/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ ზრდის ზონების შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ ზრდის ზონების შესახებ
ბავშვობისა და მოზარდ ასაკში კიდურის ძვლები ეპიფიზური ფირფიტების ხარჯზე იზრდება. ეპიფიზური ფირფიტა ხრტილოვანი ქსოვილია, რომელიც ძვლის სასახსრე დაბოლოებაზე მდებარეობს და სასახსრე ჩანთაშია ჩამალული.

დროთა განმავლობაში ეს ქსოვილი ძვალდება (იკირება), ძვალს უერთდება და მასთან ერთად ერთ მთლიანობას წარმოქმნის. ეპიფიზური ფირფიტები ქრება, როდესაც წყდება ძვლის სიგრძეში ზრდა. თუ ზრდა ნაადრევად შეწყდა, მოკლე ანუ ჯუჯა ძვლები წარმოიქმნება, თუ ჩვეულებრივზე მეტხანს ან სწრაფად გაგრძელდა, გიგანტურ, გრძელ ძვლებს ვიღებთ. ეპიფიზური ფირფიტების, ისევე როგორც, საზოგადოდ, ძვლოვანი სისტემის ზრდის სიჩქარეს ჰიპოფიზის ზრდის ჰორმონი განაგებს.

დიდი რაოდენობით მინერალური ნივთიერებების შემცველობის გამო ძვლები არაორგანული ნივთიერებების ერთგვარი რეზერვია, რომელსაც ორგანიზმი საჭიროებისამებრ იყენებს. ეს ფუნქცია მეტად მნიშვნელოვანია სისხლსა და ორგანოებში კალციუმის ბალანსის შესანარჩუნებლად. ამდენად, სრულფასოვან, ბალანსირებულ კვებას ბავშვისთვის, მისი ზრდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სქესობრივი მომწიფების პერიოდში მენსტრუალური ციკლის დროს სისხლთან ერთად დაკარგული კალციუმის დანაკლისს გოგონები ძვლოვანი დეპოდან ივსებენ, კალციუმის დეფიციტი კი ზრდის შეფერხების ერთ-ერთი ფაქტორია. ამიტომაც ნელდება გოგონების ზრდა სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან.

რატომ მიიჩნევენ სიმაღლეს უპირატესობად?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბევრი შესაძლოა არ დაგვეთანხმოს, მაგრამ სიმაღლე ფიზიკური მიმზიდველობის ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმია - 79 გამოკითხულიდან მხოლოდ 2 დათანხმდა, გაეცნო ტანდაბალი ახალგაზრდა (ქალი ან მამაკაცი). სიმაღლეზე ბევრად არის დამოკიდებული ადამიანის კარიერა - სამსახურში მიღებისას, თანაბარი ცოდნისა და გამოცდილების შემთხვევაში, მენეჯერი უპირატესობას ტანმაღალ კანდიდატს ანიჭებს. სიმაღლე უნებლიეთ იწვევს პატივისცემას. ამერიკის ბოლო 23 პრეზიდენტიდან 19 ტანმაღალი იყო და მათ არჩევნებში ტანდაბალ მეტოქეებს მოუგეს. ქართულ სინამდვილეზე არაფერს ვიტყვით...

როგორ დავეწიოთ და გავუსწროთ ჩვენს ტანმაღალ თანატოლებს? შესაძლებელია თუ არა სიმაღლის მომატება სქესობრივი მომწიფების შემდეგ?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

დიახ, შესაძლებელია. კოსმოსში ასტრონავტები 5 სმ-ით მაღალნი ხდებიან, ვიდრე დედამიწაზე. ორსულობისას ქალი (29 წლამდე) სიმაღლეში 1,5-2 სმ-ს იმატებს. სპეციალური ვარჯიშების, ფიზიოპროცედურების, დიეტის საშუალებით ადამიანს შეუძლია 3-5 სმ მოიმატოს. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, თუ ზრდის ზონები დახურული არ არის. სხვაგვარად ვერც გენეტიკური განწყობა (ტანმაღალი მშობლები და წინაპრები), ვერც ლიტრობით მიღებული ზრდის ჰორმონი და გაჭიმვა შედეგს ვერ გამოიღებს. მაგრამ როგორ გავიგოთ, დახურულია თუ არა ზრდის ზონები ან, საერთოდ, როდის იხურება ისინი? იაპონელმა მეცნიერებმა მრავალწლიანი დაკვირვება-გამოკვლევის საფუძველზე დაასკვნეს, რომ ადამიანის ორგანიზმში არის ზრდის ზონები, რომლებიც სრულწლოვანების მიღწევის შემდეგაც ღია რჩება (ანუ სქესობრივი მომწიფების პერიოდში არ იხურება). ეს ზონები ხერხემლის სვეტში - წელის მიდამოს მალათაშუა დისკებშია განლაგებული. მალათაშუა დისკები ღრუბლოვანი ქსოვილისგან შედგება. წელის მიდამოში ხერხემალს აქვს არაჩვეულებრივი პლასტიკური უნარი, ინვერსიული დატვირთვის შედეგად სახე იცვალოს და გადაეწყოს. მაგრამ ინვერსიული დატვირთვა და, საზოგადოდ, ფიზიკური მეთოდები სპეციალისტმა ინდივიდუალურად, თანაარსებული ქრონიკული თუ მწვავე პროცესების გათვალისწინებით უნდა შეარჩიოს - მოგეხსენებათ, ხერხემალში განლაგებულია ნერვული ცენტრები, რომლებიც არეგულირებენ ყველა ორგანოსა და ქსოვილის თვითგანახლებას, ჰორმონულ პროცესებს, იმუნური სისტემისა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციებს.

