/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

რისი სიმპტომია მუდმივი ძილიანობა?

რისი სიმპტომია მუდმივი ძილიანობა?
ძილი ჯანსაღი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ადეკვატური და ხარისხიანი ძილი აუცილებელია ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანმა შესაძლოა ჩვეულებრივზე ბევრად მეტი ძილის მოთხოვნილება იგრძნოს. ჰიპერსომნია განისაზღვრება, როგორც გადაჭარბებული ძილიანობა და ხასიათდება ძილის მუდმივი სურვილით. ეს მდგომარეობა იწვევს ადამიანს დღის განმავლობაში უკიდურესად ძილიანობის შეგრძნებას და ყოველდღიური აქტივობების შესრულების გაძნელებას.

იდიოპათიური ჰიპერსომნია არის გადაჭარბებული ძილიანობა აშკარა მიზეზის გარეშე და ამ მდგომარეობის მქონე ადამიანები ხშირად იღვიძებენ დილით დაღლილები, მიუხედავად იმისა, რომ ღამით კარგად ეძინათ. ჰიპერსომნიამ შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე და მოითხოვოს მკურნალობა.

ნარკოლეფსია

ნარკოლეფსია ქრონიკული ნევროლოგიური აშლილობაა, რომელიც გავლენას ახდენს ძილ-ღვიძილზე. ნარკოლეფსიის მქონე პაციენტებს დღის განმავლობაში უეცარი და უკონტროლო ძილის შეტევები აღენიშნებათ. ეს შეტევები იწვევს ადამიანს უეცრად ძილიანობას. ნარკოლეფსია ასევე ვლინდება სხვა სიმპტომებით, როგორიცაა კატაპლექსია, კუნთების კონტროლის უეცარი დაკარგვა, ძილის დამბლა და ჰიპნაგოგიური ჰალუცინაციები.

დეპრესია

შეკითხვა ექიმს
<p>-გამრაჯობათ D ვიტამინი მაქვს 29 რას მირჩევთ მივიღო D3 და რომელ პრეპარტს მირჩევთ</p>

ამ დროს ხშირია ძილის მუდმივი მოთხოვნილება. დეპრესიის მქონე ადამიანები ხშირად გრძნობენ უკიდურეს დაღლილობას და ენერგიის ნაკლებობას. დეპრესია არღვევს ძილის რეჟიმს და ვლინდება როგორც უძილობა, ისე ჰიპერსომნია. მუდმივი ძილიანობა შეიძლება იყოს დეპრესიის სიმპტომი, ამ შემთხვევაში აუცილებელია ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და მკურნალობა.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

ეს მდგომარეობა ხასიათდება უკიდურესი დაღლილობის მუდმივი განცდით. პაციენტები მუდმივად გრძნობენ დაღლილობას, მიუხედავად იმისა, რომ საკმარისად ეძინათ. მუდმივი ძილიანობა ქრონიკული დაღლილობის სინდრომის საერთო სიმპტომია და ეს მდგომარეობა ხშირად გვხვდება სხვა სიმპტომებთან ერთად. ეს მოიცავს კუნთების ტკივილს, თავის ტკივილს და კონცენტრაციის სირთულეებს.

ძილის აპნოე

ამ მდგომარეობისას ძილის დროს სუნთქვა დროებით ჩერდება. ძილის აპნოეს მქონე პაციენტები ხშირად იღვიძებენ ღამით, რაც ამცირებს ძილის ხარისხს. შედეგად, დღის განმავლობაში აღინიშნება ძილიანობა. ძილის აპნოე შეიძლება ასოცირებული იყოს მაღალ წნევასთან, გულის დაავადებებთან და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებთან და მნიშვნელოვანია ამ მდგომარეობის მკურნალობა

ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები

ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებიც არეგულირებენ ორგანიზმში მეტაბოლიზმს. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას ჰიპოთირეოზი ეწოდება და ეს იწვევს მუდმივ დაღლილობას და ძილის სურვილს. ჰიპოთირეოზი ამცირებს ორგანიზმში ენერგიის გამომუშავებას, რაც იწვევს მუდმივი დაღლილობისა და ძილიანობის შეგრძნებას. ჰიპოთირეოზი არის განკურნებადი მდგომარეობა და სიმპტომების კონტროლი შესაძლებელია მკურნალობით.

ანემია

ამ მდგომარეობის დროს ორგანიზმში არ არის საკმარისი სისხლის წითელი უჯრედები. სისხლის წითელი უჯრედები ხელს უყწობენ ჟანგბადის მიწოდებას ორგანოებამდე, ანემია იწვევს ამ პროცესის მოშლას, რაც მუდმივი დაღლილობითა და ძილის სურვილით ვლინდება. არსებობს სხვადასხვა სახის ანემია და ყველაზე გავრცელებულია რკინადეფიციტური ანემია. ანემია განკურნებადია და სიმპტომების შემსუბუქება შესაძლებელია მკურნალობით.

შაქრიანი დიაბეტი

დიაბეტი არის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმს უჭირს სისხლში შაქრის დონის რეგულირება. სისხლში შაქრის მაღალი დონე არღვევს ორგანიზმში ენერგეტიკულ ბალანსს, რაც იწვევს დაღლილობას და ძილის მუდმივ სურვილს. დიაბეტის მართვა შესაძლებელია ჯანსაღი ცხოვრების წესით და მკურნალობით. ამ მდგომარეობის კონტროლი ამცირებს დაღლილობის სიმპტომებს.

მუდმივი ძილიანობა შეიძლება იყოს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის სიმპტომი და ამიტომ საყურადღებოა. თუ მუდმივად გრძნობთ ძილის საჭიროებას და ეს უარყოფითად მოქმედებს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, არ უნდა უგულებელყოთ ექიმთან კონსულტაცია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

მარტივი რეცეპტები დახეთქილი ქუსლების სამკურნალოდ - შევხვდეთ ზაფხულს ლამაზი ტერფებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მარტივი რეცეპტები დახეთქილი ქუსლების სამკურნალოდ - შევხვდეთ ზაფხულს ლამაზი ტერფებით

უხეში და დახეთქილი ქუსლების მიზეზი მრავალგავრია, ის შეიძლება ჭარბმა წონამ, დიაბეტმა, ეგზემამ, ჰიპოთირეოზმა, ბრტყელტერფიანობამ, ასევე ცუდად მორგებულმა ფეხსაცმელმა და დიდი ხნის განმავლობაში ფეხზე დგომამ გამოიწვიოს.

გაუხეშებული ქუსლების მიზეზი ხშირად ინფექციაა, მას სოკოვანი დაავადებები იწვევს.

ტერფის სოკოვანი დაავადება შესაბამისი მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, ფეხის ფრჩხილზეც გავრცელდეს და დააზიანოს ის.

მკურნალობისთვის საჭიროა ადგილობრივი სოკოს საწინააღმდეგო მალამო, შეიძლება ორალური მედიკამენტიც დაგჭირდეთ.

გთავაზობთ მარტივ რეცეპტებს, რომელთა დახმარებითაც ქუსლებს ჯანსაღ იერს დაუბრუნებთ.

ლისტერინი და ძმარი

mkurnali.ge

ლისტერინი (პირის ღრუს სავლები) თიმოლს და ალკოჰოლს შეიცავს, რაც ფეხის ფრჩხილის სოკოს ანადგურებს, დახეთქილ ქუსლებს კი აღადგენს. ასევე მოგირჩენთ პლანტარულ მეჭეჭებს (ასე ეწოდება ქუსლებზე გაჩენილ მრგვალ მეჭეჭებს, რომლებიც სიარულისაგან, დაჭიმულობისა და გაღიზიანებისაგან ჩნდება).

mkurnali.ge

ძმარი მშრალ, მკვდარ უჯრედებს არბილებს და აშორებს მისი მჟავური ბუნების გამო.

ლისტერინი და ძმარი საუკეთესო კომბინაციაა იმისათვის, რომ ქუსლებს ჯანსაღი იერი დაუბრუნოთ.

დაგჭირდებათ 1 ფინჯანი ლისტერინი და ერთი ფინჯანი თეთრი ძმარი, ასევე 2 ფინჯანი წყალი. მიღებულ ნარევში 15 წუთი ჩააწყეთ ფეხები.

შემდეგ პემზით მკვდარი უჯრედები მოიშორეთ და კარგად გაისუფთავეთ ქუსლები.

ჩამოიბანეთ სუფთა წყლით, კარგად გაიმშრალეთ და დაიტენიანეთ.

გააკეთეთ კვირაში ერთხელ, სანამ არ მიაღწევთ სასურველ შედეგს.

ბრინჯის ფქვილი, თაფლი და ძმარი

mkurnali.ge

ბრინჯის ფქვილი კანს წმენდს და მინერალებით ავსებს. თაფლი ბუნებრივი ანტისეპტიკური საშუალებაა, რომელიც დახეთქილ ქუსლებს უხდება.

როგორ მოვამზადოთ?

დაგჭირდებათ 3 ს/კ ბრინჯის ფქვილი, 1 ს/კ თაფლი და 3 წვეთი ვაშლის ძმარი.

აურიეთ კარგად, სანამ არ მიიღებთ თხელ მასას.

ნელთბილ წყალში ჩააწყვეთ ფეხები 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ მიღებული სკრაბი მთლიან ფეხზე ნაზად წაისვით.

გაიმეორეთ კვირაში 2-3-ჯერ.

ბანანი

mkurnali.ge

ბანანი ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც კანს ატენიანებს. ის A, B6 და C ვიტამინებს შეიცავს. ყველა ეს ვიტამინი კი კანს ელასტიურობისა და სირბილისა შენარჩუნებაში ეხმარება.

2 მწიფე ბანანი დააქუცმაცეთ და როგორც სკრაბი გამოიყენეთ. წაისვით ნაზად მთლიან ტერფზე, ფრჩხილებზეც. გაიჩერეთ 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ. 2 კვირის განმავლობაში, ყოველ საღამოს ძილის წინ გაიმეორეთ.

თაფლი

mkurnali.ge

ბუნებრივი დამატენიანებელი საშუალებაა, რომელიც კანის ღრმა ქსოვილებსაც ატენიანებს.

მიიღეთ 20 წუთის განმავლობაში თაფლის აბაზანა (დაგჭირდებათ 1 ფინჯანი თაფლი), კარგად დაიმასაჟეთ ტერფები, შემდეგ პემზათი მკვდარი უჯრედები მოიცილეთ, ჩამოიბანეთ, გაიმშრალეთ და დაიტენიანეთ ტერფები.

აქციეთ აღნიშნული რეცეპტი ერთგვარ ღამის რუტინად.

საკვები სოდა

mkurnali.ge

მისი ანთების საწინააღმდეგო თვისება დახეთქილი ქუსლების სამკურნალოდ გამოგადგებათ.

სოდა ცუდ სუნსაც ებრძვის. ნელთბილ წყალს დაუმატეთ 3 ს/კ სოდა და 15 წუთის განმავლობაში მოათავსეთ ფეხები, შემდეგ პემზით დაიმუშავეთ ქუსლები და ჩამოიბანეთ.

ალოე ვერას გელი

mkurnali.ge

ალოე A, E და C ვიტამინებს შეიცავს. ამას გარდა, მასში უამრავი ნივთიერებაა, რომელთაც ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს, ანტისეპტიკურია და ტკივილს აყუჩებს.

თავდაპირველად, თბილ წყალში ჩააწყვეთ ფეხები და პემზით მკვდარი უჯრედები მოიცილეთ, გაიმშრალეთ და ალოეს გელი წაისვით, ჩაიცვით ბამბის წინდები და მეორე დილით ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ ყოველ საღამოს, 4-5 დღე.

ვაზელინი და ლიმონის წვენი

mkurnali.ge

20 წუთის განმავლობაში ფეხები თბილ წყალში ჩააწყვეთ, ჩამოიბანეთ, გაიმშრალეთ. 3-4 წვეთ ახალგამოწურულ ლიმონს დაუმატეთ 1 ს/კ ვაზელინი, აურიეთ ერთმანეთში კარგად და ქუსლებზე, ტერფზე წაისვით.

ჩაიცვით შალის წინდები მთელი ღამით და დილით თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ლიმონის წვენი უჯრედების განახლებას შეუწყობს ხელს, ხოლო ვაზელინი დატენიანებას.

დახეთქილი ქუსლების მიზეზი ვიტამინების ნაკლებობაც შეიძლება გახდეს, მიირთვით სტაფილო, რომელიც ბეტა-კაროტინის წყაროა, ვიტამინი A ჯანმრთელი კანისთვის აუცილებელია. ასევე, მნიშვნელოვანია B ჯგუფის, E და C ვიტამინები.