/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პირველი დახმარება

დამწვრობა, მოყინვა, ელექტროტრავმა - პირველი დახმარება ექიმის მოსვლამდე

დამწვრობა, მოყინვა, ელექტროტრავმა - პირველი დახმარება ექიმის მოსვლამდე
დამწვრობას, მოყინვას და ელექტროდენის ორგანიზმზე ზემოქმედებას ზოგჯერ საკმაოდ მძიმე შედეგი მოსდევს.

გაგაცნობთ პირველი დახმარების წესებს, რომელთა სწორად გამოყენების შემთხვევაშიც შესაძლებელია დაშავებულის გადარჩენა. დამწვრობისას პირველი დახმარების წესების გაცნობამდე თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რა ფართობს მოიცავს ესა თუ ის დამწვრობა, რა სიღრმისაა და რომელი ორგანოები ზიანდება ამ დროს.

  • ალით დამწვრობა

დამწვარი ფართობი ხშირად დიდია. სიღრმით უმეტესად მეორე ხარისხის დამწვრობას შეესაბამება. შესაძლოა, დაზიანდეს მხედველობის ორგანოები და ზედა სასუნთქი გზები.

  • ცხელი სითხე

დამწვრობის ფართობი მცირეა, მაგრამ პროცესი ღრმად ვრცელდება. უმეტესად შეესაბამება მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობას.

  • ორთქლი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დამწვრობა დიდ ფართობს მოიცავს, მაგრამ არცთუ ღრმაა. ხშირად ზიანდება სასუნთქი გზები.

  • გავარვარებული საგნები

დამწვრობის ფართობი საგნის ზომას იმეორებს, აქვს მკვეთრი საზღვარი და საკმაო სიღრმე, ხშირად შეესაბამება მეორე-მეოთხე ხარისხის დამწვრობას.

  • მჟავა

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მაწუხებს მენჯის სახსარი შიგნითა მხრიდან ტიტქოს ნაწლავია, რა შეიძლება იყოს ან რის ექიმს მიმვართო,წვის და ჩხვლეტის შეგრძნება</p>

დამწვრობა ღრმა არ არის, რაც მჟავას მაკოაგულირებელ ეფექტს უკავშირდება. ორგანიზმის ცილასთან მჟავას ურთიერთქმედების დროს წარმოიქმნება ქერქი, რომელიც ხელს უშლის მჟავას უფრო ღრმა ფენებში გავრცელებას.

  • ტუტე

ორგანიზმში ღრმად აღწევს, რადგან დამცავი ქერქი ტუტით დამწვრობის დროს არ წარმოიქმნება.

პირველი დახმარების მთავარი მიზანი დამაზიანებელი ფაქტორის მოცილებაა.

თერმული დამწვრობის დროს ადამიანი უნდა მოაცილოთ დაზიანების წყაროს და თუ კანის მთლიანობა დარღვეული არ არის, დამწვარი ადგილი 15-20 წუთით შეუშვიროთ ცივ გამდინარე წყალს (აქტუალურია დამწვრობიდან 2 საათის განმავლობაში).

ქიმიური დამწვრობის დროს საჭიროა კანის ჩამობანა, რათა აქტიური ნივთიერება განეიტრალდეს. ამ ეტაპზე არ შეიძლება ცხიმოვანი მალამოსა და სხვა ცხიმშემცველი პროდუქტების გამოყენება. არ არის რეკომენდებული დამწვარი ტანსაცმლის ფრაგმენტების მოცილება - ამას შესაძლოა დიდ ფართობზე კანის აცლა ან სისხლდენა მოჰყვეს, შედეგად კი - ჭრილობის ინფიცირებაც.

დაშავებული შემდგომი დახმარებისთვის აუცილებლად უნდა გადაიყვანოთ საავადმყოფოში.

