როგორ დაიკლო "სულიკო დარდიანიძემ" 80 კილოგრამი და რას ურჩევს ჭარბწონიანებს
სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" პრეზიდენტი სულიკო დარდიანიძე.
- ბატონო კახა, მოკლედ და სხარტად კი მეუბნებით თქვენი წონაში დაკლების ამბავს, თუმცა დაწმუნებული ვარ, ამგვარ შედეგს ასევე სხარტად ნამდვილად ვერ მიაღწევდით.
- ასეა. თავდაპირველად დიეტით დავიკელი 2 წელიწადში 80 კგ. მერე ისევ მივუშვი და 10 წლის თავზე 159 კგ-ს მივაღწიე. ამის შემდეგ ბარიატრიული ქირურგიით მივიღე სასურველი შედეგი.
- გლეხურად რომ ვთქვათ, კუჭი დაიპატარავეთ?
- კი ბატონო და ოპერაციის შემდეგ 84 კილო დავიკელი. ახლა სულ სპორტდარბაზში ვარ. გასაქანს არ ვაძლევ საკუთარ თავს.

- კუჭის დაპატარავების შემდეგ ისევ საჭიროა წონის კონტროლი?
- ოპერაციის შემდეგ ჭამის სურვილი ქრება, მაგრამ ეს არის პანაცეა. მართალია პირველ ეტაპზე ხდები, თუმცა თავს თუ არ მოუარე, თავისუფლად შეიძლება ხელახლა გასუქდე. ამის თავიდან ასაცილებლად სწორად უნდა იკვებო, რეჟმი შეინარჩუნო, ფიზიკური აქტივობაც აუცილებელია. პირველ რიგში ფსიქიკა უნდა შეაგუო ცვლილებებს, თუ ცხოვრების ძველ წესს არ დაემშვიდობეთ, მაშინ ტყუილად გაიკეთებთ ამ ოპერაციას, ფუჭი იქნება თქვენი ძალისხმევა.
- რამდენი წელია ერთ წონას ინარჩუნებთ?
- უკვე 6 წელია 75 კილო ვარ. თავისუფალ დროს ყოველთვის სპორტდარბაზში ვატარებ. საერთოდ აღარ ვსვამ ალკოჰოლს, კვების რეჟიმიც შევიცვალე. არასდროს ვყოფილვარ გურმანი, დღემდეც ასეა, არ მაქვს საყვარელი საჭმელი.
-აბა რა გასუქებდათ?
- სასმელი. ძალიან ბევრს ვსვამდი, ბევრს ვიტანდი, თრობა ძალიან გვიან დგებოდა. აქედან გამომდინარე ქართული ცხოვრების წესი და რეჟიმი თავისას შვრებოდნენ.


- გრძელ-გრძელი სადღეგრძელოებიც?
- კი, მაგრამ მე ამას აღარასოდეს მივუბრუნდები.
- არადა სიმღერა, ცეკვა გეხერხებათ და თუ გვიანაც თვრებოდით, კი გეტყოდნენ - რა ჯობია კახა გოგიძესთან ქეიფსო.
- ზუსტად - "რა ჯობია შენთან ქეიფის" ძახებამ დამღუპა კინაღამ. რა ჯობია და სპორტ დარბაზში ვარჯიში ჯოაბია!
ეკა სალაღაია