/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

ვესტიბულური დარღვევა

ვესტიბულური დარღვევა
თუ შეიძლება, დაწვრილებით აგვიხსენით, რას ნიშნავს ვესტიბულური დარღვევა. რა პრეპარატებით უნდა ვიმკურნალო ამ დროს?

შეიძლება თუ არა ციტომაკის მიღება? ვესტიბულური აპარატი კარიბჭე-ლოკოკინას, ანუ სმენისა და წონასწორობის ორგანოს ნაწილია. მას ეკუთვნის ლაბირინთი, კარიბჭის ნერვი, მისი ბირთვები და კავშირები. ვესტიბულური აპარატი სხეულზე გრავიტაციული ზემოქმედების შეგრძნების ხარჯზე უზრუნველყოფს გარემოში მისი მდებარეობის განსაზღვრას და წონასწორობის შენარჩუნებას. გარემოში ორიენტირების შესაძლებლობასაც ის განაგებს. როდესაც ვესტიბულურ დარღვევებზე ლაპარაკობენ, გულისხმობენ ვესტიბულური აპარატის დაზიანების შემთხვევაში გამოვლენილ ისეთ სიმპტომებს, როგორიც არის თავბრუხვევა, ნისტაგმი და ატაქსია.

თავბრუხვევა უსიამოვნო სუბიექტური შეგრძნებაა. ადამიანს ეჩვენება, რომ საგნები მის ირგვლივ ტრიალებენ ან თვითონ ტრიალებს მათ გარშემო. საგნების განსაზღვრული (საათის ისრის ან საპირისპირო) მიმართულებით მოძრაობას სისტემურ თავბრუს უწოდებენ. გაცილებით ხშირია ქანაობის, საგნებისა და ნიადაგის რყევის შეგრძნება. ადამიანს ეჩვენება, რომ ირყევა საწოლი, იატაკი და იგი უფსკრულში ვარდება. ზოგჯერ სხეული თითქოს მსუბუქია, ზოგჯერ კი მძიმე. მოძრაობა, სინათლე, ლაპარაკი და ხმაური თავბრუხვევას აძლიერებს. ავადმყოფი შეძრწუნებულია და შველას ითხოვს. ნისტაგმი ორივე თვალის კაკლის რიტმული, სინქრონული კანკალია. ნისტაგმის ორი კომპონენტია თვალის კაკლების ნელი განზიდვა განზე და მათი დაბრუნება საწყის მდგომარეობაში სწრაფი, ბიძგისებრი მოძრაობით. ნისტაგმის მიმართულება მისი სწრაფი კომპონენტით განისაზღვრება. ნისტაგმი შეიძლება იყოს ჰორიზონტალური, ვერტიკალური და როტატორული, ხოლო ვესტიბულური დარღვევის დროს წარმოიშვას სპონტანურად ან თვალის კაკლების ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ სიბრტყეში მოძრაობისას. ნისტაგმი ჯანმრთელ ადამიანსაც შეიძლება განუვითარდეს ძლიერ ახლომდებარე საგნის ან მოძრავი მატარებლის ფანჯრიდან მოჩვენებით მოძრავი საგნების ცქერისას. ნისტაგმი ვითარდება აგრეთვე თეთრი და შავი ზოლებით დასერილი მოძრავი დისკოს ცქერისას. ამ შემთხვევაში ოპტოკინეტიკურ ნისტაგმზე საუბრობენ. ამ უკანასკნელს მატარებლის ან ზოლიანი დოლის მოძრაობის საპირისპირო მიმართულება აქვს. ვესტიბულური აპარატის (ლაბირინთი, კარიბჭის ნერვი და მისი ბირთვები) გაღიზიანება იწვევს ნისტაგმს პროცესის მხარეს, ხოლო მისი დეფიციტი - მოპირდაპირე მხარეს. ატაქსია მოძრაობის კოორდინაციის მოშლაა. მას ინკოორდინაციასაც უწოდებენ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ვესტიბულური აპარატის ძირითადი ფუნქცია წონასწორობის შენარჩუნებაა, ამიტომ მისი დაზიანება უმთავრესად წონასწორობის დარღვევას იწვევს. ავადმყოფი მთვრალივით დადის, ბარბაცებს დაზიანებული ლაბირინთის მხარეს და ხშირად ამავე მხარეს ეცემა. თვალების დახუჭვა სიარულს კიდევ უფრო აძნელებს. თავბრუხვევა, ნისტაგმი და წონასწორობის დარღვევა ერთად ვესტიბულურ ატაქსიას ქმნის. დარღვევების დიაგნოსტიკა და მათი თავისებურებების შეფასება, ისევე როგორც სათანადო მკურნალობის დანიშვნა, ნევროლოგის კომპეტენციაა. თვითმკურნალობა დაუშვებელია! აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს, დაწვრილებით აუხსნათ, რა სახის პრობლემები გაქვთ, რას გრძნობთ და რა გაწუხებთ. ექიმი დაადგენს, რა სახისაა დარღვევა და დაგინიშნავთ სათანადო მკურნალობას. მდგომარეობას მხოლოდ სწორად შერჩეული მკურნალობა შეგიმსუბუქებთ. რაც შეეხება ციტომაკს (იგივე ციტოქრომ-ჩ), ეს არის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გულის ქსოვილებისგან ექსტრაქციის გზით მიღებული პრეპარატი. მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, აჩქარებს და აუმჯობესებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს. გამოდის როგორც ხსნარის (ამპულებში), ასევე აბების სახით. ინიშნება როგორც ინტრავენურად (ვენაში შესაყვანად), ასევე ინტრამუსკულარულად (კუნთებში შესაყვანად). საინექციო ფორმის გამოყენების წინ აუცილებელია პრეპარატისადმი ინდივიდუალური მგრძნობელობის დადგენა. ამ მიზნით კანქვეშ შეჰყავთ პრეპარატის 0,1 მლ. თუ 30 წუთის განმავლობაში ორგანიზმის რეაქცია (სახის შეწითლება, ქავილი, ჭინჭრის ციება) არ გამოვლინდა, პრეპარატით მკურნალობის დაწყება შეიძლება. აღნიშნული პრეპარატი ექიმის დანიშნულების გარეშე არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოთ! გახსოვდეთ, თვითმკურნალობით მხოლოდ გაიღრმავებთ პრობლემებს, დაიმძიმებთ მდგომარეობას და უფრო მეტად ავნებთ საკუთარ თავს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პირველი ნიშნები
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პირველი ნიშნები
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ხშირად თან ახლავს ალკოჰოლიზმს.
სრულად
თუ 30 წელზე მეტის ხართ, სამ ექიმს უნდა მიმართოთ
თუ 30 წელზე მეტის ხართ, სამ ექიმს უნდა მიმართოთ
რომელ ექიმთან ვიზიტია აუცილებელი ამა თუ იმ ასაკში?
სრულად
რომელი წყალია უფრო ჯანსაღი: გადადუღებული, მინერალური, თუ გაფილტრული?
რომელი წყალია უფრო ჯანსაღი: გადადუღებული, მინერალური, თუ გაფილტრული?
სიცოცხლის განმავლობაში ადამიანი სვამს 40 ტონაზე მეტ წყალს და თუ ორგანიზმი კარგავს სითხის 20%-ს, შესაძლებელია ფატალური შედეგი დადგეს.
სრულად
ჯანმრთელობის რომელი პრობლემებია გავრცელებული გაზაფხულზე და როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა
ჯანმრთელობის რომელი პრობლემებია გავრცელებული გაზაფხულზე და როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა
გაზაფხულის სეზონს თან ახლავს რამდენიმე გავრცელებული პრობლემა, მაგალითად ცხვირიდან გამონადენი, ცრემლდენა, ცხელება.
სრულად
ყველაზე სასარგებლო მწვანილი ხანდაზმულებისთვის
ყველაზე სასარგებლო მწვანილი ხანდაზმულებისთვის
ოხრახუში ყველაზე სასარგებლო მწვანილია ხანდაზმულებისთვის. იგი შეიცავს C და K ვიტამინებს, ასევე უჯრედისს.
სრულად
რა შეცდომებს ვუშვებთ სუპის მომზადებისა და ჭამის დროს
რა შეცდომებს ვუშვებთ სუპის მომზადებისა და ჭამის დროს
უნდა გადაწუროთ თუ არა პირველი ბულიონი, როგორ გავზარდოთ წვნიანში მცენარეული ცილის წილი, დავამატოთ თუ არა არაჟანი და რატომ არის მნიშვნელოვანი ბოსტნეულის ფერზე ყურადღების გამახვილება.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : რჩევები

-რამდენიმე დღეა მარკვენა ფეზე ქუსლი მოხირს მერე ხან თითებშიც ინაცვლებს და მთლიანი ფეხი მეჭიმება თითქოს უნდა დაბიჟდესო თიმცა არ ბიჟდება. პარალელირად იმავე ფეხზე ზემოდან არც წელია არც დინდული რავიცი სადღაც ამ ადგილებში კუკიზნაკის ადგილას თუ რავიცი რა კიდევ დუნდულის გვერდზე გარეთა მხარეს ბარძაყიდ დასაწყისში დუნდულის ქვეშ გამოდის მგონი ნთლიან ზოლზე ჩადის მერე მუხლამდე ულანა მხრიდან დაღლის თუნდაჭომვის შეგრძენაა და ქუსლინმიხირს მაწიხებს თერფი მერე და მეშენია რატო მაქბს ასე?სულ სახლში ვარ სიარული არმკწევს.ღამითაც ორკერ მქონდა არდამაძონა ვერ ვათავსებდი ფეხს ვერსად. ვწრ ვასვენებდი

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ვესტიბულური დარღვევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები