ბუმბულისა და სინთეპონის ბალიშები ნაკლებად იჭერს ხერხემლის კისრის ნაწილს - ყველა დეტალი, რომლებიც ბალიშის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბუმბულისა და სინთეპონის ბალიშები ნაკლებად იჭერს ხერხემლის კისრის ნაწილს - ყველა დეტალი, რომლებიც ბალიშის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ

აღარავინ ეჭვობს, რომ ხარისხიანი ორთოპედიული მატრასი ახირება კი არა, საციცოცხლო აუცილებლობაა. ამასთან, ცოტამ თუ იცის ისეთი აქსესუარის მნიშვნელობის შესახებ, როგორიც ბალიშია.

ბალიშები ერთმანეთისგან განსხვავდება ფორმით, სიმაღლით, სიმაგრით და შიგთავსით. ამ ფაქტორების შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ: სქესი, ასაკი, მხრის სიგანე, ძილის დროს საყვარელი პოზა, მატრასის სიმაგრე.

ბალიშის ფორმა: ბალიშს შეიძლება ჰქონდეს კლასიკური, კვადრატის ან ანატომიური, რგოლისებური ფორმა. თუ გვერდზე გძინავთ, თქვენ უნდა დაიძინოთ სხვადასხვა სიმაღლის რგოლიან ბალიშზე. თუ ზურგზე გძინავთ – კლასიკური ფორმის ბალიში გამოგადგებათ.

კვადრატული ბალიშები წარსულს ჩაბარდა. ბალიშმა უნდა დაიჭიროს თავი და ხერხემლის კისრის ნაწილი.

ბალიშის სიმაღლე. გვერდზე წოლისას ბალიშის სიმაღლე მხრის სიგანეს უნდა შეესაბამებოდეს. ზურგზე ან მუცელზე წოლისას უფრო დაბალი ბალიში გამოგვადგება. ამასთან, მამაკაცის ბალიში ქალისაზე უფრო მაღალი უნდა იყოს.

ზურგზე ძილისას გამოგვადგება 8-10 სმ სიმაღლის ბალიში.

მათთვის, ვინც ზურგზეც წევს და გვერდზეც, რეკომენდებულია 10-13 სმ სიმაღლის ბალიში.

მათთვის, ვინც უპირატესობას გვერდზე ძილს ანიჭებს, 10-14 სმ სიმაღლის ბალიშია მისაღები.

მუცელზე წოლისას ყველაზე დაბალი, 6-8 სმ სიმაღლის მოდელები შეარჩიეთ.

რბილი მატრასისას ბალიში უფრო დაბალი უნდა იყოს, ვიდრე მაგარ ზედაპირზე წოლისას.

ბალიშის სიმაგრე – ასევე ძილის პოზით განისაზღვრება. გვერდზე წოლისას საჭიროა მაგარი ბალიში, რომელიც კარგად დაიჭერს თავსა და კისერს. ზურგზე წოლის მოყვარულებს კი შეუძლიათ შეარჩიონ საშუალო სიმაგრის ბალიში, ხოლო მუცელზე ვისაც უყვარს ძილი, ბალიში რბილი უნდა შეარჩიოს.

ბალიშის შიგთავსი – უმნიშვნელოვანესი პარამეტრია. ყველაზე ხარისხიან მასალად ითვლება ლატექსი, ანატომიური ქაფი... სწორედ ეს ფაქტურა უზრუნველყოფს თავის კარგად დაჭერას და აქვს შესანიშნავი საექსპლუატაციო მახასიათებლები.

ბუმბულისა და სინთეპონის ბალიშები ნაკლებად იჭერს ხერხემლის კისრის ნაწილს, რადგანაც რბილია და იტკეპნება. ამასთან, ეს ბალიშები 6 თვეში ერთხელ უნდა ვცვალოთ, რადგანაც მათში შეიძლება ალერგენები და პათოლოგიური მიკროორგანიზმები დაგროვდეს.

შესაძლებელია შერჩეულ ბალიშს პირველ ხანებში ვერ შეეგუოთ, რაც სრულიად ნორმალური მოვლენაა. თუმცა სწორად შერჩეული ბალიშით დროთა განმავლობაში გაიღვიძებთ მსუბუქად და კარგი განწყობით.