არსებობს თუ არა ზრდის ვიტამინები? ჯანმრთელ ბავშვებს, მოზარდებს, 30 წლამდე ახალგაზრდებს ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებზე ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად პოლივიტამინების კომპლექსს ურჩევენ. შერჩევა ასაკის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. საამისოდ გამოიყენება ნებისმიერი პოლივიტამინი, რომელიც შეიცავს კალციუმს და D ვიტამინს. სპეციალური ზრდის ვიტამინები კი მხოლოდ და მხოლოდ სარეკლამო განცხადებაა. კალციუმი და D ვიტამინი ძვლოვანი ქსოვილის ჩამოყალიბებაში მონაწილეობენ. მათი ცალ-ცალკე მიღება უშედეგოა - ორგანიზმი მათ ვერ შეიწოვს. თუ მოზრდილს ან ბავშვს აქვს ენდოკრინული პათოლოგია (ლაპარაკია ჰიპოფიზის ზრდის ჰორმონის ნაკლებობასა და ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციაზე), ვიტამინების მიღებით სიმაღლის მომატებას ვერ მივაღწევთ. არაქირურგიული მეთოდით სიმაღლის მომატება შესაძლებელია მაშინაც, თუ ზრდის ხრტილოვანი ზონები გაძვალებული არ არის. ამისთვის საჭიროა ჩატარდეს ხელის მტევნის რენტგენოგრაფია და დადგინდეს ორგანიზმის ძვლოვანი ასაკი (ის შესაძლოა არ დაემთხვეს ბიოლოგიურს).

კომენტარები (4)
ნინი
ვარ 14 წლის და 1.50 მაქვს გაზრდის შანსი?
თარიღი : 27-06-2020
ანი
გამარჯობა, ვარ 16 წლის და ვარ 1,65 მაქვს თუ არა გაზრდის შანსი და როგორ?
თარიღი : 19-10-2019
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

News
News
საკვები, რომელიც კარგ მხედველობას შეგვინარჩუნებს
სრულად
დავეხმაროთ ერთმანეთს
დავეხმაროთ ერთმანეთს
დალურჯებულ ადგილებს მოგიშუშებთ
სრულად
რა იწვევს სიბრმავეს
რა იწვევს სიბრმავეს
სიბრმავის ძირითად მიზეზებზე, განმაპირობებელ დაავადებებზე, მათ თავისებურებებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება
სრულად
ბინდბუნდში დანახული სამყარო
ბინდბუნდში დანახული სამყარო
არცთუ დიდი ხნის წინ კატარაქტას უმთავრესად ხანდაზმულთა პათოლოგიად მიიჩნევდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეს ასე აღარ არის,
სრულად
დავეხმაროთ ერთმანეთს
დავეხმაროთ ერთმანეთს
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ რამდენიმე სამკურნალო რეცეპტს. გახსოვდეთ, რომ თუ რომელიმე დაავადების გამო დანიშნული გაქვთ მკურნალობა, თვითნებურად ნუ შეცვლით. თუმცა, ექიმთან კონსულტაციის შედეგ, ძირითადი მკურნალობის ეფექტის გაძლიერების მიზნით, შეგიძლიათ ხალხური მედიცინის რეცეპტების გამოყენებაც.
სრულად
რატომ და როგორ ბერდება თვალი
რატომ და როგორ ბერდება თვალი
თვალი ძალზე სათუთი და მგრძნობიარე ორგანოა, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მხედველობის მუდმივი დაძაბვა, არახელსაყრელი ფაქტორები - სტრესი, დაბინძურებული გარემო, ვირუსული ინფექციები და სხვა - თვალის დაავადებებს იწვევს.
სრულად
ასტიგმატიზმი და კატარაქტა
ასტიგმატიზმი და კატარაქტა
ასტიგმატიზმი რეფრაქციის (თვალის შუქმტეხი უნარის) ანომალიაა: სინათლის სხივები ბადურაზე ერთ წერტილში ვერ იყრის თავს, ამიტომ ადამიანი გარკვევით ვერ ხედავს საგანს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა უნდა ვიცოდეთ ზრდის ზონების შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები