობის, ქარის სიჩქარის) ცვლილებას ორგანიზმი წონასწორობიდან გამოჰყავს და ამით იმპულსს აძლევს ზოგიერთი დაავადების განვითარებას. ამიტომ არის, წლის განსაზღვრულ პერიოდებში გარეგან პროცესთა ცვლილება ქრონიკულ დაავადებებს რომ ამწვავებს. ცივ სეზონზე მწვავდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ჰიპერტონია, იშემიური დაავადება, სტენოკარდია. ბავშვებში - რესპირატორული პათოლოგიები, ბრონქიტი, პნევმონია, ტონზილიტი. ზამთრის სეზონურ მოშლილობას ახასიათებს:

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

. სხეულის მოდუნება, ძილად მივარდნა (რაც უფრო მეტხანს გვძინავს, მით მეტად გვეძინება და გვიჭირს გამოფხიზლება);

. ბულემიისა (ჭარბი მადა) და ანორექსიის (მადის პათოლოგიური უქონლობა) შეტევები - ადამიანთა ნაწილს სულ შია, ნაწილს კი საკვების არსებობაც ავიწყდება;

. უგუნებობა;

. ქრონიკული დაღლილობის ნიშნების გამწვავება. საქმე, რომელსაც ჩვეულებრივ ადვილად ვასრულებდით, ზამთარში განსაკუთრებით ძნელდება;

. გონების გაფანტვა, მობილიზების უნარის შესუსტება, გადაწყვეტილებათა მიღების უუნარობა;

. ლიბიდოს - მოწინააღმდეგე სქესისადმი ლტოლვის, სქესობრივი სიახლოვის სურვილის - დაქვეითება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ზამთრის სეზონური აშლილობანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზამთრის სეზონური აშლილობანი

"დაავადება შესაძლოა აღმოცენდეს წელიწადის ნებისმიერ დროს, მაგრამ არსებობს ისეთი დაავადებებიც, რომლებსაც ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული ზიანი ცივ ან ცხელ ამინდში მოაქვთ, რადგან ამინდი ხშირად დაავადების ხელშემწყობი და მეგობარია", - წერდა ის. ამ მოვლენის სამედიცინო კუთხით შესწავლამ ცხადყო, რომ ამინდი უპირველეს ყოვლისა ორგანიზმში სითბოს წარმოქმნასა და თბურ ცვლაზე მოქმედებს, შემდგომ კი კანის სისხლმომარაგებაზე, სასუნთქ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე. ზაფხულიდან ზამთრის სეზონზე გადასვლა ორგანიზმისგან ძლიერი საადაპტაციო მექანიზმების ამუშავებას მოითხოვს, რასაც ზოგიერთი რამდენიმე დღეს ანდომებს, ზოგი კი კვირებს. სწორედ გარდამავალ პერიოდში იჩენს თავს სეზონური აშლილობა - დესინქრონოზი მისთვის დამახასიათებელი მრავალი უსიამოვნო სიმპტომითურთ.

სეზონური დესინქრონოზი

ზამთრის ცივ და პირქუშ დღეებში განწყობა ბევრს უფუჭდება. ამას სპეციალისტები მეტეონევროზს უწოდებენ. მეტეონევროზის დროს ყალიბდება ამინდზე განწყობის ერთგვარი დამოკიდებულება - კარგი ამინდი კარგ განწყობას ბადებს, ცუდი კი პირიქით. მედიკოსთა აზრით, ზამთრის სეზონური აშლილობა ყველაზე მეტად ნერვული სისტემის სხვადასხვა აშლილობისა და ჭარბი წონის მქონე, ასევე ძლიერ მგრძნობიარე ადამიანებს ახასიათებთ. მათ შორის 20-დან 40 წლამდე ასაკის ქალები ჭარბობენ. დადგენილია, რომ ადამიანთა 19-20%-ზე ამინდი ძლიერ გავლენას ახდენს, იმდენად ძლიერს, რომ მასზე უშუალოდ არის დამოკიდებული მათი განწყობა და შრომის უნარი (ასეთი ადამიანების 68% 60 წელს გადაცილებულია), 35,3%-ზე - საშუალო ხარისხისას, 45,5% კი ამინდზე არ რეაგირებს. სეზონური დესინქრონოზის ნიშნები ფართო სამედიცინო წრეებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ენერგეტიკული რესურსების ეკონომიის მიზნით 1908 წელს დიდ ბრიტანეთში პირველად გადასწიეს საათი უკან. ისტორიაში მრავლად მოიძებნება გამოჩენილი პიროვნება, რომელიც განსაკუთრებით ვერ იტანდა ზამთარს. ასეთი გახლდათ გოეთე, რომელიც ამბობდა, რომ ზამთრის აუტანლობა გასაკუთრებით მგრძნობიარე და გონიერი ხალხის ხვედრი იყო, ქრისტეფორე კოლუმბი, ლუი პასკალი, ლეონარდო და ვინჩი, ვოლტერი, რიჰარდ ვაგნერი.

რატომ ვითარდება დესინქრონოზი?

ზამთარში ბუნება იძინებს და ადამიანიც, როგორც ბუნების განუყოფელი ნაწილი, ამ კანონზომიერებას ემორჩილება - წელიწადის ცივ პერიოდში ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა საგრძნობლად ნელდება. გარესამყაროს პარამეტრების (ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურის, ტენიანობის, ქარის სიჩქარის) ცვლილებას ორგანიზმი წონასწორობიდან გამოჰყავს და ამით იმპულსს აძლევს ზოგიერთი დაავადების განვითარებას. ამიტომ არის, წლის განსაზღვრულ პერიოდებში გარეგან პროცესთა ცვლილება ქრონიკულ დაავადებებს რომ ამწვავებს. ცივ სეზონზე მწვავდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ჰიპერტონია, იშემიური დაავადება, სტენოკარდია. ბავშვებში - რესპირატორული პათოლოგიები, ბრონქიტი, პნევმონია, ტონზილიტი. ზამთრის სეზონურ მოშლილობას ახასიათებს:

. სხეულის მოდუნება, ძილად მივარდნა (რაც უფრო მეტხანს გვძინავს, მით მეტად გვეძინება და გვიჭირს გამოფხიზლება);

. ბულემიისა (ჭარბი მადა) და ანორექსიის (მადის პათოლოგიური უქონლობა) შეტევები - ადამიანთა ნაწილს სულ შია, ნაწილს კი საკვების არსებობაც ავიწყდება;

. უგუნებობა;

. ქრონიკული დაღლილობის ნიშნების გამწვავება. საქმე, რომელსაც ჩვეულებრივ ადვილად ვასრულებდით, ზამთარში განსაკუთრებით ძნელდება;

. გონების გაფანტვა, მობილიზების უნარის შესუსტება, გადაწყვეტილებათა მიღების უუნარობა;

. ლიბიდოს - მოწინააღმდეგე სქესისადმი ლტოლვის, სქესობრივი სიახლოვის სურვილის - დაქვეითება.


მიზეზები

ზამთრის სეზონური დესინქრონოზის მთავარი მიზეზი დღის სინათლის ნაკლებობაა. ორგანიზმის სხვადასხვა სისტემა განსაზღვრული მოქმედებისთვის აუცილებელ სიგნალებს სინათლისა და სიბნელის მონაცვლეობის შესაბამისად იღებს, ეს სიგნალები კი სეზონურ ცვლილებათა გამო უწინდელ ბიორიტმებს აღარ ემთხვევა. სინათლის სხივები თვალის ბადურას გავლით ჰიპოთალამუსამდე აღწევენ. ჰიპოთალამუსი ენდოკრინული სისტემის მთავარი მმართველი ინსტანციაა, რომელიც ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამომუშავებას განაგებს. მისი ბრძანებისამებრ წყდება, რომელი ჰორმონი გამომუშავდეს ამა თუ იმ მომენტში და როგორი კონცენტრაციით. ჰიპოთალამუსს ამ ფუნქციის განსახორციელებლად საჭირო სიგნალები სწორედ ბადურას მიერ აღქმული სინათლის სხივების ინტენსივობის მიხედვით მიეწოდება - დღისით, სინათლის სიჭარბისას, იგი განსაზღვრულ ჰორმონთა გამომუშავების გაზრდას ბრძანებს, ხოლო საღამოს, როდესაც მზის სხივების რაოდენობა მცირდება, ჰორმონთა კონცენტრაციის შემცირებას უზრუნველყოფს. ზამთარში, მოგეხსენებათ, დღე მოკლდება, სხივების რაოდენობა საგრძნობლად იკლებს, ამიტომ ენდოკრინული ორგანოებიც ამცირებენ ჰორმონთა პროდუქციას. სხივებთან ერთად იკლებს სეროტონინი და მელატონინი - ადამიანის გუნება-განწყობის განმსაზღვრელი მთავარი ჰორმონები. სინათლე პირდაპირი ორიენტირია, რომელიც სისხლში სეროტონინისა და მელატონინის კონცენტრაციას განაპირობებს. იკლებს თუ არა დღის ხანგრძლივობა, ამ ჰორმონთა სინთეზი და კონცენტრაციაც იცვლება. სეროტონინი სიამოვნების ჰორმონია, იგი ორგანიზმში დადებითი ემოციების დროს წარმოიქმნება, მელატონინი კი ბიოლოგიური საათის მწყობრ მუშაობაზე - ორგანიზმის ბიოლოგიური რიტმის ნორმალურ ცვალებადობაზე აგებს პასუხს. იოლი მისახვედრია, რატომაც აგდებს მათი დეფიციტი ადამიანს არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში. ზამთრის სეზონზე გადასვლა განსაკუთრებით მოხუცებულებსა და ბავშვებს უჭირთ.

