რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ვიტამინ B12-ის დეფიციტმა, თუ არ უმკურნალებთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ვიტამინ B12-ის დეფიციტმა, თუ არ უმკურნალებთ

მისმა დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს, ჯანმრთელობის როგორც მსუბუქი, ასევე სერიოზული პრობლემები.

აუცილებლად შეიმოწმეთ ვიტამინ B12-ის დონე თუ:

• ვეგანი, ან ვეგეტარიანელი ხართ;

• გაქვთ ნაწლავის ანთებითი დაავადება, როგორიც არის კრონის დაავადება, ან წყლულოვანი კოლიტი;

• გაქვთ ცელიაკია;

• ხართ 50 წელზე უფროსი;

• ჩაგიტარდათ მუცელზე რაიმე სახის ოპერაცია;

• თქვენი ოჯახის რომელიმე წევს პერნიციოზული ანემიის (B12 დეფიციტური ანემია) დიაგნოზი დაუსვეს.

რა შეიძლება გამოიწვიოს B12-ის დეფიციტმა, თუ მას ყურადღებას არ მივაქცევთ?

ანემია

ანემიის დროს ორგანიზმი სისხლის ჯანსაღ წითელ უჯრედებს საკმარისი რაოდენობით ვეღარ წარმოქმნის.

B12-ის დეფიციტი მეგალობლასტურ ანემიას იწვევს. მეგალობლასტები სისხლის უმწიფარი წითელი უჯრედებია, რომლებიც ჩვეულერბივზე დიდი და უცნაური ფორმისები არიან.

ანემიის დროს სისხლის წითელ უჯრედებს ჟანგბადის მიწოდება ორგანოებისთვის და ქსოვილებისთვის უჭირთ.

ანემიის სიმპტომებია:

• დაღლილობა;

• სისუსტე;

• სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა;

• თავბრუსხვევა;

• მტკივნეული ან წითელი ენა;

• გადიდებული ღვიძლი;

• ყვითელი კანი.

დიდი ხნის განმავლობაში უმკურნალოდ დარჩენილი ანემია გულის უკმარისობას იწვევს.

B12-ით გამოწვეული ანემია კი ინფაქრტის, ინსულტის და გულ-სისხლძარღვთა სხვა პრობლემების რისკს ზრდის.

ნერვული სისტემის პრობლემები

B12 დეფიციტური ანემიის შედეგად შესაძლებელია ნერვული უჯრედების დაზიანებაც მოხდეს.

თუმცა ანემიის გარეშეც შესაძლებელია ნერვული ქსოვილი დაზიანდეს, თუ არ უმკურნალებთ ვიტამინის ნაკლებობას.

B12 ორგანიზმს მიელინის წარმოებაში ეხმარება.

მიელინი თეთრი ცხიმისმაგავრი ნივთიერებაა, რომელიც ნერვული ბოჭკოს დამცავ ფენას წარმოადგენს.

შესაბამისად, B12-ის დეფიციტი ნერვული ბოჭკოს დაზიანებას გამოიწვევს.

თავდაპირველი სიმპტომებია: კუნთების სისუსტე, „ქინძისთავების ჩხვლეტა“ ხელებსა და ფეხებში. დროთა განმავლობაში შეიძლება თავი იჩინოს კიდურების (განსაკუთრებით ქვედა კიდურების) დაბუჟებამ და მგრძნობელობის დაკარგვამ.

სხვა სიმპტომები:

• წონასწორობის დაკარგვა;

• ნელი რეფლექსები;

• სიარულის პრობლემები;

• სექსუალურ აღგზნებასთან დაკავშირებული პრობლემები;

• ნაწლავების და ნაღველის პრობლემები;

• ყნოსვის პრობლემები;

• მხედველობის დაკარგვა, რომელიც დროთა განმავლობაში უარესდება.

მკურნალობა სიმპტომებს ამსუბუქებს, თუმცა თუ ნერვის დაზიანება სერიოზულია და დიდი ხნის განმავლობაში არ მკურნალობდით B12-ის დეფიციტს, უფრო რთულია პრობლემის მოგვარება. ზოგჯერ ის დამბლასაც კი იწვევს, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები

მეხსიერების პრობლემები B12-ის დეფიციტის აშკარა ნიშანია.

თქვენ შეიძლება განიცდიდეთ შემდეგ სიმპტომებს:

დეპრესია; გაღიზიანება;

შფოთვა;

მოუსვენრობა;

უძილობა;

აზროვნების პრობლემები.

უფრო სერიოზული სიმპტომებია:

შიში, თითქოს, ვიღაც რაიმე ზიანს მოგაყენებთ;

რეალობის აღქმის პრობლემები;

არარეალური მოჩვენებები და ხმები;

დემენციის მსგავსი სიმპტომები.

თავის ტვინი

ასაკის მატებასთან ერთად თავის ტვინი პატარავდება, აღნიშნულ პროცესს B12 -ის დეფიციტი აჩქარებს.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, როდესაც, B12-ის დონე ძალიან დაბალია, ჰომოცისტეინის დონე იზრდება.

აღნიშნული ამინომჟავის მაღალი დონე კი თავის ტვინის პრობლემებს იწვევს, მათ შორის: დემენციას და ალცჰაიმერის დაავადებას.

სხვა გართულებებს მიეკუთვნება:

უნაყოფობა

ვიტამინის დეფიციტი ჩასახვას ართულებს, ასევე თავად ორსულობის პროცესსაც.

მან შეიძლება დეფექტიანი ჩვილის დაბადებაც გამოიწვიოს. არსებობს კვლევები, რომლის თანახმადაც, B12-ის ნაკლებობა სპერმატოზოიდზეც ახდენს ზეგავლენას.

ოსტეოპოროზი

B12 -ის დეფიციტი ძვალს ასუსტებს. თუ სიარულის პრობლემები გაქვთ, დაცემის ალბათობაც მეტია, რაც ძვლის მოტეხილობის შანსსაც ზრდის.

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ( COPD)

ამინომჟავა ჰომოცისტეინის მაღალი დონე, რომელიც B12-ის ნაკლებობით იზრდება, ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას აუარესებს.