რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ახლდეს ეთერზეთების გამოყენებას
აქტიურ გამოყენებასთან დაკავშირებით. ნებისმიერი ეთერზეთის უსაფრთხოება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მის გამოყენებაზე. როგორც ნებისმიერი მცენარეული პროდუქტი ეთერზეთებმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, რესპირატორული გადახრები და ჰორმონული ფონის დარღვევაც კი.
ენდოკრინოლოგების განმარტებით, ეთერზეთებმა ენდოკრინულ სისტემაზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედონ, რადგანაც ისინი ხელს უშლიან ჰორმონების ბუნებრივ წარმოებას. მათ შეიძლება გაზარდონ ან შეამცირონ ორგანიზმში ჰორმონების დონე, გამოიწვიონ განვითარების დარღვევა, რეპროდუქციული გადახრები და შეცვალონ იმუნური სისტემის მუშაობა. ცნობილია, რომ ლავანდის ზეთის გამოყენება დაკავშირებულია გოგონებში მკერდის ნაადრევ განვითარებასთან. ითვლება, რომ ლავანდის და ჩაის ხის ზეთი ვაჟებში იწვევს პრეპუბერტატულ გინეკომასტიას (მკერდის ქსოვილის ანომალური ზრდა).
სახლში ლავანდის და ჩაის ხის ზეთის გაფრქვევა არაა რეკომენდებული, პოტენციური გართულებების გამო, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში. ორსულებმა და ჰორმონული დაავადებების მქონე ადამიანებმა, მათ შორის დიაბეტის შემთხვევაში, ადგილობრივად ან დიფუზორით ეთერზეთების გამოყენების წინ, საჭიროა გაიარონ ექიმის კონსულტაცია.
ეთერზეთების გამოყენების ძირითად და უშუალო შედეგს ადამიანის ჯანმრთელობისთვის წარმოადგენს ალერგიული რეაქცია- ქავილი, ცრემლდენა, სურდო, ცემინება, ცხვირის გაჭედილობა. ერთერზეთების ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შეწითლება, ჭინჭრის ციება, ქავილი და შეშუპება. ამასთან მრავალი კვლევით დასტურდება ეთერზეთების სასარგებლო თვისებები. მაგალითად, კოჭას და ევკალიპტის ეთერზეთები აძლიერებს იმუნურ სისტემას.
ცნობილია, რომ ლავანდა გვეხმარება დაძინებასა და მოდუნებაში, მაგრამ მან შეიძლება დააზიანოს ენდოკრინული სისტემა. ევკალიპტი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვა. გვირილა ხელს უწობს მოდუნებას, მაგრამ ალერგიულ პირებში შეიძლება განვითარდეს სერიოზული უარყოფითი რეაქციები. პიტნას ახასიათებს გამაგრილებელი ეფექტი, მაგრამ მან შეიძლება გამოიწვიოს კანზე გამონაყარი, ქავილი, წვა, სიწითლე და სხვა გვერდითი ეფექტები.