12 სექტემბერს პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მსოფლიო დღე აღინიშნება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2021

12 სექტემბერს პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მსოფლიო დღე აღინიშნება

12 სექტემბერს პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მსოფლიო დღე აღინიშნება
მთელს მსოფლიოში 12 სექტემბერს პირველადი სასწრაფო დახმარების აღმოჩენის დღე (World First Aid Day) აღინიშნება. 2000 წლიდან მოყოლებული, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ინიციატივით, ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები, ყოველწლიურად, სექტემბრის მეორე შაბათს ტარდება.

პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზანია დაზარალებულის სიცოცხლის გადასარჩენად, ტანჯვის შესამსუბუქებლად და შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელი მარტივი სამედიცინო ღონისძიებების ჩატარება. ცხადია, ამგვარ დახმარებას ექიმები ახორციელებენ, მაგრამ პირველადი სამედიცინო დახმარების ილეთებს უნდა ფლობდნენ მაშველები და პოლიციის თანამშრომლები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად, მსოფლიოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისას მიღებულ ტრავმებზე,
დამწვრობებზე, ვარდნაზე ან დახრჩობაზე მოდის შემთხვევათა 10%-ში სიკვდილი და 15%-ში ინვალიდობა. ტრავმა და დასახიჩრება წარმოადგენს 15-დან 45 წლის ასაკის ადამიანებში სიკვდილის ძირითად მიზეზს. ტრავმატიზმის შემთხვევები საქართველოშიც გახშირებულია და ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს სიკვდილიანობისა და ინვალიდობის მაჩვენებლით.

პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველივე საათებში, იმდენად,
რამდენადაც დროის სწორედ ამ შუალედშია ორგანიზმის კომპენსატორული რეაქციების მაქსიმუმი. ითვლება, რომ თუ ადამიანი ტრავმის მიღებიდან პირველივე საათში იქნა მიყვანილი საავადმყოფოში, ეს უზრუნველყოფს გადარჩენის ყველაზე მაღალი დონის მაჩვენებელს და ტრავმის შემდგომი გართულებების რისკსაც მნიშვნელოვნად ამცირებს. ამიტომ, საზოგადოების ცხოვრების თანამედროვე პირობებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მთელს მსოფლიოში, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის გადამწყვეტ ფაქტორად რჩება. თუმცა, სასწრაფო დახმარების მანქანა ყოველთვის ვერ ახერხებს შემთხვევის ადგილზე დროულად მისვლას.

ამ დღეს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ორგანიზაციის, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებისა და აქტივისტების ძალებით ტარდება აქციები და კონსულტაციები დაზარალებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე.


ლალი ჩხიკვაძე

იხილეთ პირველადი დახმარება სხვადასხვა გადაუდებელი მდგომარეობების დროს
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ანაფილაქსიური შოკი სიცოცხლისათვის საშიში გენერალიზებული ალერგიული რეაქციაა. ის ორგანიზმში ალერგენის
პაპანაქება სიცხეში ძალიან ადვილად ვითარდება როგორც მზის, ასევე სითბური დაკვრა, სამწუხაროდ, ამას ადამიანები
მაღალმთიან დასახლებებში, რომელთა გეოგრაფიული მდებარეობის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების
ხანძრისას არა მხოლოდ ღია ცეცხლია საშიში. აალებული მასალების კვამლი ხვდება სასუნთქ გზებში და იწვევს ორგანიზმის მოწამვლას
ყველა ჩვენგანს აგვიტანია ტკივილი. ხანდახან, ძალიან დიდხანსაც. მაგრამ არსებობს ტკივილის სახეობა, რომლის მოთმენაც არ შეიძლება, რადგან მათ წარმოშობას სიცოცხლისთვის საშიში მიზეზები აქვს.
ბენზინის ზოგიერთ სახეობას ანტიდეტონატორის სახით ამატებენ ეთილის სითხეს, რომელიც მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს საკმაოდ მომწამვლელ ტეტრაეთილტყვიას (მეტალოორგანული შენაერთი). ეთილირებული ბენზინი ძალიან სახიფათოა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის.
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად