3 ნიშანი, რომელიც ინსულტის ამოცნობაში დაგეხმარებათ და რჩევები, როგორ აიცილოთ თავიდან ეს დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიკორონავირუსიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედია

3 ნიშანი, რომელიც ინსულტის ამოცნობაში დაგეხმარებათ და რჩევები, როგორ აიცილოთ თავიდან ეს დაავადება

5 მილიონ ადამიანს კი ინსულტის შემდეგ გამოწვეული გარკვეული სახის უნარშეზღუდულობა რჩება. სხვადასხვა ქვეყანაში ინსულტი სიკვდილიანობის მიხედვით მე-2–მე–4 ადგილზეა. სტაციონარში გატარებული საწოლდღეების მიხედვით კი ყველა ქვეყანაში პირველ ადგილზეა. ეს არის შედარებით ასაკოვნების დაავადებაა. თუმცა ბოლო პერიოდში მისი „გაახალგაზრდავების“ შემთხვევებიც ხშირია.

არსებობს ინსულტის ორი სახეობა: ჰემორაგიული და იშემიური ინსულტი. იშემიურია, როდესაც თრომბი იჭედება სისხლძარღვში და სისხლი ტვინს აღარ მიეწოდება. ჰემორაგიულის შემთხვევაში კი თავში სისხლძარღვი სკდება და სისხლი თავის ტვინში იღვრება. შემთხვევათა დაახლოებით 85–90% იშემიული ინსულტია.

დაავადების შედეგად გამოწვეული მაღალი სიკვდილიანობა და ინვალიდიზაცია დაგვიანებული სამედიცინო ჩარევითაა გამოწვეული. თრომბის გაჭედვიდან, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით მეტად ზიანდება ტვინის ქსოვილი. ამიტომ რაც უფრო სწრაფად იმოქმედებთ, მით ნაკლები დაზიანება დარჩება პაციენტს. მკურნალობის უახლესი მეთოდი არის თრომბოლიზისი, რომლის ჩატარებაც პირველი სამი საათის განმავლობაშია საჭირო.

აღნიშნულის გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ იცოდეს ის პირევლადი ნიშნები, რომლებიც ინსულტს ახასიათებს. სამი მარტივი სიმპტომი, რომელსაც არასამედიცინო სფეროს წარმომადგენელიც მარტივად ამოიცნობს, არის: მეტყველების დარღვევა, სახის ასიმეტრია და სისუსტე კიდურებში. აღნიშნულიდან ერთის შემჩნევის შემთხვევაშიც კი მნიშვნელოვანია, რომ პაციენტის მაქსიმალურად სწრაფი გადაყვანა მოხდეს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე ან სასწრაფო დახმარების მოსვლამდე თავად ეცადოთ პაციენტის მდგომარეობის ადეკვატურ მართვას. მას რომ ნაკლები დეფექტი დარჩეს, აუცილებელია გაუსწოროთ თავი და ნიკაპი, ასევე კიდურები. დააკვირდით სუნთქვას და გულისცემას. აკონტროლეთ, რომ ხმასა და ტკივილზე რეაგირებდეს.

ზოგადად, ინსულტი მულტიფაქტორული დაავადებაა. ჰემორაგიული ინსულტის გამომწვევი მიზეზი ძირითადად ჰიპერტონიაა, ხოლო იშემიურისა - ათეროსკლეროზი, თრომბოემბოლიური დაავადება, მოციმციმე არითმია. გაახალგაზრდავებული ინსულტის მიზეზი კი შეიძლება იყოს: სტრესი, ჭარბი წონა, მავნე ჩვევები, არასწორი კვება, ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი, გენეტიკური ფაქტორი, ეკოლოგია და სხვა.

რადგან ინსულტი ასე ხშირი და ამავდროულად, გაახალგაზრდავებული დაავადებაა, მნიშვნელოვანია, რომ მისი რისკი მინიმუმამდე შეამციროთ. ამისთვის, სასურველია: დაარეგულიროთ წნევა, აკონტროლოთ ქოლესტერინის შემცველობა სისხლში, იკვებოთ ჯანსაღად, აკონტროლოთ წონა, შეწყვიტოთ მოწევა, არ მიიღოთ ჭარბი ალკოჰოლი, იყოთ ფიზიკურად აქტიურები. თუმცა პრევენცია რიგ შემთხვევაში საკმარისი არაა და ინსულტი ადამიანებს მაინც ემართებათ. კერძო თუ სახელმწიფო დაზღვევა კი ინსულტით გამოწვეულ გართულებებს ხშირად არ აფინანსებს. ამიტომ სადაზღვევო პაკეტის შერჩევისას, აღნიშნულს ყურადღება უნდა მიაქციოთ. ასევე, შესაძლეველია, დაეზღვიოთ კრიტიკულ დაავადებეზე, რომელთა შორისაც ერთ–ერთი ინსულტია. ინსულტის გარდა, შემდეგ კრიტიკულ დაავადებებზე დაზღვევაა ხელმისაწვდომი: ავთვისებიანი სიმსივნე, თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნე, გულის ინფარქტი, გულის შუნტირება, დამბლა და სიბრმავე. ბენეფიციარს ლიმიტის განკარგვა საკუთარი სურვილისამებრ შეუძლია დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე. ყოველთვიურად გარკვეული მცირე გადასახადის სანაცვლოდ ჯანმრთელობის დაზღვევა და უზრუნველყოფა კი საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რაც საკუთარ თავს კრიტიკულ დაავადებებთან ბრძოლისთვის შეგიძლია გაუკეთოთ.

მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული დაავადებისგან, ინსულტისგან, ფაქტობრივად, არავინ არის დაზღვეული. ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ, პრევენციული ზომებით მისი რისკი მინიმუმამდე შეამციროთ. დაავადების პირველივე ნიშნების შემჩნევისთანავე კი სასწრაფოდ სამედიცინო დაწესებულებას მიმართეთ.