ზოგიერთი ვიტამინი სიგარეტის გადაგდებას აადვილებს
ამ ვიტამინების ნაკლებობის შევსებით, შესაძლებელია მნიშვნელოვნად შევამსუბუქოთ მდგომარეობა თამბაქოს გადაგდებისას.
პირველ რიგში ეს არის С ვიტამინი (ასკორბინის მჟავა). აღნიშნული ვიტამინი მძლავრ ანტიოქსიდანტს წარმოადგენს, რომლის საშუალებითაც ვებრძვით მოწევით გამოწვეულ ჟანგვით სტრესს. მას გამოჰყავს ნიკოტინის დაშლის პროდუქტები და პოლიარომატული ნახშირწყალბადების (წვისა და კვამლის პროდუქტები) კვალი.
თავის მხრივ E ვიტამინი, ისევე, როგორც В ჯგუფის ვიტამინები, ნერვული სისტემის გაძლიერებას უწყობს ხელს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყოფილი მწეველებისთვის, რომელთაც მოხსნის სინდრომი აღენიშნებათ. გარდა ამისა, E ვიტამინი იცავს უჯრედებს ტოქსინებისგან და ანტიოქსიდანტური თვისებების ხარჯზე ახდენს კანცეროგენული პროცესების პროფილაქტიკას.
ნაერთი L-თეანინი ასევე ნაჩვენებია ყოფილი მწეველებისთვის. ის აუმჯობესებს უჯრედებს შორის ნერვული იმპულსების გადაცემას. ხელს უწყობს დოფამინის გამომუშავებას, აუმჯობესებს განწყობასა და სტრესისადმი მდგრადობას. ნაერთ L-თეანინს შეიცავს მწვანე ჩაი და მისი ექსტრაქტები.
ლალი ჩხიკვაძე