თმის გადანერგვის პროცედურა - პასუხები საინტერესო კითხვებზე
რადგან არ გააჩნია მათ მიმართ მგრძნობიარე განსაკუთრებული ნეირორეცეპტორები. ამის წყალობით ისინი აქტიურობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინარჩუნებენ. სწორედ ამ ფაქტს ეფუძნება საკუთარი თმის ტრანსპლანტაციის ტექნოლოგია.
რა არის
თმის გადანერგვის ჩვენება?
ანდროგენული ან ნაწიბუროვანი ალოპეციის დროს თმის საფარველის აღდგენის ერთადერთი ეფექტური მეთოდი ამჟამად საკუთარი თმის გადანერგვაა. ამ სახის ალოპეციის სამკურნალოდ სხვა საშუალებები სრულიად უეფექტოა.
შესაძლებელია თუ არა დონორის თმის გადანერგვა?
შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ დონორი იმავე კვერცხუჯრედისგან განვითარებული ტყუპისცალია. ნებისმიერი სხვა ადამიანის თმა,სევე როგორც ყველა სხვა ორგანო, მოცილების რეაქციას გამოიწვევს. ზოგიერთი ფირმა ხელოვნურ თმასაც უშვებს, მაგრამ მისი გადანერგვა იწვევს შემაწუხებელ ქავილს, ანთებით პროცესს, უხეშ დანაწიბურებას, ჩირქოვან და სხვაგვარ გართულებებს. საბოლოოდ ორგანიზმი მასაც იცილებს და თმა ცვივა.
ამიტომ, მაგალითად, აშშ-ში ხელოვნური თმის გადანერგვა კანონით იკრძალება.
სადღეისოდ საკუთარი თმის გადანერგვის ჩვენებები მკაფიოდ არის განსაზღვრული:
ანდროგენული ალოპეცია მამაკაცებში;
ანდროგენული ალოპეცია (მამაკაცური ტიპის თმის ცვენა) ქალებში;
თმის ზრდის წინა ხაზის თანდაყოლილი მაღალი განლაგება (მაღალი შუბლი) ქალებსა და მამაკაცებში;
ჭრილობის, თერმული ან ქიმიური დამწვრობის, ნაწოლის, სამშობიარო ტრავმის, ნეიროქირურგიული ან პლასტიკური ოპერაციის, რადიოთერაპიის შედეგად განვითარებული ალოპეცია ქალებსა და მამაკაცებში;
ტრავმის შედეგების, ყმაწვილობაში გადატანილი აკნეს კამუფლირება, პაციენტისთვის უფრო მამაკაცური შესახედაობის მინიჭება (მასკულინიზაცია) წარბების, საულვაშის, საფეთქლების, ბაკენბარდების, წვერის არეში თმის გადანერგვით.
თმის გადანერგვის უკუჩვენებებია:
ანესთეტიკების აუტანლობა;
სისხლის შედედების სისტემის დარღვევები (ჰემოფილია);
ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი;
თავის თმიანი ნაწილის კანის დაავადებები გამწვავების ფაზაში.
რამდენი პროცედურაა საჭირო საბოლოო შედეგის მისაღწევად?
პაციენტის სურვილიდან და გამელოტებული არის ფართობიდან გამომდინარე, შესაძლოა საჭირო გახდეს 1-დან 4-მდე პროცედურა.
როგორ უნდა მოვუაროთ გადანერგილ თმას?
ტრანსპლანტაციის მეორე დღესვე შეიძლება თავის დაბანა შამპუნით და აქტიური ცხოვრების გაგრძელება. ახალი თმის ამოსვლა იწყება 2-3 თვის შემდეგ და მთელი სიცოცხლე გრძელდება.