რისი ღირსია "აჩიკო" ან "ქეთი"?
იწვევს საზოგადოებაში, რადგან ბევრმა ადამიანმა საკუთარი რეალობა და ოჯახური ძალადობის წნეხი დაინახა, რომელსაც აქამდე ვერც ამჩნევდა. ბევრმა კი ცოლქმრული ღალატის გახშირების მიზეზებზე დაიწყო მსჯელობა. სოციალურ ქსელებში მეტად აქტუალურია ამ ოჯახური სცენის გარჩევა და შეფასება.
მსახიობი სოსო ხვედელიძე ამ ფილმში ექიმი აჩიკოს როლს ასრულებს. მას "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ესაუბრა:
- რისი ღირსია "აჩიკო" ან "ქეთი"?
- არავითარ შემთხვევაში, ჩაქოლვის. უფრო დაფიქრების ღირსია. ვიდრე მათ განსჯი და დასჯი, პრობლემაა საძიებელი. თავდაპირველად, ამ ყველაფრის მიზეზი უნდა გაიგო.
ქეთი საზოგადოებრივი აზრის ტყვეა, მისი ოჯახის, ქმრის. შესაბამისად, გარემოებების მსხვერპლი ხდება. დაბნეულ და სუსტ ადამიანებთან ურთიერთობა ხელსაყრელია ზოგიერთისთვის.
სოსო ხვედელიძეს მსახიობის პროფესიასთან ერთად სამედიცინო კოლეჯიც დაუმთავრებია :
სკოლა რომ დავამთავრე, მამის სურვილისამებრ სამედიცინო კოლეჯში შევედი, 24 წლისამ კი პარალელურად თეატრალურში ჩავაბარე და ერთდროულად ორი დიპლომი ავიღე. ექიმად არასდროს მიმუშავია. რადგან მამაჩემს ძალიან უნდოდა, რომ ექიმი გავმხდარიყავი, მეგობრები ხუმრობენ, აჩიკოს როლი მას მიუძღვენიო.