ოჯახური სადილი გახდომაში გვეხმარება - მეცნიერთა დასკვნა
მიღება აქვეითებს სიმსუქნის რისკს და აუმჯობესებს მოზარდების ჯანმრთელობას.
ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანი არა მარტო ის, თუ რას ვჭამთ, არამედ ისიც თუ ვისთან ვაჭამთ. ოჯახური საუბარი, ერთობლივი ვახშამი და ტრადიციების დაცვა, ყოველდღიურად ხილის, ბოსტნეულის, სასარგებლო ცხიმების მიღება მოზარდების კვებით ჩვევებზე დადებითად მოქმედებს და იცავს მათ კვებითი ქცევის დარღვევებისაგან.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ოჯახურ დღის წესრიგში საერთო გრაფები, მაგალითად ერთად საჭმლის მიღება, მაგიდასთან ციფრული მოწყობილობების გარეშე ჯდომა და საუბარი წარმოადგენს მოზარდებისათვის სასარგებლო ასპექტებს და ხელს უწყობს ჯანმრთელობას.
სხვა კვლევების თანახმად, კარგი განწყობა, რომელიც ხელს უწყობს საუბარსა და ნელა ჭამას, მოზარდებს ჭამის დროს ეხმარება სიმაძღრის შეგრძნების შეცნობაში და ირიბად ხელს უშლის სიმსუქნის განვითარებას.
კვლევით დადასტურდა, რომ ჭამის დროს სოციალიზაცია და ის თუ როგორ ვიღებთ საკვებს, მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე.