როგორ ავარჩიოთ სარეცხი საშუალება, რომელიც კარგად გარეცხავს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტიც იქნება
ბევრი ქაფი და ჭუჭყის კარგად ამოყვანის შესაძლებლობა - ეს არის მთავარი კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც დღეს სარეცხ საშუალებებს მომხმარებლების დიდი ნაწილი არჩევს. თუმცა მათ ავიწყდებთ მთავარი - სარეცხი საშუალების შემადგენლობის შემოწმება. თუ ამ პუნქტს არ გაითვალისწინებთ და არ შეამოწმებთ, შეიცავს თუ არა მავნე ქიმიურ დანამატებს თქვენი სარეცხი საშუალება, შეიძლება, ისეთი გართულებების წინაშე აღმოჩნდეთ, როგორიცაა ალერგია, კანის გაღიზიება და ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაში სიმსივნური დაავადებებიც კი. სარეცხი საშუალების შემადგენელი ნივთიერებები რჩება ტანსაცმელზე, რომელიც მთელი დღის განმავლოაბში გვაცვია და ერთი მხრივ, აღიაზიანებს კანს, მეორე მხრივ კი, შეიწოვება კანში და ორგანიზმში მოხვედის შემდეგ უფრო სერიოზულ გართულებებსაც იწვევს.
საქართველოში სარეცხი საშუალებების ბაზარი საკმაოდ მრავალფეროვანია, რაც არჩევის პროცესს კიდევ უფრო ართულებს. რას ნიშნავს კარგი სარეცხი საშუალება და როგორ უნდა შევარჩიოთ ის, რომ საკუთარი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა დავიცვათ - ამ კითხვებზე პასუხისთვის სარეცხი საშუალებების გერმანული მწარმოებლის "ფროშის" ბრენდ მენეჯერს სოფო ჩადუნელს მივმართეთ.
რა საკითხებს უნდა მიაქციოს მომხმარებელმა ყურადღება სარეცხი საშუალების შერჩევისას?
პირველ რიგში ყურადღებას ვაქცევთ შემადგენლობას. უნდა ვიცოდეთ მავნე ქიმიური ნივთიერებების ჩამონათვალი, რომელსაც სარეცხი საშუალება არ უნდა შეიცავდეს და მათი აღმოჩენის შემთხვევაში ავტომატურად ვთქავთ უარი იმ კონკრეტულ პროდუქციაზე. შეფუთვაზე უნდა იკითხებოდეს, რომ პროდუქტი უსაფრთხოა და შეიცავს მცენარეულ ნივთიერებებს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მას არ ჰქონდეს მძაფრი და შემაწუხებელი სუნი.
რომელია ის განსაკუთრებულად მავნე ნივთიერებები, რომლებსაც სარეცხი საშუალებების ნაწილი შეიცავს?
მავნე ნივთიერებებიდან განსაკუთრებულად გამოვყოფდი ფორმალდეჰიდს, ჰალოგენურ ნაერთებს, ფენოქსიეთანოლს და 1.4 დიოქსინს,
კვლევები ადასტურებს, რომ ფენოქსიეთანოლი ააქტიურებს ესტროგენის რეცეპტორებს და მკერდის კიბოს უჯრედების ზრდას უწყობს ხელს ორგანიზმში. როგორც წესი, ის სარეცხი საშუალებების დიდი ნაწილის შემადგენლობაში შედის.
სტაბილიზატორები პროდუქტის ხანგრძლივ შენახვის ვადას უზრუნველყოფენ. მაგალითად, ასეთი სტაბილიზატორებია პოლყალკყლენე ოხიდე და ეტჰყლენე ოხიდე. ეს ორი ნივთიერება იწვევს თვალისა და ფილტვის გაღიზიანებას და სერიოზული სახის დერმატიტებსაც კი.
1,4-დაიოქსეინი გამოიყენება როგორც გამხსნელი. დადასტურებულია, რომ 1,4-დაიოქსეინის მძაფრი შესუნთქვა იწვევს თავბრუსხვევას, ძილიანობას, თავის ტკივილს, ანორექსიას, ასევე, თვალის, ყელის ცხვირისა და ფილტვების გაღიზიანებას. მან შეიძლება გააღიზიანოს კანიც. ვირთხებზე ცდებით დადასტურებულია, რომ ის ზიანის მომტანია ღვიძლისა და თირკმელებისთვისაც.
