თუ პერიოდულად გაწუხებთ თავის ტკივილი, რომელსაც კონკრეტული მიზეზი არ აქვს, ეს უნდა იცოდეთ
არ იწყება ის მარილიანი საკვების მიღების შემდეგ? "მარილის ჭარბად მოხმარებამ შესაძლოა თავის ტვინის სისხლძარღვთა გაფართოება გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ, თავის ტკივილის მაპროვოცირებელია" - აღნიშნავს მენდი ენრაიტი, ფიტნეს-მწვრთნელი და დიეტოლოგი ნიუ-ჯერსიდან.
მისივე განცხადებით, ღამის გახშირებული შარდვა ასევე მარილის ჭარბად მოხმარებას უკავშირდება. ეს პრობლემა განსაკუთრებით ასაკოვნებს აწუხებთ. "ღამით შარდვის გახშირებული მოთხოვნილება და ამის გამო ძილის დარღვევა ხშირად უმარილო ან ნაკლებმარილიანი დიეტით აღმოიფხვრება. ასე რომ, დაიცავით ზომიერება!" - გვირჩევს მენდი ენრაიტი.
თინათინ გოცაძე