/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

პირველად გამოვლინდა გულის იშვიათი დაავადებისგან თვითგანკურნების შემთხვევები

პირველად გამოვლინდა გულის იშვიათი დაავადებისგან თვითგანკურნების შემთხვევები
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის და სამეფო საავადმყოფოს მეცნიერებმა პირველად დააფიქსირეს და აღწერეს თვითგანკურნების სამი შემთხვევა

გულის იშვიათი დაავადებისგან - გულის ამილოიდოზისგან (ATTR). კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია The New England Journal of Medicine-ში, მოკლე მიმოხილვას უზრუნველყოფს Medical Xpress.

ATTR არის გულის უკმარისობის ფორმა, რომელიც გამოწვეულია ტოქსიკური ცილების დაგროვებით. აქამდე ითვლებოდა, რომ დაავადება შეუქცევადია და პაციენტების ნახევარი დიაგნოზის დადგენიდან ოთხ წელზე მეტს ვერ იცოცხლებდა.

ახალ ნაშრომში ავტორებმა შეისწავლეს 68, 76 და 82 წლის სამი მამაკაცი ATTR-ით, რომლებიც მოგვიანებით გამოჯანმრთელდნენ. პაციენტების მხრიდან მდგომარეობის და სიმპტომების გაუმჯობესების შესახებ ინფორმაციის გარდა, მიღებული იქნა ობიექტური მონაცემები, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, სისხლის ტესტები, ექოკარდიოგრაფია და სხვა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გამოკვლევამ აჩვენა, რომ გულში მავნე ამილოიდური ცილების დაგროვება შეჩერდა. გარდა ამისა, პაციენტებს გამოუვლინდა ამილოიდთან მებრძოლი იმუნური პასუხის მარკერები, ანტისხეულები, რომლებიც არ იყო ნაპოვნი სხვა პაციენტებში, რომელთა დაავადებაც ჩვეულებრივ პროგრესირებდა.

ჯერჯერობით საბოლოოდ ვერ მოხერხდა იმის მტკიცება, იყო თუ არა ეს ანტისხეულები, რამაც გამოიწვია პაციენტების გამოჯანმრთელება. თუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შესაძლებელია ასეთი ანტისხეულების ლაბორატორიაში ხელახლა შექმნა, შემდეგ კი მათი თერაპიის ახალი მეთოდის გამოყენება.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

ამის გადამოწმებას მეცნიერები შემდგომ კვლევებში გეგმავენ.

კომენტარები (9)
ლუკა
თინუსი შეიცავს დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალს. მისი ხშირი მოხმარება არ არის რეკომენდირებული. ფეხმძიმე ქალები უნდა ერიდონ თინუსით კვებას. თინუსის კონსერვებში ხშირად დელფინის ხორცს ურევენ. საქართველოს მდინარეებს მივხედოთ და ადგილობრივი ბუნებრივი თევზი დავაბრუნოთ მდინარეებში, ტბებში და ზღვაში და იმით ვიკვებოთ ხალხო! რომ გადავაქციეთ მდინარეები და ზღვა კანალიზაციის ორმოებათ!
თარიღი : 18-04-2021
ვასო
"ბრენდის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მისი მოპოვება ატლანტის ოკეანის ღრმა წყლებში ხდება. " თვითონ კითხულობენ რას წერენ? ამდენი ოროსანი ვაიჟურნალისტი როგორ მოგროვდა ...
თარიღი : 16-04-2021
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ომეგა 3 და ნიაცინი, ანტიოქსიდანტები და პროტეინები, რკინა და კალიუმი - როგორია ყველაზე ჯანსაღი თევზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ომეგა 3 და ნიაცინი, ანტიოქსიდანტები და პროტეინები, რკინა და კალიუმი - როგორია ყველაზე ჯანსაღი თევზი

ეს ეხება როგორც ბავშვს, ისე ზრდასრულს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ზღვიანი ქვეყანაა, ჩვენთან თევზი სათანადოდ პოპულარული საკვები არ არის.

ფართო საზოგადოებაში თევზის მხოლოდ რამდენიმე ძირითადი სახეობაა მიღებული და მასაც არც თუ ისე ხშირად მიირთმევენ.

ამავდროულად, დაბალია ცნობადობა თინუსის შესახებ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღ თევზადაა მიჩნეული, რადგან ცილებისა და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ყველაზე დიდი შემცველობით გამოირჩევა.ამ დადებით მახასიათებლებს ემატება ისიც, რომ თინუსის თევზში ყველაზე მცირე რაოდენობის ნაჯერი ცხიმებია, რაც სიჯანსაღეს განსაზღვრავს და დაბალკალორიულობის გარანტიას ქმნის.

ცხოველური ცილის მიღების საუკეთესო წყაროდ თავისუფლად შეგვიძლია თინუსი მივიჩნიოთ, რადგან მისი 25% სწორედ ცხოველური ცილაა.

რისთვის არის სასარგებლო თინუსი? ამ კითხვაზე მოკლე პასუხია - ყველაფრისთვის. უფრო ვრცლად კი: გული-სისხლ-ძარღვთა სისტემისთვის, წნევის რეგულაციისთვის, კარგი მხედველობისთვის, ადეკვატური და სრულფასოვანი ზრდა-განვითარებისთვის, წონის კლებისთვის, ძლიერი იმუნიტეტისთვის, საჭირო ენერგიის გამომუშავებისთვის, კიბოს პრევენციისთვის, დეპრესიასთან ბრძოლისთვის...

ახლა კი უფრო დეტალურად გაგაცნობთ თინუსის სასარგებლო თვისებების შესახებ:

გულ-სისხლ-ძარღვთა მოწესრიგებული სისტემა

მეცნიერული კვლევებით დადასტურებულია, რომ მინიმუმ ორი პორცია თევზის მირთმევა კვირის განმავლობაში 36%-ით ამცირებს გულის დაავადებათა რისკს. თევზში შემავალი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავის თვისებაა, დაარეგულიროს სისხლის მოძრაობის სიჩქარე და შეამციროს არტერიული წნევა.

ამერიკელ კარდიოლოგთა ასოციაციის მიერ განხორციელებული კვლევები ამტკიცებენ, რომ ომეგა-3 ს შეუძლია მოაწესრიგოს გულის დარღვეული რიტმულობა ანუ უმკურნალოს არითმიას.

კარგი მხედველობა

ზოგადად, თევზი კარგი მხედველობისთვის საჭირო ერთ-ერთი აუცილებელი პროდუქტია. კონკრეტულად თინუსის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები კი თვალის პრობლემების პრევენციის საუკეთესო გზაა. ის ასაკის მატებასთან ერთად მხედველობის დაქვეითებისგან თავის დაცვაში დაგეხმარებათ.

mkurnali.ge

ადეკვატური ზრდა-განვითარება

თინუსი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით პროტეინს შეიცავს. პროტეინები კი სხეულის საშენი მასალაა, რომელიც უზრუნველყოფს ადეკვატურ ზრდას, ჭრილობების სწრაფად მოშუშებას, მალე გამოჯანმრთელებას, მეტაბოლურ წესრიგს, ჯანმრთელ კუნთოვან სხეულს.

წონის კლება

მიუხედავად იმისა, რომ თინუსი ცხიმოვანი პროდუქტების კატეგორიას განეკუთვნება, ის საკმაოდ დაბალკალორიული საკვებია და დიდი რაოდენობით სასარგებლო პროტეინს შეიცავს. ომეგა 3 ასტიმულირებს ჰორმონ ლეპტინს, რომელიც მადას აბალანსებს. სწორედ ამიტომ თინუსი წონის რეგულირებაში დაგეხმარებათ.

mkurnali.ge

ძლიერი იმუნიტეტი

თინუსი შეიცავს ვიტამინ C-ს, თუთიასა და მაგნიუმს, რომლებიც ძლიერი ანტიოქსიდანტები არიან. ანტიოქსიდანტები კი ორგანიზმის დამცავ მექანიზმს წარმოადგენენ მავნე თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ. გარდა ამისა, მას ანთებასთან ბრძოლის უნარიც აქვს და ორგანიზმს ისეთი ანთებითი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება, როგორიცაა ართრიტი. ეს ყველაფერი საბოლოოდ ძლიერ იმუნიტეტსა და ორგანიზმს განაპირობებს.

ძლიერი ანტიდეპრესანტი

კვლევების თანახმად, დეპრესიის რისკი მაღალია ისეთ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ერითროციტებში შემავალი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების რაოდენობა საშუალოზე დაბალი აქვს. დეპრესიული ადამიანების რაოდენობა ძალიან მცირეა ქვეყნებში, სადაც თევზს ინტენსიურად მოიხმარენ, რადგან ის დიდი რაოდენობით ომეგა 3-ს შეიცავს. თევზის მინერალური შემადგენლობა ხელს უწყობს ადამიანის აქტიურ გონებრივ და ფიზიკურ მუშაობას და ამავდროულად კარგ გუნება-განწყობილებას განაპირობებს.

mkurnali.ge

თინუსის სასარგებლო თვისებების მაქსიმუმის მისაღებად საჭიროა, რომ სანდო მწარმოებელი და ხარისხიანი პროდუქტი შეარჩიოთ.

საქართველოში თინუსის წარმოება არ ხდება, თუმცა ბაზარზე რამდენიმე ბრენდის მიერ წარმოებული თინუსია ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში თინუსის მსოფლიოში ნომერ პირველი მწარმოებლის „დარდანელის“ პროდუქციაც იყიდება.

ბრენდის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მისი მოპოვება ატლანტის ოკეანის ღრმა წყლებში ხდება. შედარებით მაღალ წყლებში დაჭერილი თინუსისგან განსხვავებით, ის სწორედ იმ რაოდენობის ვერცხლისწყალსა და რკინებს შეიცავს, რამდენიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

„დარდანელი“ უმაღლესი ხარისხის თურქული ბრენდია, რომელმაც თინუსის დამზადების ტრადიცია ესპანეთიდან შემოიტანა და გემოთა თურქული მრავალფეროვნება შემატა.

თინუსის გამოყენებით შეგიძლიათ გააკეთოთ მრავალფეროვანი სალათები და სენდვიჩები, ასევე ძალიან უხდება პასტას.