დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ სასწრაფო დახმარების სამსახური მნიშვნელოვანი ხარვეზებით მუშაობს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ სასწრაფო დახმარების სამსახური მნიშვნელოვანი ხარვეზებით მუშაობს

დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ სასწრაფო დახმარების სამსახური მნიშვნელოვანი ხარვეზებით მუშაობს
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური მნიშვნელოვანი ხარვეზებით მუშაობს. როგორც დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, დაგვიანებები არის იმ ფორმატის, რომელიც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. მინისტრს იმედი აქვს, რომ დაგვიანებები ეპიზოდურია და სისტემური არ არის. დავით სერგეენკომ რაიონული სასწრაფო დახმარების სამსახურში არსებული მდგომარეობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ რაიონებში ასევე იყო დაგვიანების პრობლემა. მისივე თქმით, იქ პირველი რიგის მოსაგვარებელი საკითხი ტექნიკური იყო, რადგან მანქანების 80%-ზე მეტი არ მუშაობდა. ტრანსპორტის
ჩანაცვლების შედეგად კი, მინისტრის ინფორმაციით, რაიონებში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოსწორდა. თუმცა, როგორც დავით სერგეენკომ განმარტა, თბილისის სასწრაფოს შემთხვევაში არის საორგანიზაციო მენეჯმენტის პრობლემა და არა ავტოპარკის გაუმართაობასთან დაკავშირებული საკითხები.
"ჩვენ მთელი ეს პერიოდი ვცდილობდით ეს შეგვესწავლა. ბოლო ერთი თვე განსაკუთრებით ინტენსიური იყო, რადგან გამოიკვეთა დაგვიანებების ზრდის ტენდენცია.
ჩვენ შევაფასეთ, სად არის სუსტი წერტილი. ხვალ უნდა მქონოდა შეხვედრა როგორც "112"-ის, ისე მერიის ხელმძღვანელობასთან, თუმცა ბოლო ნიუანსები გვაქვს დასაზუსტებელი და ალბათ მომავალი კვირის დასაწყისში შევხდებით და ჩვენ შეგვეძლება შევთავაზოთ ამ პრობლემის გადაჭრის ეფექტური გზა. იქ არის საორგანიზაციო და არ ტექნიკური პრობლემა. მჯერა, რომ ამის მოგვარებას შევძლებთ, რადგან უკვე ვნახეთ სად არის გამოკვეთილი კრიტიკული წერტილები", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 26-02-2015
1
ყბადაღებული "საყოველთაო დაზღვევის" ფონზე სასწრაფო დახმარების ექიმები (ალბათ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით) მომსახურების საფასურს 300-500 %-ით ზრდიან ("შენ რა გინდა, დაზღვევა იხდის" - აი პასუხი ჩემი გაფართოებული და შუბლზე ასული თვალების დანახვაზე)
თარიღი : 26-02-2015
geronti
ერთი კაცი მთავრობაში ვინც მართლა მუშაობს
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
მაღალმთიან დასახლებებში, რომელთა გეოგრაფიული მდებარეობის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების
ხანძრისას არა მხოლოდ ღია ცეცხლია საშიში. აალებული მასალების კვამლი ხვდება სასუნთქ გზებში და იწვევს ორგანიზმის მოწამვლას
ყველა ჩვენგანს აგვიტანია ტკივილი. ხანდახან, ძალიან დიდხანსაც. მაგრამ არსებობს ტკივილის სახეობა, რომლის მოთმენაც არ შეიძლება, რადგან მათ წარმოშობას სიცოცხლისთვის საშიში მიზეზები აქვს.
მთელს მსოფლიოში 12 სექტემბერს პირველადი სასწრაფო დახმარების აღმოჩენის დღე (World First Aid Day) აღინიშნება. 2000 წლიდან მოყოლებული, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ინიციატივით, ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები, ყოველწლიურად, სექტემბრის მეორე შაბათს ტარდება.
ბენზინის ზოგიერთ სახეობას ანტიდეტონატორის სახით ამატებენ ეთილის სითხეს, რომელიც მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს საკმაოდ მომწამვლელ ტეტრაეთილტყვიას (მეტალოორგანული შენაერთი). ეთილირებული ბენზინი ძალიან სახიფათოა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის.
კომა, ხატოვნად რომ ვთქვათ, მოსაზღვრე მდგომარეობაა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. სიტყვა “კომა” ღრმა ძილს ნიშნავს. მედიცინაში ასე უწოდებენ უგონო მდგომარეობას, რომელიც ტვინის ფუნქციათა მოშლის შედეგია. კომა და კლინიკური სიკვდილი ხშირად ერევათ ერთმანეთში. პირველ შემთხვევაში ადამიანი უგონოდაა, მაგრამ მის ორგანიზმში სასიცოცხლო პროცესები მიმდინარეობს, მეორეში კი სიცოცხლის ნიშნები გამქრალია: ადამიანი არ სუნთქავს, არც გული უძგერს. მსოფლიო მედიცინის ისტორიამ იცის უამრავი ფაქტი, როდესაც კომურ მდგომარეობაში მყოფი, პრაქტიკულად უიმედო ადამიანი სიცოცხლეს დაბრუნებია.

ბალახეული ნაყენები: ბალახეულ ნაყენებს ორგვარად - ცხელი და ცივი მეთოდით - ამზადებენ. ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
აღმოსავლელი მკურნალები გვირჩევენ:

კვების სიბრძნე
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად