ბევრი დაავადება ადამიანს „სახეზე აწერია“
თირკმლის დისფუნქციაზე. აღნიშნულ დარღვევებზე მეტყველებს შეშუპებული სახე, პასტოზური (შესიებული) თვალები, ფერმკრთალი კანი.
ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციისას (ჰიპოთირეოზი) თმა გათხელებულია და აღინიშნება ჭარბი წონა. ზედმეტმა კილოგრამებმა კი თავის მხრივ, შეიძლება სხვადასხვა დაავადების, კერძოდ, გულსისხლძარღვთა სისტემის, ნახშირწყლოვანი ცვლის და მეტაბოლური პროცესების დარღვევის პროვოცირება გამოიწვიოს.
სახიფათო ნიშანია - ფეხების შეშუპება, რაც შეიძლება გულსისხლძარღვთა სისტემის და თირკმლის პრობლემებით იყოს გამოწვეული. საყურადღებო სიმპტომებს ასევე შეიძლება მივაკუთვნოთ მუხლებისა და იდაყვების ჰიპერპიგმენტაცია. ის ხშირად მეტყველებს ნახშრიწყლოვანი ცვლის დარღვევებსა და შაქრიანი დიაბეტისკენ მიდრეკილებაზე.
ფრჩხილის ფირფიტის უსწორმასწორო ზედაპრი მეტყველებს მინერალური ნივთიერებების, მათ შორის კალციუმის და ვიტამინების ნაკლებობაზე. ფრჩხილების და სკლერების მოყვითალო შეფერილობა ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემების მანიშნებელია.
ლალი ჩხიკვაძე