უეცარი „ თავსატეხი“ - ჰერპესი - როგორ მოვირჩინოთ მალე და შევიმსუბქოთ ტკივილი
- ბევრი ადამიანის პრობლემაა სახეზე არსებული ჰერპესი, რომელიც კოსმეტიკურ დეფექტთან ერთად საკმაოდ მტკივნეულია.
ტუჩის ჰერპესი ძირითადად ცხვირის ან ტუჩის გარშემო ჩნდება.
გთავაზობთ, ნატურალურ საშუალებებს, რომლებიც ჰერპესის თანხმლებ უსიამოვნო შეგრნებებს შეგიმსუბუქებთ და მის დროულ მკურნალობაში დაგეხმარებათ.
ზოგიერთ ეთერზეთს სამკურნალო თვისებები აქვს, ისინი დაჭიმულობასა და ტკივილს მოგიხსნით. კანს გაღიზიანებისგან დაიცავს:
• გვირილის ეთერზეთი
მას ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული თვისებები აქვს. კანის უჯრედების რეგენერაციაში და წყლულების მოშუშებაში დაგეხმარებათ.
• ევკალიპტის ეთერზეთი
ანთების საწინააღმდეგო ეფექტის დახმარებით, ის მალევე მოგირჩენთ ჰერპესის წყლულებს.• ჩაის ხის ზეთი
მასაც აქვს ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ჭრილობების შეხორცებაში დაგეხმარებათ.ეთერზეთებს, ხშირად, ალერგიული ეფექტი აქვთ, ამიტომ სიფრთხილით აარჩიეთ, რომელიმეს მიმართ ალერგიულები ხომ არ ხართ.
ასევე, უმჯობესია, განაზავოთ ისინი და ისე გამოიყენოთ.
ცივი კომპრესი
ცივი საფენის დადება ჰერპესის ადგილას ანთების ჩაცხრობაში დაგეხმარებათ, ასევე ქავილის შეგრძნებას გაგიქრობთ.
ექსტრემალურ ტემპერატურას უნდა მოარიდოთ მტკივნეული ადგილი, არც ყინული გამოიყენოთ და სითბოსაც მოერიდოთ.
ცხელი წყალი ჰერპესის მიდამოში გაზრდის სისხლის ნაკადს და ჭრილობის შეხორცებას შეანელებს.
რაც შეეხება ყინულს, ის მგრძნობელობას გაზრდის.
შვრიის აბაზანები
შვრიის ექსტრაქტი მშრალ, მგრძნობიარე და ანთებით გაღიზიანებულ კანს დაატენიანებს, დაამშვიდებს.მისი აბაზანები ქავილსა და ტკივილს დაგავიწყებთ. ასევე, კარგია სასმელი სოდის აბაზანები.
ვაზელინი
წაისვით თხელი ფენა ვაზელინი და ბამბის დისკი დაიდეთ ზევიდან, რომ კანი დაიცვას გაღიზიანებისგან.დღეში ერთხელ, დაბანის შემდეგ წაისვით. მოარიდეთ კანი ლოსიონებს და ისეთ საცხებს, რომელიც სუნამოს შეიცავს.
ის გამონაყარს უფრო მეტად გაგიღიზიანებთ.