გადაუდებელი მდგომარეობანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გადაუდებელი მდგომარეობანი

II ჯგუფი - მდგომარეობანი, რომლებიც მოითხოვს სამედიცინო ჩარევას, მაგრამ არა გადაუდებლად და არც ინტენსიურ თერაპიულ ღონისძიებებს საჭიროებს. ამ ჯგუფში შედის მრავალი ქრონიკული დაავადება გამწვავების გარეშე, რომლებიც არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს;

III ჯგუფი - მდგომარეობანი, რომლებიც მოითხოვს გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას, რადგან უამისოდ პაციენტის სიცოცხლეს შესაძლოა სერიოზული საფრთხე დაემუქროს. ამ ჯგუფშიც საკმაოდ ბევრი მდგომარეობა და დაავადება შედის.

გადაუდებელ მდგომარეობათა გალერეა

იმ პათოლოგიათა ნუსხა, რომლებიც გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს, დაზუსტებული არ არის, რადგან ეს მაჩვენებელი ადამიანის ინდივიდუალურ მახასიათებლებსა და კონკრეტულ ვითარებაზეა დამოკიდებული. იმის მიხედვით, რა ხარისხით მონაწილეობს გადაუდებელი მდგომარეობის განვითარებაში გარემო, ესა თუ ის ორგანო ან ორგანოთა სისტემა, მათ ზოგად და კონკრეტულ მდგომარეობებად ყოფენ. ზოგადი გადაუდებელი მდგომარეობის განვითარებაში მონაწილეობს ორგანოთა რამდენიმე სისტემა, ზოგჯერ - მთელი ორგანიზმიც კი, ხოლო კონკრეტულის შემთხვევაში დაზიანება 1-2 სისტემაზე ვრცელდება. კრიტიკულ სამედიცინო მდგომარეობათა ამ ნიშნით დაყოფა რამდენადმე პირობითია, რადგან კონკრეტული ტიპის დაზიანებამ, თუ პაციენტს დროულად არ გაეწია სამედიცინო დახმარება, შესაძლოა მთელი ორგანიზმიც მოიცვას და ლეტალური შედეგი გამოიწვიოს. ზოგადი კრიტიკული მდგომარეობებია:

კომა

1. დიაბეტური - ჰიპო- და ჰიპერგლიკემიური;

2. აპოპლექსიური - ინსულტი;

3. ჰიპერკაპნიური;

4. ტრავმული;

შოკი

1. ჰიპოვოლემიური;

2. კარდიოგენური;

3. ინფექციურ-ტოქსიკური;

4. ჰემორაგიული;

5. ტრავმული;


კოლაფსი

კლინიკური სიკვდილი

კონკრეტული კრიტიკული მდგომარეობებია:

თერაპიული პროფილისა:

  • ანაფილაქსიური შოკი;
  • კვინკეს შეშუპება;
  • მოგუდვის შეტევა ბრონქული ასთმის დროს;
  • ჰიპერტონიული კრიზი;
  • თირეოტოქსიკური კრიზი;
  • კეტოაციდოზი;
  • მწვავე თირკმლისმიერი უკმარისობა;
  • მწვავე ღვიძლისმიერი უკმარისობა.

კარდიოლოგიური პროფილისა:

  • მიოკარდიუმის ინფარქტი;
  • გულის რიტმის დარღვევა;
  • სრული ბლოკადა;
  • გულის უკმარისობის ფონზე განვითარებული ფილტვის შეშუპება;

ქირურგიული პროფილისა:

  • მწვავე აპენდიციტი;
  • ნაწლავური გაუვალობა;
  • თიაქარი;
  • პერიტონიტი;
  • სეფსისი:
  • განგრენა;

ტრავმატოლოგიური პროფილისა:

  • ძვლების ღია მოტეხილობა;
  • თავის ტვინის დაჟეჟილობა;
  • ტვინშიდა ჰემატომა;
  • ცეცხლსასროლი იარაღითა და ასაფეთქებელი საშუალებებით მიყენებული დაზიანებანი;
  • ელექტრული დენით დაზიანება;
  • დამწვრობა;
  • მოყინვა;
  • სითბური დაკვრა;
  • შხამიანი ცხოველისა და მწერის ნაკბენი;

გინეკოლოგიური პროფილისა:

  • საკვერცხეების აპოპლექსია;
  • საშვილოსნოსგარე ორსულობა;

ინფექციური პროფილისა:

  • მენინგოკოკური სეფსისი;
  • ენცეფალიტი;

აღნიშნული მდგომარეობების დროს ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული დროულ დახმარებაზე, რომლის გაწევაც ხშირად სამედიცინო განათლების არმქონე ადამიანს უწევს, ამიტომ აუცილებელია, ყოველი ზრდასრული ადამიანი ფლობდეს გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობების დროს პირველადი დახმარების ხერხებსა და მეთოდებს.