რა იცვლება ორგანიზმში ზამთარში

. საგრძნობლად იზრდება სისხლში საერთო ცილის კონცენტრაცია, რაც წლის ცივ პერიოდში ქსოვილებისა და უჯრედების კვებასა და რეგენერაცია-აღდგენას ემსახურება;

. იზრდება სისხლში ქოლესტერინის დონე;

. სუნთქვის სიხშირე მაქსიმალურ მაჩვენებელს აღწევს - 19+1 წუთში. მაქსიმალური ხდება სუნთქვის სიღრმეც - 377+7 მლ. ასევე მაღალია ჟანგბადის მოხმარების მაჩვენებელი - 207+8 მლ.

. ადამიანის შრომითი აქტიურობა და ფიზიკური შრომის უნარი ყველა სხვა დროსთან შედარებით მცირდება;

. შესამჩნევად იცვლება გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური მდგომარეობა. გულის შეკუმშვათა რაოდენობა მაქსიმალური ხდება, იზრდება არტერიული წნევა და მიოკარდიუმის კუმშვითი უნარი, სისხლის მიმოქცევის წუთობრივი მოცულობა მაქსიმუმს აღწევს;

. ხშირდება გულის კუნთის დაზიანების შემთხვევები, განსაკუთრებით - ღამით;

. მწვავდება ქრონიკული დაავადებები, რაც უმეტესად დაზიანებულ ორგანოში აღმოცენებული მტკივნეული შეტევებით იწყება.

ორგანიზმის სეზონური რიტმები

საბედნიეროდ, მეტეონევროზი და სეზონური დესინქრონოზი ადამიანისთვის დაუძლეველ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ორგანიზმს გარემოს ცვალებად პირობებთან შეგუების შესანიშნავი უნარი აქვს. შეგუება განსაზღვრულ ფუნქციათა გაძლიერებით ან შესუსტებით და ცენტრალური ნერვული და ენდოკრინული სისტემების შეთანხმებული, კოორდინირებული მოქმედებით მიიღწევა. შეგუებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადრენოჰიპოფიზური სისტემა, რომლისთვისაც დღის განმავლობაში სინათლის შემცირება ფუნქციათა გაძლიერების სიგნალად აღიქმება. დღის ხანგრძლივობის კლების გამო თვალის ბადურაზე არეკლილი სხივების ნაკლებობისას ადრენოჰიპოფიზური სისტემა იღებს შესაბამის სიგნალს საქმიანობაში გარდაქმნის დასაწყებად და ენდოკრინულ სისტემას ორგანიზმის ზამთრის მოთხოვნათა შესაბამისად მომზადებას ავალებს. ეს მომზადება კი სხეულის ტემპერატურის მუდმივობის შენარჩუნებით, სითბოს წარმოქმნა-გაცემის დაბალანსებით, კვებისა და დასვენების რეჟიმის ცვლილებით გამოიხატება.