როგორ ტარდება ყურის ნიჟარების პლასტიკა და რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს რინოპლასტიკამ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ტარდება ყურის ნიჟარების პლასტიკა და რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს რინოპლასტიკამ?

- რომელია რინოპლასტიკის ყველაზე ხშირი გართულება?

- ყველაზე ხშირი, არასასიამოვნო და მწვავე გართულებაა ცხვირიდან სისხლდენა, თუმცა მისი კუპირებაც შესაძლებელია. იმიტომაც რჩება პაციენტი კლინიკაში ერთი ღამით, რომ ექიმის ზედამხედველობის ქვეშ იყოს. სისხლდენის ალბათობა 0,03%-ია.

გარდა ამისა, მოსალოდნელია კანის გაღიზიანება, მაცერაცია. ჩირქოვანი და სხვა ამგვარი გართულებები რინოპლასტიკის დროს პრაქტიკულად არ გვხვდება.

- ზოგიერთს ცხვირზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ ლორწოვანის სიმშრალე უვითარდება, ზოგს კი, პირიქით, ისე უძლიერდება სეკრეცია, რომ ერთგვარი ქრონიკული სურდო ემართება...

- ეს ცვლილებები დაახლოებით სამ თვემდე გასტანს, მერე გაივლის. ყველა პაციენტმა იცის, რომ პოსტოპერაციულ პერიოდში შეიძლება ცოტა ისრუტუნოს, ცოტა სუნთქვაც გაუჭირდეს სიმშრალის გამო. დღეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რეაბილიტაციის პერიოდი მაქსიმალურად შემოკლდეს, დროულად აღდგეს ცხვირის ლორწოვანი გარსის ფუნქცია და პაციენტმა რაც შეიძლება მალე დააღწიოს თავი დისკომფორტს.

- ყურის ნიჟარების პლასტიკაზე რას გვეტყვით?

- ყურის ნიჟარების პლასტიკას უმთავრესად ის მიმართავს, ვისაც გამოწეული, თავის ქალასგან დაშორებული ყურის ნიჟარები აქვს. ოტოპლასტიკა უმარტივესი ქირურგიული ჩარევაა, რომელიც 6-7 წლიდან ნებისმიერ ასაკში შეიძლება ჩატარდეს. არ საჭიროებს არც ზოგად ანესთეზიას და არც სტაციონარში პაციენტის გაჩერებას; ადამიანი ჩაიტარებს მანიპულაციას, ორ საათს ისვენებს და სახლში მიდის.

განაკვეთი ყურის უკანა ნაკეცში კეთდება. პოსტოპერაციული პერიოდი მოიცავს 10-12 დღეს. ამ ხნის განმავლობაში ადამიანს სპეციალური აპლიკაციური ნახვევი ადევს ყურზე. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში კი საჭიროა ბენდენას ტიპის ნახვევის ტარება, რათა ბალიშზე თავის დადებისას ყური დაცული იყოს მოკეცვისა და ზედმეტი ტრავმისგან. ჩვენს კლინიკაში ჩვეულებრივ ოტოპლასტიკასთან ერთად სხვა საინტერესო ოპერაციებიც ტარდება.

მაგალითად, ანოტიის (იგივე უყურობა) დროს, როდესაც ადამიანს ყური დაბადებიდანვე არ აქვს, ანდა ტრავმის შედეგად მისი ნაწილი მოკვეთილი ან დაზიანებულია, ყურის ახალ ნიჟარას ვქმნით. აქ ოპერაციული ტექნიკა რამდენადმე რთულია.

ეს უკვე რეკონსტრუქციული ქირურგიაა. ყურის ახალი ნიჟარის შესაქმნელად უმეტესად მეორე ყურის ნიჟარის ხრტილოვან ქსოვილებს ვიყენებთ, ზოგჯერ კი ნეკნის ხრტილოვანი ნაწილიდან ხდება ჩანართის აღება. სათადარიგო რესურსის მიღების შემდეგ ხდება ნიჟარის მოდელირება და დროებით ყურის მიდამოს კანქვეშა ზონაში ჩანერგვა.

გარკვეული ხნის შემდეგ ფორმირდება ყურის ნიჟარა. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანის ორგანული ქსოვილებისგან ხელოვნურად იქმნება ახალი ყური. რა თქმა უნდა, ის მეორე ყურის აბსოლუტურად იდენტური ვერ იქნება, მაგრამ ეს მაინც ძალიან დიდი საქმეა - ადამიანი უყუროდ არ ივლის და ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ თუ სხვა სახის პრობლემებს დაემშვიდობება.

წაიკითხეთ სრულად