არაბიოლოგიური მშობლები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არაბიოლოგიური მშობლები

გადაწყვიტეთ, მიუსაფარ ბავშვზე იზრუნოთ? თქვენი კეთილშობილური გადაწყვეტილება მხოლოდ ქების ღირსია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ გარემოცული ხართ ოჯახური ბედნიერებით და მზად ხართ, იგი მათაც უწილადოთ, ვისაც აკლია. არც ისე მნიშვნელოვანია, გყავთ თუ არა საკუთარი შვილები – ასეთი გამოცდილება ამ საქმეში მაინცდამაინც ვერ დაგეხმარებათ.

აი, მიხვედით ბავშვთა სახლში; პატარები თქვენკენ იწევენ, კალთაზე გექაჩებიან და მუდარითა და იმედით სავსე თვალებით შემოგყურებენ: „შენთან წამიყვანე!..“ და აი, ყველა ფორმალობა მოგვარდა, ბავშვთა სახლს ოჯახის ახალ წევრთან ერთად ტოვებთ და გგონიათ, ყველა სირთულე უკან დარჩა, მაგრამ მთავარი თურმე წინაა. პატარა, რომელიც აქამდე მოწიწებით შემოგყურებდათ, ჭირვეულობას იწყებს, არ გიჯერებთ, თქვენს ნერვებზე თამაშობს; ზოგჯერ გეჩვენებათ, რომ გამოწმებთ, გიყვართ თუ არა ისე, როგორც ნამდვილ დედას ეყვარებოდა, ანუ უპირობოდ; ზოგჯერ თითქოს ვერც კი გამჩნევთ. მან არ იცის, რომ თქვენც გაქვთ გრძნობები, თქვენც გჭირდებათ მისი ალერსი, მადლიერება, ყურადღება... როცა ცოლ-ქმარს ბავშვი აჰყავს გასაზრდელად, აქვს გაუცნობიერებელი იმედი სამაგიერო სიყვარულისა და მადლიერებისა. ამ დროს ისინი საკუთარ წარმოსახვაში ხატავენ კეთილ, გულისამაჩუყებელ სურათებს – მათ ხომ ძალიან უნდათ, ყველაფერი კარგად იყოს! მაგრამ „ყველაფერი კარგად“ ღვიძლ შვილებთანაც კი არ არის ხოლმე, რომ აღარაფერი ვთქვათ უცხო ბავშვზე, რომლის საიდუმლო შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი ფურცლის მიღმა იმალება.

რას ინახავს ბავშვის მეხსიერება?

ბავშვის აყვანამდე სასურველია გაიგოთ მისი ისტორია – სად დაიბადა, ვინ ზრუნავდა მასზე სიცოცხლის პირველ თვეებში, ახსოვს თუ არა დედის ხელების სითბო, განცდა, რომ ის ვიღაცას სჭირდება, რომ მას დააპურებენ, არ დასჯიან, უხეშად არ მოექცევიან – დიახ, ასეთ გამოცდილებასაც შეიძლება ინახავდეს ბავშვის მეხსიერება. სწორედ ის არ აძლევს საშუალებას, იმთავითვე მიენდოს ახალ მშობლებს. ბავშვის ნდობის მოპოვება არც ისე ადვილია. პრაქტიკულად შეუძლებელია, შვილად აყვანის მსურველი ორიოდე პაემნით მიხვდეს, გახდება თუ არა ეს პატარა „მისი“. ემთხვევა თუ არა ერთმანეთს ბავშვისა და მისი მომავალი მშობლების ტემპერამენტები? ჰგავს თუ არა მათი სახე, სუნი, სიარულისა და საუბრის მანერა იმას, რაც ძალიან ღრმად არის აღბეჭდილი ბავშვურ მეხსიერებაში? ეს ყოველივე რამდენიმე დღეში ალბათ ვერ გაირკვევა. არადა, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს პატარასა და მისი მომავალი მშობლების მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის. უმჯობესია, ბავშვსა და მის მომავალ დედობილ-მამობილს ჰქონდეთ თავისუფალი ურთიერთობის საშუალება. თუ რამდენიმე პაემნის შემდეგ მშობლებმა დაინახეს, რომ ბავშვი თვალებით ეძებს მათ მზერას, სახეს კი მათ დანახვაზე სიხარულის ღიმილი უნათებს, მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს არ არის თამაში და უფროსებით მანიპულირების მცდელობა. პირველ პერიოდს, რომელსაც გაივლის ნაშვილები ბავშვი ახალ ოჯახში, თაფლობის თვეს უწოდებენ. ამის შემდეგ დგება გამოცდის ეტაპი – ბავშვი თითქოს ამოწმებს, რამდენად მტკიცეა დედობილ-მამობილის არჩევანი, რამდენად მზად არიან ისინი ასეთი სერიოზული გამოცდისთვის. ამავე დროს, ბავშვი საკუთარი უფლებებისთვისაც იბრძვის.

ზღაპრები დაგეხმარებათ

დედობილ-მამობილს მოუწევს იმასთან შეგუება, რომ პირველ ხანებში ბავშვისთვის ისინი მხოლოდ „მაშველი რგოლები“ იქნებიან. მხოლოდ მათსავე ქცევაზეა დამოკიდებული, შეასრულებენ თუ არა ისინი ბავშვის ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვან როლს. გირჩევთ:

  • არ მისცეთ თავს გაბრაზების, განრისხების უფლება. საერთოდ, ნურავითარი მოლოდინი ნუ გექნებათ.
  • იყავით მომთმენი და გულღია, უკითხეთ ბავშვს კეთილი ზღაპრები, ნაზად ასწავლეთ კბილების გახეხვა და თეფშის გარეცხვა ჭამის შემდეგ.
  • ბავშვს თავიდანვე ნუ მისცემთ უფლებას, თავისი წესები შემოიღოს, მაგრამ ნურც დასჯით, რათა მისთვის „საფრთხობელებად“ არ იქცეთ.
  • თანდათანობით შეაჩვიეთ ახალ რეალობას. მასთან ერთად უყურეთ მულტფილმებს, საბავშვო ფილმებს, განიხილეთ ნანახი. ასე საშუალება მოგეცემათ, შეავსოთ ბავშვის შინაგანი სამყარო იმ სახეებითა და ცნებებით, რომელთა დახმარებითაც პატარა მაუგლი ადამიანად იქცევა.