„მკვლელი“ დიეტების მომხრე არასდროს ვყოფილვარ, ის ერთჯერადი ეფექტისთვისაა - გიორგი სუხიტაშვილი ჯანსაღ ცხოვრებაზე, პანდემიაზე, სტრესზე და... - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„მკვლელი“ დიეტების მომხრე არასდროს ვყოფილვარ, ის ერთჯერადი ეფექტისთვისაა - გიორგი სუხიტაშვილი ჯანსაღ ცხოვრებაზე, პანდემიაზე, სტრესზე და...

სტუმარი მომღერალი გიორგი სუხიტაშვილია:

რამდენად ახერხებთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას?

- ყოველთვის ვახერხებ, ჯერჯერობით.

როგორია თქვენი კვების რაციონი?

- ჩემი კვების რაციონი მაქსიმალურად შეზღუდუალია: არა ცომეული, არა ტკბილი, არა მლაშე, არა ცხარე.

ძირითადად, მოხარშულ საკვებს, ბოსტნეულსა და რძის ნაწარმს მივირთმევ. თუმცა, მწვადზე უარს ვერ ვამბობ.

როგორ იწყება გიორგი სუხიტაშვილის საუზმე?

- ჩემი საუზმე - ეს არის 3-4 მოხარშული კვერცხი, ხაჭო და ბანანი. ხოლო დღის მეორე ნახევარში მაქსიმალურად ვერიდები ხილ-ბოსტნეულის მიღებას და არც არის რეკომენდებული.

საღამოს, ძირითადად, არაფერს ისეთს არ მივირთმევ.

ყავა თუ ჩაი?

- დილით ყავა, საღამოს ჩაი.

ორგანიზმისთვის განსაკუთრებით მავნეა ჭარბი რაოდენობის ალკოჰოლი და თამბაქო, თქვენ ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევთ, რა დამოკიდებულება გაქვთ ალკოჰოლსა და თამბაქოსთან?

- არ ვეწევი, არც ვეწეოდი არასდროს და ალკოჰოლთანაც - ძალიან მსუბუქად.

თუ ვარჯიშობთ და რა ინტენსივობით ?

- დიახ, თითქმის ყოველდღიურად ვვარჯიშობ. მაგალითად, თუ დილიდან ვიწყებ, საუზმის შემდეგ, ერთსაათიანი პაუზის შემდეგ იწყება ჩემი ვარჯიში.

რა პერიოდიდან ვარჯიშობთ ?

- ბავშვობიდან, დაახლოებით, 6 წლისას მამამ პატარა ჰანტელები მომიტანა და მას მერე სულ ვვარჯიშობ.

რა რაოდენობით წყალს მიირთმევთ დღის განმავლობაში ?

- წყალს დიდი რაოდენობით ვსვამ, დილიდანვე, დაახლოებით - 1 ლიტრას, თუმცა, რა თქმა უნდა, ერთიანად არ ვღებულობ

(„მოყუდებით“).

დიდიხანია ვვარჯიშობ და სხვებიც ხშირად მეკითხებიან ხოლმე რჩევას. პირველი რჩევა, სწორედ წყალს ეხება. ვურჩევ მათ, რომ ერთგვარ ჩვევად ჩამოიყალიბონ წყლის თან ტარება - თერმოსით ან ბოთლით.

მინის ბოთლს ვუწევ მეტად რეკომენდაციას, თუმცა როგორც მოახერხებთ, მთავარია დალიოთ.

დღის მანძილზე 3 ლიტრს ვსვამ, დარბაზში ვარჯიშისას კი - 1.5-2 ლიტრამდე.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რომელ ვარჯიშს აკეთებთ, მაგალითად, კარდიო ვარჯიშისას აუცილებელია და ერთ-ერთი ოქროს წესია, რომ ვიდრე მოგწყურდებათ მანამდე დალიოთ წყალი. როდესაც, წყურვილს გრძნობ, ესე იგი, უკვე ორგანიზმს აკლია ის.

ამიტომ უმჯობესია, სანამ მოგწყურდებათ, მანამდე მიირთვათ და შეავსოთ ორგანიზმი საჭირო სითხის რაოდენობით.

mkurnali.ge

რომელ საათზე იწყება თქვენი დილა?

- რატომღაც ჩემს ტელეფონზე მაღვიძარა სულ არის დაყენებული, არ ვიცი რაში მჭირდება, ან რატომ უნდა ავდგე დილით, მაგრამ მაინც აყენია და სულ რეკავს.

ბავშვობიდან სულ ადრე მეღვიძება, ჩემი ყველაზე გვიანი გაღვიძება 9 საათია. 7-დან 8-მდე პერიოდში, ყოველთვის თავისით მეღვიძება.

რამდენად დიდ დროს უთმობთ გარეგნობაზე ზურნვას, როგორ უვლით წვერს?

- განსაკუთრებული არაფერი.

როგორც ყველა ადამიანი, მეც მათ შორის, რაღაც პროცედურებს მივმართავ ხოლმე, პერიოდულად.

სილამაზის სალონს თმის შეჭრის გამო ვსტუმრობ, ხოლო წვერს მე თვითონ ვუვლი. წვერის მოვლის უამრავი საშუალება მაქვს.

ჩემს ოფიციალურ გვერდზე ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული თემა სწორედ ჩემი წვერია.

ბევრი მწერს, რომ გავიპარსო, რომ არ მიხდება და არაჰიგიენურია. განსაკუთრებით, შუა ასაკის ზემოთ ქალბატონებსა და მამაკაცებს არ მოსწონთ.

რამდენიმე კატეგორიად იყოფიან: ზოგი თვლის, რომ არაჰიგიენურია, ზოგს სხვა რელიგიის წარმომადგენელი, არამართმადიდებელი ვგონივარ, ზოგი თვლის, რომ სხვა ეთნიკურ წარმომავლობას მივეკუთვნები.

მოკლედ, უამრავი ქსენოფობიური და რელიგიური შუღლის გამაღვივებელი კომენტარებია ხოლმე ჩემს პირად გვერდზე.

თუმცა, მე თუ მომწონს რაღაც, მომწონს და მორჩა.

ბევრი ადამიანი, როცა რაიმე აწუხებს, ყურადღებას არ აქცევს საკუთარ სიმპტომებს და არ მიდის ექიმთან, თქვენ რამდენად ყურადღებიანი ხართ ამ მხრივ და რამდენად ხშირად სტუმრობთ ექიმის კაბინეტს?

- სპორტულმა ამბებმა ბევრი გამოცდილება მომიტანა ამ კუთხით - ჩემთვის მნიშვნელოვანია, როცა რაიმე გაწუხებს, უნდა მიხვიდე ექიმთან.

როცა ვერ ხედავ და ამბობ სათვალეს ვერ გავიკეთებო, ეს უკვე სხვა პრობლემაა და ჯერ სხვა ექიმი არის სანახავი.

ძირითადად, ჩემი ექიმთან ვიზიტის მიზეზი არის სპორტული ტრავმები და რეაბილიტაციები. ჩემს სამეგობრო წრეშიც მეტად რეაბილიტოლოგები ჭარბობენ.

მედიკოსების დიდი სამეგობრო წრე მყავს და მათ ვეკონტაქეტბი ხოლმე, კონსულტაციის ნაკლებობა არ მაქვს.

როცა, რაიმე გამოკვეთილი სიმპტომი მაქვს, ზუსტად ვხვდები, რომელ ექიმს უნდა დავურეკო და ვუკავშირდები. თუ რაიმე სამკითხაოა, ვერ ვიგებ და საჭიროა, მაგალითად, გადაღება, აუცილებლად ვაკეთებ ამას.

დღევანდელი გარემო სავსეა სტრესული სიტუაციებით, თქვენ როგორ უმკლავდებით სტრესს, რაიმე რიტუალი ხომ არ გაქვთ?

- ერთი კონკრეტული რამ - არა. ეს შეიძლება იყოს ვარჯიში, მანქანით სიარული, ბუნებასთან კონტაქტი, ჩემს ოთხფეხა მეგობართან, ჩემს ლაბრადორთან ურთიერთობა.

2 დღეში ერთხელ სოფელში პაპასთან დავდივარ და ხშირი შეხება მაქვს ბუნებასთან.

სტრესის გამკლავებისთვის რაც შეიძლება მეტი კომუნიკაციაა საჭირო. ყველას ვეუბნები, როდესაც შეატყობთ თავს უხასიათობას, ნუ დაელოდებით სიმპტომების დამძიმებას. მერე გაცილებით რთულია, სჯობს მეტი ეკონტაქტოთ ადამიანებს, მეტი იაროთ ფეხით.

ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა არის კომენდანტის საათი. ვფიქრობ, ეს ძალიან სტრესავს ადამიანებს და ღამით, ფეხით სიარული მაინც უნდა დაშუვან, სანამ სრულად გაიხსნება ქვეყანა.

ყველაზე მეტად რაც მენატრება, ღამით ველოსიპედით სეირობაა.

ყველა ადამიანს თავისი მეთოდი აქვს ავი აზრების გაფილტვრის.

ყველასთვის სხვადასხვა რამაა დამამშვიდებელი. ჩემთვის განტვირთვა შეიძლება იყოს სიმშვიდეში ყოფნა და მუსიკის მოსმენა, ფეხით სიარული.

