მაღალი ქუსლები, მძიმე ჩანთა... - ის, რაც ზურგს აზიანებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მაღალი ქუსლები, მძიმე ჩანთა... - ის, რაც ზურგს აზიანებს

სპეციალისტები გვირჩევენ :

mkurnali.ge

• მოერიდეთ მძიმე ჩანთის ტარებას. სიმძიმე, რომელიც სხეულის ერთ მხარეს ნაწილდება, ზურგისთვის საზიანოა.

ის ზურგისა და კისრის კუნთებს და მყესებს ჭიმავს. დიდი, მძიმე ჩანთით სიარულმა, შესაძლოა, ქრონიკული ტკივილი და ნერვის დაზიანება გამოიწვიოს.

თუ აუცილებელი ნივთების ტარება გიწევთ, გამოიყენეთ ზურგჩანთა.

mkurnali.ge

• მაღალი ფეხსაცმელი ზურგის „მტერია“. ის ფეხის კუნთებს ასუსტებს.

ფეხებსა და ბარძაყებში სისუსტე კი ზურგის დაძაბვასა და ტკივილს იწვევს.

mkurnali.ge

• კომპიუტერთან ხანგრძლივი ჯდომა ნეგატიურ გავლენას ახდენს თქვენს ზურგზე, კისერზე, მხრებზე, ხელებსა და ფეხებზე.

თუ უკვე გაქვთ ზურგის ტკივილები, ზედმეტი ჯდომა სპაზმს გააძლიერებს, რაც ტკივილს უფრო ინტენსიურს გახდის. წამოდექით  საათში ერთხელ და მარტივი გაწელვები გააკეთეთ.

mkurnali.ge

• მთელი დღის განმავლობაში მობილური ტელეფონის ხელში ჭერა საზიანოა თქვენი კისრისა და ზურგის კუნთებისთვის.

ბევრი ქალი თავს მხრისკენ გადახრის, ასე დაიკავებს მობილურს და თან სხვადასხვა საქმეს აკეთებს, დაივიწყეთ ეს ჩვევა.

mkurnali.ge

• შეიყვარეთ ზურგზე წოლა. ძილის პოზას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი ხერხემლისთვის.

ქალების უმეტესობას მუცელზე წოლა უყვარს, რაც საზიანოა ზურგისთვის.