კალციუმი, D ვიტამინი, ომეგა-3, მულტივიტამინები და მულტიმინერალები - რა საფრთხე იმალება მათ მიღმა?

D ვიტამინი

დიდი რაოდენობით დანამატმა შეიძლება თირკმლის პრობლემები გამოიწვიოს
D ვიტამინი ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში უწყობს ხელს და მისი ნორმალური რაოდენობა ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანია.
ის აუცილებელია იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ძვალ-სახსროვან სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები.
როგორც ვიცით, მზის სხივები D ვიტამინის მიღების საუკეთესო საშუალებაა. ის ასევე გვხვდება სხვადასხვა საკვებ პროდუქტში.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
თუმცა, ხშირ შემთხვევაში, პაციენტებს უწევთ ვიტამინის დანამატის სახით მიღება.
სხვადასხვა კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ჯანმრთელი ქალი, რომელიც ვიტამინის დაბალ დოზას ღებულობს (400 საერთაშორისო ერთეული) ნაკლებადაა ძვლის მოტეხილობისაგან დაცული.
ხოლო, მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში, კალციუმის ათვისება იზრდება, რაც განწყობის ცვლილებებს, მუცლისა და კუნთების ტკივილსა და თირკმელებში კენჭების გაჩენას იწვევს. ის, ასევე ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკ-ფაქტორი შეიძლება გახდეს.
ქალბატონები, რომლებიც 71 წელს ზემოთ არიან, ექიმის მიერ დანიშნულ მიკროელემენტის დანამატს აუცილებლად საჭიროებენ D ვიტამინის დეფიციტის აღსადგენად.
მათი დღიური ნორმა განისაზღვრება 800 საერთაშორისო ერთელით (სე), ხოლოდ 70 წლამდე ქალბატონებში დღიური ნორმაა 600 სე.
ექიმები მოგვიწოდებენ, რომ 10-15 წუთი გავატაროთ მზეზე და ყოველდღიური კვების რაციონი გავამდიდროთ შემდეგი საკვები პროდუქტებით:
- ორაგული;
- თინუსი;
- რძე;
- სოკო;
- ბურღულეული.
უფრთხილდით კალციუმს
კალციუმი აუცილებელი ელემენტია ჯანსაღი ძვლებისა და ჯანმრთელი გულისათვის, თუმცა მისი დიდი რაოდენობით მიღება საფრთხის შემცველია.
აშშ-ს ჯანდაცვის ეროვნული ინსიტუტის (NIH) მიხედვით, 19-დან-50 წლამდე მოზრდილებისათვის დღიურად კალციუმის 2500 მგ-ზე მეტი რაოდენობის მიღება, ხოლო 51 წელს ზემოთ პაცინეტებისათვის - 2000 მგ-ზე მეტი, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს.
მკვლევარების აზრით, არასაკმარისი D ვიტამინის შემთხვევაში, რომელიც კალციუმის ათვისებას უწყობს ხელს, Ca არა თუ ძვლებში შეიწოვება, არამედ არტერიებში ილექება.
გულის დაავადებებით გამოწვეულ პაციენეტებში ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელშიაც 2700-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კალციუმის დანამატის მიღების შედეგად, ის აორტასა და სხვა არტერიებში ნადების სახით ჩნდება.
დანამატის ნაცვლად, სჯოს კალციუმით მდიდარი საკვები მიიღოთ, როგორებიცაა: რძის პროდუქტები და ფოთლოვანი ბოსტნეული.
კალციუმის ნაკლებობა, ანუ ჰიპოკალციემია შესაძლებელია მარტივი სისხლის ტესტის მეშვეობით დადგინდეს, ამ შემთხვავში ექიმი სწორი დოზირებით შეგირჩევთ მკურნალობას.
ომეგა-3
ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავა ნამდვილად სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის, განსაკუთრებით გულის დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
თუმცა, უფრო და უფრო მეტი კვლევა ადასტურებს, რომ მისი, როგორც დანამატის სახით მიღება ნაკლებად შედეგიანია.
მისი დანამატის სახით მიღება ინსულტის, ინფარქტისა და გულის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის შესამცირებლად ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა.
მკვლევარების რჩევით, ჯანმრთელმა ადამიანმა არ უნდა მიიღოს ომეგა-3-ის დანამატი.
აუცილებელია ის ორგანიზმა საკვები პროდუქტებიდან აითვისოს. მიირთვით: ორგანული, სარდინი, სკუმბრია, ქაშაყი, თინუსი. ასევე, თხილი, კაკალი, სელისა და ჩიას თესლები, კვერცხი, იოგურტი.
სასარგებლოა მცენარეული ზეთები, როგორებიცაა სელის, სოიოს და კანოლას ზეთი.
მულტივიტამინები და მულტიმინერალები
ჟურნალში JAMA Internal Medicine- ში გამოქვეყნებულმა ერთ-ერთმა კვლევამ, რომელიც 19 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 40 000 ქალის მონაცემებს ეყრდნობა, ცხადჰყო, რომ მულტივიტამინების მიღება არაეფექტურია.
ქალები, რომლებიც ღებულობდნენ მათ სიკვდილიანობის უფრო მომატებული რისკი ჰქონდათ მათთან შედარებით, ვინც უარს ამბობდა დანამატებზე.
ასევე აღმოჩნდა, რომ მულტივიტამინების დანამატი სიმსივნის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და სიკვდილიანობისგან არ გვიცავს.
ბოლო დროს გამოქვეყნებული კვლევები სხვა სახის ინფორმაციის მატარებელია. 2019 წლის კვლევის თანახმად, მულტივიტამინებისა და მინერალების მიღება ორგანიზმს მიკროელემენტის ნაკლებობის თავიდან აცილებაში ეხმარება, რაც სხვადასხვა დაავადებისგან თავდაცვას მოიაზრებს.
მაგალითად, ამერიკელი მეან-გინეკოლოგები მშობიარობის ასაკის ქალბატონებს ფოლიუმის მჟავასთან ერთად პრენატალური ვიტამინების მიღებასაც ურჩევენ, რაც დეფექტიანი ბავშვის დაბადების ალბათობას ამცირებს.
ექიმები ვიტამინებს მალაბსორბციის სინდრომის დროსაც ნიშნავენ. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი ვიტამინებსა და მინერალებს არასწორად აღიქვამს.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ დანამატების მიღება ექიმისგან დამოუკიდებლად არ შეიძლება, მეორეს მხრივ ჯანსაღ კვებას საკვები დანამატები ვერ ჩაანაცვლებენ.