სარვამარტო რჩევები მამაკაცებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სარვამარტო რჩევები მამაკაცებს

ზოგჯერ მეტი ფასი აქვს უბრალო სამშვენისს, რომელიც სასიამოვნო მოგონებებს აღვიძებს. საჩუქრის არჩევისას უნდა განვსაზღვროთ, ვისთვის არის ის განკუთვნილი. ადამიანთა უმრავლესობა პირადი ნივთების ჩუქებას თავს არიდებს და სწორადაც იქცევა - ჯერ ერთი, ასეთი საჩუქარი ინტიმურია, მეორეც, ძნელი შესარჩევია, თუ მის ადრესატს საკუთარი თავივით არ იცნობთ. ასე რომ, დიდია ალბათობა, თქვენმა საჩუქარმა თაროზე დაიდოს ბინა, ბოლოს კი სულაც სხვენზე, საკუჭნაოში ან სანაგვეზე ამოყოს თავი. თუ საჩუქრის ადრესატთან პერიოდულად მაინც გაქვთ ურთიერთობა, ეს საქმეს აადვილებს, რადგან საშუალება მოგეცემათ, სამიზნე წინასწარ დაზვეროთ. მაგალითად, პრაგმატულ ქალბატონს შეგიძლიათ აჩუქოთ პრაქტიკული ნივთი მისი ინტერესების გათვალისწინებით, ხოლო რომანტიკული ბუნების ქალი ჯეროვნად შეაფასებს ლამაზ, საყვარელ, თავშესაქცევ საგანს. არ იფიქროთ, თითქოს პრაქტიკული ყაიდის ადამიანები მოკლებულნი იყვნენ სილამაზის აღქმის უნარს, მაგრამ შესაძლოა, მალევიჩის "შავი კვადრატი" არ მოეწონოთ...

  • რა ვაჩუქოთ უფროს თაობას?

ბებიები სხვადასხვანაირნი არიან: ერთნი მთელ დღეს სამზარეულოში ატარებენ, აცხობენ ნამცხვრებს, დაჰყავთ შვილიშვილები სკოლასა და საბავშვო ბაღში, მეორენი სამსახურიდან გვიან ბრუნდებიან, ყოველ კვირა სტუმრობენ სილამაზის სალონს, დადიან წვეულებებზე; ზოგი მოხუცია, ზოგი - ახალგაზრდა; ზოგი აქტიურად არის ჩაბმული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ზოგი კი მთელი დღე წამლის ფლაკონით ხელში დივანზეა წამოწოლილი და კრუსუნებს... საჩუქრის შეძენისას გაითვალისწინეთ ეს ტიპობრივი განსხვავება, მაგალითად, აქტიურ ბებიას აჩუქეთ კოსმეტიკური საშუალება, იმ კონცერტის ბილეთი, რომელშიც სახელგანთქმული მომღერალი მონაწილეობს, ხოლო დიასახლისობის მოყვარულს - ისეთი ნივთი, რაც საქმიანობას გაუადვილებს ან სახლში სასიამოვნო, მყუდრო ატმოსფეროს შექმნის. მაგალითად, ტოსტერი, სამზარეულოს კომბაინი, ლამაზი ჭურჭელი ან სუფრა, მოხერხებული, რბილი და ფაფუკი ჩუსტები... თუ ოჯახში ბავშვები არიან, მათაც მიაღებინეთ მონაწილეობა საჩუქრის შერჩევის სასიამოვნო პროცესში. ბებიას, განურჩევლად იმისა, ღვეზლებს აცხობს თუ ოფისს ხელმძღვანელობს, შვილიშვილის მიერ ნაჩუქარი ნივთი ძალიან გაახარებს.

  • რა ვაჩუქოთ დედას? დაფიქრდით, რაზე შეიძლება ოცნებობდეს იგი. ოჯახზე ზრუნვისას დედებს ხშირად ავიწყდებათ საკუთარი თავი, ამიტომ მოუწყვეთ დღესასწაული. დაე, ამ დღეს მაინც იგრძნონ თავი ყველაზე ძვირფას ადამიანად. ნუ აჩუქებთ სამზარეულო ნივთებს. შეარჩიეთ ისეთი რამ, რაც ხაზს გაუსვამს მათ ქალურობას: ყვავილები, კოსმეტიკა, სამკაული, აქსესუარი...
  • რა ვაჩუქოთ ბოსს? არავითარი კოსმეტიკა, შარფი, ჩანთა, მძივი და ქოლგა. საუკეთესო საჩუქარი იქნება ხელოვნების ნაწარმოები, მაგალითად, ცნობილი ოსტატის ქანდაკება ან ტილო, რომელიც უსიტყვოდ იღაღადებს მის მაღალ სტატუსზე.
  • რა ვაჩუქოთ საყვარელ გოგონას? რასაკვირველია, თაიგული. თუ კიდევ აპირებთ რამის მიძღვნას, ნუ მოგერიდებათ, ჰკითხეთ, რა სურს. გოგონა, რომელსაც ნამდვილად უყვარხართ, არ მოგთხოვთ მეტისმეტად ძვირად ღირებულ საჩუქარს, რათა უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაგაგდოთ.