მზის სხივები ფორმის შენარჩუნებაშიც გვეხმარება!
არამედ ფორმის შენარჩუნებაშიც გვეხმარება.
Northwestern University"s Feinberg School of Medicine (აშშ) მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ მზის სინათლე დადებით გავლენას ახდენს ადამიანის სხეულის მასის ინდექსზე. მათ, ვინც მეტ დროს ატარებს მზეზე, აქტიურობის, ასაკისა და დიეტებისაგან დამოუკიდებლად, ბევრად ნაკლები წონა აქვთ.
კვლევის ერთ-ერთი ავტორი, მედიცინის დოქტორი - ჯოვანი სანტოსტასი, აცხადებს: "მზის ბუნებრივი სინათლე ასტიმულირებს ცირკადულ რიტმებს, ჩვენს ბიოლოგიურ საათებს, რომლებიც არეგულირებს მეტაბოლიზმს, შიმშილის გრძნობასა და ენერგიის დონეს. ცირკადული რიტმების დარღვევა, რასაც ყველა შემთხვევაში იწვევს მზის სინათლის დეფიციტი, ზრდის გაცხიმოვნების რისკს. თუ თქვენ დღის განმავლობაში ვერ იღებთ მზის სინათლეს საკმარისი რაოდენობით - ამან შესაძლოა თქვენი შინაგანი საათების დესინქრონიზება გამოიწვიოს!"
ბუნებრივია ისმის კითხვა, მზის სხივების რა რაოდენობა იქნება საკმარისი ნორმალური მეტაბოლიზმისა და წონის შესანარჩუნებლად. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ საკმარისია მივიღოთ დღე-ღამეში 500 ერთეული განათებისა (ლუქსი). შედარებისათვის - დილის მზის სხივების ქვეშ ხანმოკლე (30 წუთიანი) გასეირნება დაახლოებით 1000 ლუქსს გვაძლევს.
საყურადღებოა კვლევის მეორე ავტორის, მედიცინის დოქტორის - ქეთი რეიდის დასკვნაც: "ოფისთა უმრავლესობა, რომლებშიც ადამიანები დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ, ჩვეულებრივ, ცუდად არის განათებული, დაახლოებით 200-300 ლუქსი ხელოვნური განათებისა ვერ ატყუებს ორგანიზმს. თუ ადამიანი ატყობს, რომ ხელოვნური განათებისას უფრო მეტი დროის განმავლობაში იმყოფება, ვიდრე მზის ბუნებრივი განათების ქვეშ, ამაზე უნდა დაფიქრდეს, შემდეგ კი აუცილებლად შეუდგეს მზეზე გასეირნებას. დღის სინათლის ნებისმიერი რაოდენობა კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლასა და ზოგად შეგრძნებაზე!"
ასე რომ, გავითვალისწინოთ სპეციალისტთა რჩევები, არ მოვიკლოთ მზის სინათლე, რათა ორგანიზმს ნორმალური მეტაბოლიზმით ჯანმრთელობა შევუნარჩუნოთ!