ჩემი გადაღლის სიმძიმეზეა დამოკიდებული, თუ არ ვარ დაღლილი, ვსეირნობ ფეხით ძაღლთან ერთად, ან ველოსიპედით, შეიძლება სახლში მუსიკას მოვუსმინო და წითელი ღვინო მოვწრუპო.

mkurnali.ge

თქვენ როგორ იცავთ თავს კოვიდისგან?

- იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის მოწოდებული, ვიცავ მაქსიმალურად - ეს იქნება პირბადე, თუ დისტანცია, ბევრ ადამიანთან არ მაქვს კომუნიკაცია.

ვფიქრობ, რაღაც პერიოდის შემდეგ, ეს ყველაფერი აუცილებლად დადებითად აისახება ჩვენს ყოველდღიურობაზე.

აქამდე არ მიმიქცევია ყურადღება და არც მივაქცევდით, თუ დავინახავდით 2-3 ადამიანს ერთმანეთთან „მიჭყლეტილს“, ახლა კი ყველაფერი სხვაგვარადაა.

მოსახლეობის 40%-ზე მაინც რომ იქონიოს პანდემიამ გავლენა და ხელების დაბანის კულტურა, სისუფთავე, ხელის დამუშავება, პირბადის ტარება, როდესაც ვირუსი გაქვს - გახდეს ჩვენი ჩვეულება, ეს ნამდვილად კარგი იქნება.

მაგალითად, ჩვენ კულტურა გვქონდა ასეთი, დასცინოდნენ ხოლმე ადამიანებს, თუ ვირუსების დროს პირბადით დადიოდნენ, რაღაც კეთროვანივით ვუყურებდით. ახლა, იმედია, ეს დამოკიდებულება შეიცვლება და ჩვეულებრივი, სეზონური გრიპების დროსაც მივხედავთ საკუთარ თავს.

რა არის მთავარი, რომ ჯანმრთელები და ბედნიერები ვიყოთ?

- პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია განათლება. ყველაფერს განათლება სჭირდება, თუნდაც კვების რაციონს, ცხოვრების სტილს. ყველაფერი მიდის მასთან. განათლება არის ყველაფრის გასაღები, ეს იქნება ჯანმრთელობა, კვება, სპორტი, ქვეყნის გაძლიერება, თუ სხვ.

დიდი ხანია, ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევთ, რას ურჩევთ მათ, ვისაც ასეთი ცხოვრების სურვილი აქვს, თუმცა რაღაც ფსიქოლოგიური მომენტი უშლის ხელს, თუნდაც სიზარმაცე?

- ადამიანს რაღაც თუ სურს, აუცილებლად აკეთებს. თუ ვერ აკეთებს, ესე იგი რაღაც სხვა რამ უფრო სურს, რაც ხელს უშლის. მე მგონია, რომ სიტყვის შესრულება უნდა შეეძლოს ადამიანს საკუთარ თავთან.

კვებას რაც შეეხება, „მკვლელი“ დიეტების მომხრე არასდროს ვყოფილვარ, ის ერთჯერადი ეფექტისთვისაა, მერე უარესი შედეგი აქვს, ეს დადასტურებულია.

არ ვემხრობი დიეტებს, რომელიც 7 დღეში 5კგ-ის დაკლებას ჰპირდება ადამიანს. შეიძლება, დადგე სასწორზე და მართლა დაიკლო, მაგრამ რა ხდება ამ 7 დღის შემდეგ?! თუ გააგრძელებ სასიკვდილო შეიძლება აღმოჩნდეს, ხოლო თუ არ აგრძელებ, 7 დღეში იმატებ 7 კილოს, იმ 5-ის ნაცვლად.

თუ გინდათ, რომ ფორმაში იყოთ, რატომ გინდათ, რომ მაინცდამაინც 7 დღეში დაიკლოთ?!.

ამას სჯობს, საკუთარ თავში მონახოთ რწმენა და იკვებოთ ჯანსაღად.

რჩევა არის ის, რომ სანამ დაიწყებთ რაიმე სახის კვებაზე გადასვლას ან ვარჯიშს, აუცილებლად გაიზომეთ წელი, ბარძაყი, კისერი, მკლავები და აშ. მოინიშნეთ და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, შეადარეთ მონაცემები, შედეგი გასაოცარი იქნება.

სასწორს არასოდეს ვუჯერებ, ძალიან მატყუარა რამეა, შეიძლება წონის კლება არ იყოს, მაგრამ ვიზუალურად ძალიან გამხდრად გამოიყურებოდეთ, შედარებით.

ის იმიტომ, რომ ცხიმის მოცულობა და წონა რადიკალურად განსხვავებულია: ცხიმი - მოცულობაში დიდია, მაგრამ წონა ნაკლები აქვს, კუნთი კი მძიმეა.

ვარჯიშმა შეიძლება ცხიმის წვა და კუნთის ზრდა გამოიწვიოს.