შეფუთვაზე მოცემული რომელი ნიშნები მიგვანიშნებს, რომ სარეცხი საშუალება უსაფრთხოა?
შეფუთვაზე უნდა იკითხებოდეს, რომ პროდუქტი უსაფრთხოა და შეიცავს არა მავნე ქიმიკატებს, არამედ - მცენარეულ ნივთიერებებს. მაგალითად, "ფროშის" შეფუთვაზე მოცემულია 9 ეკო ნიშანი, რომლებიც სრულად გადმოსცემს პროდუქციის უპირატესობებსა და ბრენდის
პრიორიტეტებს. აღნიშნული ნიშნები გვამცნობენ, რომ პროდუქცია შეიცავს მცენარეულ ინგრედიენტებს, როგორიცაა ალოე ვერა, ლავანდა, ფორთოხალი, ლიმონი და სხვა; აქვს სწრაფად ბიოდეგრადირებადი შეფუთვა, რომელიც 4-5 თვეში იშლება; ანტიალერგიულია; არ შეცავს ფოსფატებს, ბორატებს, ფორმალდეჰიდს, ჰალოგენურ ნაერთებს და სხვა; წარმოების პროცესში მინიმუმამდეა შემცირებული გარემოზე მავნე ზეგვლენა; არ შეიცავს ცხოველურ ნივთიერებებს და არ ტარდება ცდები ცხოველებზე; აქვს ენერგოდამზოგველი წარმოება; არ აბინძურებს წყალს.
რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ სარეცხ საშუალებას მძაფრი სუნი არ ჰქონდეს?
როდესაც პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხოა, გამორიცხულია მას მძაფრი და შემაწუხებელი სუნი ჰქონდეს. ქიმიური შემადგენლობის მქონე სარეცხი საშუალებების სუნი იწვევს თავის ტკივილს, ცხვირისა და ყელის გაღიზიანებას, ხველასა და ცემინებას. რეაქციის სიმძაფრე ადამიანის ორგანიზმზეა დამოკიდებული. რიგ შემთხვევაში სუნს მსგავსი რეაქცია შეუძლება, სულაც არ მოჰყვეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა მოგვარებულია და მძაფრი სუნის მქონე სარეცხი საშუალების გამოყენება თავისუფლად შეგიძლიათ. ამ დროს არ უნდა დაგვავწიყდეს, რომ მძაფრი სუნი მანიშნებელია იმის, რომ პროდუქტი დიდი რაოდენობით სუნის მიმცემს შეიცავს, რაც უკვე გამორიცხავს მის ეკოლოგიურობასა და უსაფრთხოებას.
მწარმოებელი ქვეყანა რისი მთქმელია სარეცხი საშუალების შესახებ?
ამ დროს გასათვალისწიენებელია ორი ფაქტორი: ბრენდის წარმომავლობა და პროდუქციის დამზადების ადგილი. ორივე მათგანი განვითარებული ქვეყანა უნდა იყოს, სადაც წარმოების მაღალი სტანდარტები არსებობს. ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის შემადგენლობა რეგულირდება კანონმდებლობით და შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მასში იქნება საშიში ქიმიკატები. თუმცა თუ მაინც დაფიქსირდა შემადგენლობაში ეს ნივთიერებები, ის მინიმალური რაოდენობით იქნება.
სხვა ქვეყნები ამ მიმართულებას კანონმდებლობით არ არეგულირებენ. შესაბამისად, მეტი ალბათობაა, რომ ასეთ ქვეყნებში წარმოებულ პროდუქციას ქონდეს საფრთხის შემცველი შემადგენლობა
რა განსხვავებაა სარეცხის ფხვნილებსა და სარეცხ სითხეებს შორის და რომელი მათგანის მოხმარებაა უმჯობესი?
სარეცხის სითხე კარგად იხსნება როგორც ცივ, ისე ცხელ წყალში, შესაბამისად, ის ტანსაცმელზე არ ტოვებს თეთრ ლაქებს. სარეცხი სითხე მეტად უსაფრთხოა სარეცხის მანქანისთვისაც, რადგან ის ნადებს არ ტოვებს მანქანაში და არ აზიანებს სპირალს. ფხვნილი კი ბოლომდე ვერ იხსნება წყალში და ნადები, რომელიც რჩება, გროვდება მანქანაში. ეს ყველაფერი კი დროთა განმავლობაში სარეცხის მანქანას აზიანებს.