როგორ შევინარჩუნოთ თმის სიჯანსაღე სიცხეში
ულტრაიისფერი სხივები საშიშროებას წარმოადგენს არა მარტო კანისთვის, არამედ თმისთვისაც, განსაკუთრებით მარილიანი ზღვის წყალთან ერთად. მარილი აშრობს თმას, რის შედეგადაც ის ხდება მტვრევადი. ამას გარდა, ზაფხულში ზოგს აღნიშნება თმის ცვენა. საქმე იმაშია, რომ თმა განიცდის სტრესს ქარის, წყლის და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად.
შვებულების დროსაც კი, რაც შეიძლება ნაკლები დრო უნდა გავატაროთ მცხუნვარე, შუა დღის მზეზე. D ვიტამინის ულუფა კი სჯობს საღამოს, მზის ჩასვლის წინ მივიღოთ. სიცხეში უნდა გამოვიყენოთ ბუნებრივი ქსოვილის ან მასალისაგან დამზადებული თავსაბურავი. თმაზე წავისვათ სპეციალური, ულტრაიისფერი სხივებისაგან დამცავი საშუალება.
ზაფხულში ნაკლებად მივაყენოთ თმას ტრავმა ელექტროსაშრობის ან თმის უთოს სახით.
ზაფხულში თმას სჭირდება განსაკუთრებული კვება და დატენიანება. ამიტომ უნდა გამოვიყენოთ აღმდგენი ნიღბები კვირაში ერთხელ მაინც. დაბანის შემდეგ თმაზე გადავივლოთ გვირილას, ჭინჭრის ან ოროვანდის ნახარში. ჩვენს მიერ გამოყენებული კოსმეტიკურ საშუალებები მაქსიმალურად ნატურალური უნდა იყოს და მაგალითისთვის შეიცავდეს ბუნებრივ ეთერზეთებს, რაც თმას ბუნებრივ ბზინვარებას მიანიჭებს.