კვამლით მოწამვლის სიმპტომები და პირველი დახმარება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კვამლით მოწამვლის სიმპტომები და პირველი დახმარება

კვამლით მოწამვლის სიმპტომები და პირველი დახმარება
ხანძრისას არა მხოლოდ ღია ცეცხლია საშიში. აალებული მასალების კვამლი ხვდება სასუნთქ გზებში და იწვევს ორგანიზმის მოწამვლას , რასაც განაპირობებს მასში არსებული მხუთავი აირი და წყალბადის ციანიდი, რომელიც მცირე რაოდენობითაც კი საშიშია. კვამლში ამ უკანასკნელის არსებობა განპირობებულია საშენ მასალებში წყალბადის ციანიდის არსებობით.

მხუთავი აირი ბლოკავს ჰემოგლობინს, რის შედეგადაც ირღვევა სხვადასხვა ორგანოს ჟანგბადით მომარაგება. ციანიდი არღვევს ქსოვილების სტრუქტურებში ენერგეტიკულ ცვლასა და უჯრედულ სუნთქვას.

სხვადასხვა მასალის წვისას წარმოიქმნება გაზები, რომლებიც წყალთან შეკავშირებისას წარმოქმნიან გამაღიზიანებელ ხსნარებს - აზოტის, გოგირდის და გოგირდოვან მჟავებს, ამიაკს. ისინი იწვევენ
სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის დაზიანებას (ქიმიურ დამწვრობას), წვრილი ბრონქების შევიწროებას და ფილტვებში სითხის დაგროვებას.
კვამლში შეიძლება იყოს მაღალტოქსიური გაზი - ფოსგენი, რომელიც წარმოიქმნება ცეცხლმაქრობის შიგთავსის ცხელ ზედაპირთან კონტაქტისას. განსაკუთრებით საშიშია პლასტიკის, პოროლონის, რეზინის, საღებავების, ლაქის, ფანერის წვის დროს წარმოქმნილი კვამლით მოწამვლა.

კვამლით მოწამვლის სიმპტომები

ზოგადი სისუსტე;
• თავის არეში სიმძიმის შეგრძნება;
• თავის ტკივილი (განსაკუთრებით შუბლ-საფეთქლის მიდამოში);
• სახის გაწითლება;
• ქოშინი;
• ყურებში ხმაური;
• პულსის გახშირება;
• ძილიანობა;
• კუნთების ტკივილი;
• ღებინება და გულის წასვლა.

კვამლით მოწამვლისას სიმპტომები შეიძლება რამოდენიმე საათში გამოვლინდეს, თუმცა მდგომარეობა შეიძლება ძალიან სწრაფად დამძიმდეს, რაც სიცოცხლისთვის საშიშია.
გამაღიზიანებელი გაზები იწვევს ხახისა და გულმკერდის მწვავე ტკივილს, შეუპოვარ ხველას. პირველი დღეღამის განმავლობაში ვლინდება კანის მოლურჯო შეფერილობა, ვითარდება ქოშინი და ფილტვების შეშუპება.

მძიმე ხარისხის მოწამვლისას სუნთქვა გახშირებული და ზედაპირულია, ვითარდება კრუნჩხვა, სუნთქვისა და გულსისხლძარღვთა უკმარისობა, შეიძლება ადგილი ჰქონდეს უნებლიე შარდვას. სიკვდილი დგება სუნთქვისა და გულის გაჩერების გამო.
პირველი დახმარება

დაზარებულის სიცოცხლე ხშირად დამოკიდებულია პირველი დახმარების აღმოჩენაზე. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაზარალებული უნდა გავიყვანოთ სუფთა ჰაერზე, გავათავისუფლოთ ტანსაცმლისგან, შევუხსნათ საყელო და ქამარი. თუ ადამიანი უგონოდაა, იგი უნდა დავაწვინოთ გვერდზე.

ლალი ჩხიკვაძე
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
მსგავსი სიახლეები
ზაფხულის ცხელ დღეებში ინტოქსიკაციის (მოწამვლის) შემთხვევები, ჩვეულებრივ, მატულობს. როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს:
16-08-2019
ცრემლსადენი გაზის ზემოქმედების შემდეგ ადამიანს აწუხებს:
21-06-2019
ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში არალიცენზირებული სასმლით მოწამვლის შედეგად,
23-02-2019
დიეტოლოგია
ჰალვა, საზოგადოდ, აღმოსავლური ნუგბარის ერთ-ერთი სახეობაა,
ძვალი, როგორც ორგანო, მეტად მრავალფეროვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს:
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
კატეგორიის სხვა სტატიები
პაპანაქება სიცხეში ძალიან ადვილად ვითარდება როგორც მზის, ასევე სითბური დაკვრა, სამწუხაროდ, ამას ადამიანები
მაღალმთიან დასახლებებში, რომელთა გეოგრაფიული მდებარეობის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების
ყველა ჩვენგანს აგვიტანია ტკივილი. ხანდახან, ძალიან დიდხანსაც. მაგრამ არსებობს ტკივილის სახეობა, რომლის მოთმენაც არ შეიძლება, რადგან მათ წარმოშობას სიცოცხლისთვის საშიში მიზეზები აქვს.
მთელს მსოფლიოში 12 სექტემბერს პირველადი სასწრაფო დახმარების აღმოჩენის დღე (World First Aid Day) აღინიშნება. 2000 წლიდან მოყოლებული, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ინიციატივით, ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები, ყოველწლიურად, სექტემბრის მეორე შაბათს ტარდება.
ბენზინის ზოგიერთ სახეობას ანტიდეტონატორის სახით ამატებენ ეთილის სითხეს, რომელიც მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს საკმაოდ მომწამვლელ ტეტრაეთილტყვიას (მეტალოორგანული შენაერთი). ეთილირებული ბენზინი ძალიან სახიფათოა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური მნიშვნელოვანი ხარვეზებით მუშაობს.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად