როგორი უნდა იყოს ქალისთვის სასურველი მამაკაცი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორი უნდა იყოს ქალისთვის სასურველი მამაკაცი

კაცების ზოგიერთი თვისება ქალებს საშინლად აღიზიანებთ. იდეალურობის მიღწევა ალბათ ძნელია, მაგრამ ღირს დაფიქრება საკუთარ თავზე, იმიჯზე. კრიტიკულად შეხედეთ თავს, თქვენს ჩვევებს. თუ გსურთ, ქალისთვის სასურველი მამაკაცი გახდეთ, გაითვალისწინეთ ზოგიერთი რჩევა. ჩატარებულმა გამოკვლევებმა გამოავლინა კაცის ზოგი ისეთი თვისება, როლმებიც ყველაზე ძალიან აღიზიანებთ ქალებს:

მანქანის სიყვარული

ქალი ფაქიზი, მგრძნობიარე და ამასთანავე, გულუბრყვილო არსებაა, მას შეუძლია იეჭვიანოს იმის გამო, რომ მისი საყვარელი მამაკაცი მანქანას დიდ ყურადღებას უთმობს, ზრუნავს მასზე და თავს ევლება, ქალი ამ დროს უსარგებლო ნივთად მიიჩნევს თავს, რადგან ხედავს, რომ მისი საყვარელი მამაკაცი უსულო საგანს, ლითონების გროვას ასე დაჰკანკალებს. ამიტომ მამაკაცებს ვურჩევთ ყურადღება თანაბრად გაანაწილონ.

უკბილო ხუმრობები

ის, რაც შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს კაცისთვის და თავშეუკავებელ ხარხარს იწვევდეს მათ საზოგადოებაში, შესაძლოა სრულიადაც არ ამხიარულებდეს ქალს. ქალსა და მამაკაცს განსხვავებული ინტერესები აქვთ, შესაბამისად, სიცილის საგანიც განსხვავებულია. რაზეც მამაკაცი ხარხარებს, შეიძლება ქალის ღიმილიც კი არ გამოიწვიოს. ამიტომ ქალთან საუბრისას მოერიდეთ ისეთი ანეკდოტის მოყოლას, რომელიც რთული აღსაქმელია, მით უმეტეს, ნუ გამოიყენებთ ბილწ სიტყვებს.

ბეჭდები და სხვა აქსესუარები ხელზე

ქალთა უმრავლესობას ნაკლებად მიმზიდველად ეჩვენება სამკაულასხმული მამაკაცი. ბევრ კაცს მოსწონს ყელზე ოქროს დიდი ჯაჭვი, ხელზე სამაჯური, თითებზე ბეჭდები, შარვალზე გასაღებების აცმა ან საათის ჯაჭვი – მსგავსი აქსესუარები მამაკაცებზე ქალებს არ მოსწონთ. გაითვალისწინეთ ეს, როცა ქალის მოხიბვლას ცდილობთ.

უზომო ჭამა-სმა

ნურასოდეს გახდებით საკუთარი კუჭის მონა. ქალებს ნაკლებად მოსწონთ ჭამის მოყვარული მამაკაცები. ზოგ კაცს ბევრის ჭამა სჩვევია, მისი განწყობილების გამოკეთება მხოლოდ გემრიელ კერძს შეუძლია. ასეთ შემთხვევაში ქალი იძულებულია დააკმაყოფილოს საყვარელი მამაკაცის გასტრონომიული მოთხოვნილებები და მუდმივად სამზარეულოში იტრიალოს. ნუ აიძულებთ ქალს მხოლოდ სამზარეულოში ყოფნას, ის წინსაფრის გარეშე ბევრად უფრო მომხიბვლელია. ნუ მოუწყობთ გამოცდას მის ნებისყოფას. საშიშია, როცა ქალი მოთმინებას კარგავს.

ჭუჭყიანი ფეხსაცმელი

ქალმა შეიძლება ყურადღება არ გაამახვილოს ძვირფას ტანსაცმელზე, ლამაზ ჰალსტუხზე, მაგრამ უყურადღებოდ არ დატოვებს ფეხსაცმელს, შეუმჩნეველი არავითარ შემთხვევაში არ დარჩება მოუწესრიგებელი, ჭუჭყიანი ფეხსაცმელი, მოცვეთილი ქუსლი ან გახსნილი თასმები. ასეთი ფეხსაცმლის პატრონი მამაკაცი ბევრს დაკარგავს ქალის თვალში.

მოუვლელი ფრჩხილები

კაცი, რომელსაც იდეალურად აქვს მოვლილი ფრჩხილები, ქალის უდიდეს პატივისცემასა და სიმპათიას იწვევს. წარმოიდგინეთ ნებისმიერი ქალის რეაქცია კაცის ჭუჭყიანი ფრჩხილის დანახვისას.

ინტერესი სხვა ქალის მიმართ

საყვარელ ქალთან ერთად წვეულებაზე ყოფნისას თუ სხვა ქალებს დიდ ყურადღებას უთმობთ, არ იფიქროთ, რომ ეს თქვენს რეიტინგს რაიმეს შემატებს. პირიქით, ეს ტიპური მამაკაცური შეცდომაა. ნებისმიერ ქალს, მით უმეტეს წვეულებაზე, სურს, რომ მისი საყვარელი მამაკაცი მხოლოდ მას აქცევდეს ყურადღებას და მისით იყოს აღფრთოვანებული. ნუ დაუშვებთ ასეთ შეცდომებს, ამან შესაძლოა ქალს შურისძიების წყურვილი გაუღვიძოს. ასე საყვარელ ქალს ადვილად დაკარგავთ.

საუბარი

საუბრის მიმზიდველი მანერით ბევრი ქალის მოხიბვლა და დაპყრობა შეიძლება. ქალები აფასებენ ისეთ მამაკაცებსაც, რომელთაც ყურადღებით მოსმენა შეუძლიათ. სიტყვაძვირი კაცი იდუმალია, საინტერესო. ჩუმად ჯდომა და მოსმენა რთულია, მაგრამ მოთმინებაც მამაკაცის ღირსებად ითვლება.

საწოლში ჩუმად ყოფნა

ქალისათვის მძიმე ასატანია საწოლში მდუმარე მამაკაცი, რა თქმა უნდა, არც ისეთი ვარგა, ენას რომ არ აჩერებს, მაგრამ ქალის გვერდით გარინდება, ფიქრში გადაშვება ნამდვილად აუტანელია.

საწოლში ბევრი ლაპარაკი

სექსის დროს პოლიტიკურ თემებზე ან სამსახურებრივ საკითხებზე ბჭობა ქალში ვნებას ნამდვილად ვერ აღძრავს, ეს აუტანელია, მოსაბეზრებელი და თუ გნებავთ, დამამცირებელიც კი. შეეცადეთ, ამ დროს მხოლოდ საალერსო სიტყვები და კომპლიმენტები წარმოთქვათ.

შეუფერებელი საჩუქარი

ქალი მამაკაცისაგან ყოველთვის რომანტიკულ საჩუქარს მოელის. ხანგრძლივი მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ საჩუქრად მხოლოდ საოჯახო ნივთს ნუ მიართმევთ საყვარელ ქალს. თუ დაბადების დღეზე ქვაბს, სიყვარულის დღეს კი მტვერსასრუტს აჩუქებთ, ამით ნამდვილად ვერ აღაფრთოვანებთ, პირიქით – ეს ქალს გააღიზიანებს კიდეც.

არასასიამოვნო სუნი

ალბათ, არც ერთ კაცს არ მოეწონება საყვარელ ქალს მომზადებული კერძის სუნი ასდიოდეს. ახლა მის ადგილას საკუთარი თავი დააყენეთ...

ჩაცმის სტილი

ელეგანტურად ჩაცმული მამაკაცი ყოველთვის აღაფრთოვანებს ქალს. ჩაცმის დახვეწილი სტილი ბევრ რამეზე მეტყველებს, განსაკუთრებით – კაცის გემოვნებაზე, რასაც ასე აფასებენ ქალები. უგემოვნოდ ჩაცმული კაცი ქალისათვის ნამდვილი სასჯელია. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და თქვენ მუდამ სასურველი მამაკაცი იქნებით.