რატომ უნდა ანიავოთ ხშირ-ხშირად ოთახი გრიპის სეზონზე
და პრაქტიკულად მომენტალურად ნადგურდებიან გრილ, ტენიან და მოძრავ ჰაერში.
გრიპის სეზონზე მაქსიმალურად უნდა ერიდოთ თბილი და გამომშრალი ჰაერით დატვირთულ გარემოში, უი რა უჰაერობააო რომ წუხდებით, აი ისეთ გარემოში ყოფნას. ხშირად უნდა ისეირნოთ სუფთა ჰაერზე, რადგან ქუჩაში ვირუსებით დაავადება არ ხდება, პრაქტიკულად არარეალურია! შესაბამისად, სეირნობისას ნიღბის გამოყენებაც არ გჭირდებათ! უმჯობესია ღრმად ისუნთქოთ სუფთა ჰაერი და მშვიდად ისეირნოთ!
ოთახში, სადაც ყოველდღიურად იმყოფებით, ჰაერის ტემპერატურა 20-22 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს, ტენიანობა კი 50-70 %-ს. აუცილებელია ოთახის რეგულარულად და ინტენსიურად განიავება. გათბობის ნებისმიერი სისტემა აშრობს ჰაერს, შესაბამისად, აუცილებელია ოთახის სველი წესით დალაგება, დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება და ოთახის ხშირად განიავება.
გახსოვდეთ, ადგილობრივი იმუნიტეტის ყველაზე ძლიერი მტერი მშრალი და თბილი ჰაერია. შეგახსენებეთ, რომ ლორწოვანი გარსების გამოშრობა სხვადასხვა ინფექციით, მათ შორის გრიპით დასნებოვნების ხელშემწყობია. ზემო სასუნთქ გზებში მუდმივად წარმოიქმნება ლორწო, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი იმუნიტეტის ფუნქციობას, იცავს ლორწოვან გარსებს. როდესაც ლორწოვანი გარსები შრება, მათი ბარიერული ფუნქცია ქვეითდება და ვირუსები ადვილად ერევა ორგანიზმს.
ამიტომაც ერიდეთ თბილ და გამომშრალ გარემოში ყოფნას, მით უფრო ძილს!