როგორ შევინარჩუნოთ ინტიმური ცხოვრების მაღალი ხარისხი
გამომდინარე, სპეციალისტები გვირჩევენ უარი ვთქვათ ტკბილეულზე, ცხიმიან, შემწვარ და მოხრაკულ საჭმელზე, რაციონში რაფინირებული ნახშირწყლების სიუხვე აქვეითებს ტესტოსტერონის დონეს, რაც უკავშირდება სექსუალურ აქტოვობას. თავის მხრივ, წვის დროს წარმოქმნილი ტრანსხცხიმები უარყოფითად მოქმედებს ორივე სქესის ლიბიდოზე.
ამასთან ხილისა და ბოსტნეულის მიღება ფორმის შენარჩუნებაში გვეხმარება. სპეციალისტები გვირჩევენ, მივიღოთ ნიახურის, სტაფილოს და ბროწეულის წვენი. მათში ბევრია ვიტამინები, ასევე ისინი აუმჯობესებენ სისხლის მოდინებას სასქესო ორგანოებისკენ.
მავნე ჩვევებიდან მოწევა, ინტიმური ცხოვრებისთვის პირველ პლანზეა. საქმე ისაა, რომ მოწევა აზიანებს სასქესო ორგანოების სისხლძარღვებს და ზრდის ერექციული დისფუნქციის რისკს. ასევე ცნობილია, რომ მოწევა უშვილობის რისკ-ფაქტორიცაა.