როგორ შევინარჩუნოთ სიბერეში ინტელექტი
რომლებიც აუცილებლობის შემთხვევაში მათ მოუსმენენ, იზრდება კოგნიტიური მდგრადობა და ტვინის უკეთ ფუნქციონირების უნარი.
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გაანალიზეს 2171 ადამიანის მონაცემები. კვლევის მონაწილეების საშუალო ასაკი იყო 63 წელი. ისინი მკვლევარებს აწვდიდნენ ინფორმაციას სოციალური კონტაქტების სიხშირის, ახლობლებთან კონტაქტის შესახებ. კოგნიტიურ მდგრადობას მეცნიერები ავლენდნენ თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული კვლევის, ადამიანის კოგნიტიური უნარების ნეიროფსიქოლოგიური ტესტების საშუალებით.
აღმოჩნდა, რომ მაღალი კოგნიტიური ფუნქციები აღენიშნებოდა იმ ადამიანებს, რომელთაც შეეძლოთ სხვა ადამიანებთან საუბარი და საკუთარი მოსაზრებების გაზიარება.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ სოციალური ურთიერთობების შემდგომი კვლევა საშუალებას მოგვცემს უკეთ გავიგოთ ფსიქო-სოციალური ფაქტორებისა და გონებრივი ჯანმრთელობის შორის კავშირის მექანიზმი.