რომელ დაავადებებს იწვევს სიცხე და როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელ დაავადებებს იწვევს სიცხე და როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან?

ჩვეულებრივ, სიცხეში ორგანიზმი ოფლს გამოყოფს და მისი აორთქლების წყალობით გრილდება, მაგრამ 350ც-ზე მაღალი ტემპერატურისა და მაღალი ტენიანობის დროს გაგრილების ეს მექანიზმი ეფექტურად ვეღარ მუშაობს - აორთქლება ფერხდება და სითბოს გაცემაც მცირდება. გარდა ამისა, გაძლიერებული ოფლიანობა, თუ დაკარგული სითხე არ ავინაზღაურეთ, სითხისა და ელექტროლიტების დეფიციტს იწვევს.

ასეთ დროს სხეულის ტემპერატურა სწრაფად იმატებს და თუ ძალიან მაღალ ციფრებს მიაღწია, შესაძლოა თავის ტვინი და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები დააზიანოს. გარდა განხილული მექანიზმისა, სხეულის თბორეგულაციის დამაბრკოლებელი ფაქტორებია ხანში შესული ასაკი, სიმსუქნე, ცხელება, დეჰიდრატაცია ანუ სითხის დეფიციტი, გულის დაავადებები, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ზოგიერთი მედიკამენტი და ალკოჰოლიანი სასმელები, ამიტომ გარემოს მაღალი ტემპერატურა განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის:

ჩვილებსა და ოთხ წლამდე ასაკის პატარებს.

65 წელს გადაცილებულებს.

ჭარბი წონისა და მსუქან პაციენტებს.

მათ, ვინც ძლიერ ოფლიანდება ვარჯიშისა და მუშაობის დროს.

ფსიქიკურად დაავადებულებს.

ქრონიკულად დაავადებულებს, რომლებიც მედიკამენტურ მკურნალობას იტარებენ.

პატარა ბავშვები ძალზე მგრძნობიარენი არიან მაღალი ტემპერატურის დამზიანებელი ზემოქმედების მიმართ თუნდაც იმიტომ, რომ გარემო პირობების შეცვლა და სითხის სათანადო რაოდენობით მიღება დამოუკიდებლად არ შეუძლიათ.

65 წლიდან ორგანიზმი სათანადოდ ვეღარ რეაგირებს გარემოს ტემპერატურის მკვეთრ მატებაზე. ჭარბი წონისა და სიმსუქნის დროს ორგანიზმი სითბოს სათანადოდ ვერ გასცემს და გადახურდება.

ნებისმიერი დაავადება, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს დეჰიდრატაცია (ორგანიზმის სითხით გაღარიბება), ორგანიზმს უფრო მგრძნობიარეს ხდის სიცხით გამოწვეული დაავადებების მიმართ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი სითხის სათანადო რაოდენობით მიღება და ზედმეტი დატვირთვის თავიდან აცილება, როცა ადამიანს აქვს ისეთი ქრონიკული დაავადებები, როგორებიცაა:

მაღალი არტერიული წნევა;

დეპრესია;

ნევროზი;

ფსიქიკური დარღვევები;

უძილობა;

სისხლის მიმოქცევის დარღვევა.

როგორ ავიცილოთ თავიდან სიცხით გამოწვეული დაავადებები

მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალი, ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში - კიდევ უფრო მეტი, საათში 2-4 ჭიქა.

თუ ექიმმა წყლის მიღების შეზღუდვა გირჩიათ, ექსტრემალური სიცხის დროს აუცილებლად დაუკავშირდით მას და სთხოვეთ კონკრეტული მითითებები სითხის მიღების თაობაზე;

განსაკუთრებით ცხელ დღეებში წყალი რეგულარულად სვით, ნუ დაელოდებით, როდის შეგაწუხებთ წყურვილი, განსაკუთრებით - თუ 65 წელს ხართ გადაცილებული: ამ ასაკში დაქვეითებულია რეაქცია ტემპერატურის ექსტრემალურ ცვლილებაზე;

მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სითხე ვარჯიშის და, საზოგადოდ, ფიზიკური დატვირთვის დროს, მაგრამ ერიდეთ ცივ ხილსა და ბოსტნეულს - მათ შესაძლოა კუჭის სპაზმური ტკივილი გამოიწვიონ;

ნუ მიიღებთ დიდი რაოდენობით კოფეინიან (ყავა, კოლა, ჩაი) და ალკოჰოლიან სასმელებს - ეს ნივთიერებები ხელს უწყობს სითხის კარგვას.