რას იწვევს სამსახურში გადაღლა
გადაღლა იწვევს. ამ დასკვნას აქვეყნებენ ჩრდილო-აღმოსავლეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ექსპერტები, რომლებმაც 1,7 ათასი გონებრივი აქტივობით (საქმიანობით) დაკავებული მუშაკი გამოიკვლიეს (პედაგოგები, ექიმები და ოფისის თანამშრომლები).
განსაკუთრებულ რისკჯგუფში არიან ის თანამშრომლები, რომლებიც კვირაში 24 საათზე მეტხანს გრძნობენ გადაღლილობას სამსახურში. კვლევის მონაწილეთა უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ გადაღლა მათში იწვევს ფსიქიკურ და მხედველობის დაძაბულობას, ასევე თავის ტკივილს.
აღსანიშნავია ისიც, რომ სამსახურში გადაღლა პროფესიული გადაწვის სინდრომის საფუძველი ხდება. ამ პრობლემას განსაკუთრებულად ხშირად ეჯახებიან ის ქალები, რომლებსაც ოჯახები ჰყავთ და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შემდეგ სახლშიც უამრავი საქმის კეთება უწევთ.
საკვლევი ჯგუფების საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ ექსპერტებმა გადაღლის 7 ძირითადი ნიშანიც გამოაქვეყნეს. ესენია: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უსიამოვნო შეგრძნებები გულის არეში, მადისა და საკვების მონელების დარღვევა, ძილის დარღვევა, გაღიზიანებადობა და შფოთვა. ამ სიმპტომების მკურნალობის საუკეთესო მეთოდად სპეციალისტები სრულფასოვან დასვენებას ასახელებენ.
თინათინ გოცაძე