კომენტარები (1)
Nini
Damwvrobas aaxlshivrogor movuaro mtkivaa
თარიღი : 28-07-2021
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რა არის ფებრილური კრუნჩხვა და როგორი უნდა იყოს პირველი დახმარება ამ დროს
რა არის ფებრილური კრუნჩხვა და როგორი უნდა იყოს პირველი დახმარება ამ დროს
ფებრილური გულყრა უმთავრესად 6 თვიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებთან გვხვდება.
სრულად
რა სახის დახმარება შეგვიძლია აღმოვუჩინოთ პაციენტს, რომელსაც სისხლდენა აღენიშნება?
რა სახის დახმარება შეგვიძლია აღმოვუჩინოთ პაციენტს, რომელსაც სისხლდენა აღენიშნება?
როგორ უნდა დავეხმაროთ პაციენსტს, რომელსაც სისხლდენა აღენიშნება
სრულად
გადაუდებელი დახმარება მაღალი ტემპერატურისას
გადაუდებელი დახმარება მაღალი ტემპერატურისას
მაღალი ტემპერატურა, ერთი შეხედვით,
სრულად
ზურგდაშავებული ადამიანის წამოსმა ან წამოყენება დაუშვებელია - პირველადი დახმარება ხერხემლის დაზიანების დროს
ზურგდაშავებული ადამიანის წამოსმა ან წამოყენება დაუშვებელია - პირველადი დახმარება ხერხემლის დაზიანების დროს
არსებობს ექიმამდელი დახმარების ორი ძირითადი წესი, რომლებიც ხერხემლის დაზიანებისთანავე უნდა შესრულდეს:
სრულად
უეცარმა დამწვრობამ ან ელექტროტავმამ შეიძლება დაბნეულობა გამოიწვიოს, როგორ მოვიქცეთ? - პირველადი დახმარების წესები
უეცარმა დამწვრობამ ან ელექტროტავმამ შეიძლება დაბნეულობა გამოიწვიოს, როგორ მოვიქცეთ? - პირველადი დახმარების წესები
დამწვრობისას პირველი დახმარების წესების გაცნობამდე თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რა ფართობს მოიცავს ესა თუ ის დამწვრობა, რა სიღრმისაა და რომელი ორგანოები ზიანდება ამ დროს.
სრულად
ანაფილაქსიური შოკი
ანაფილაქსიური შოკი
ანაფილაქსიური შოკი სიცოცხლისათვის საშიში გენერალიზებული ალერგიული რეაქციაა. ის ორგანიზმში ალერგენის
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

დამწვრობა, მოყინვა, ელექტროტრავმა - პირველი დახმარება ექიმის მოსვლამდე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დამწვრობა, მოყინვა, ელექტროტრავმა - პირველი დახმარება ექიმის მოსვლამდე

გაგაცნობთ პირველი დახმარების წესებს, რომელთა სწორად გამოყენების შემთხვევაშიც შესაძლებელია დაშავებულის გადარჩენა. დამწვრობისას პირველი დახმარების წესების გაცნობამდე თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რა ფართობს მოიცავს ესა თუ ის დამწვრობა, რა სიღრმისაა და რომელი ორგანოები ზიანდება ამ დროს.

  • ალით დამწვრობა

დამწვარი ფართობი ხშირად დიდია. სიღრმით უმეტესად მეორე ხარისხის დამწვრობას შეესაბამება. შესაძლოა, დაზიანდეს მხედველობის ორგანოები და ზედა სასუნთქი გზები.

  • ცხელი სითხე

დამწვრობის ფართობი მცირეა, მაგრამ პროცესი ღრმად ვრცელდება. უმეტესად შეესაბამება მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობას.

  • ორთქლი

დამწვრობა დიდ ფართობს მოიცავს, მაგრამ არცთუ ღრმაა. ხშირად ზიანდება სასუნთქი გზები.

  • გავარვარებული საგნები

დამწვრობის ფართობი საგნის ზომას იმეორებს, აქვს მკვეთრი საზღვარი და საკმაო სიღრმე, ხშირად შეესაბამება მეორე-მეოთხე ხარისხის დამწვრობას.

  • მჟავა

დამწვრობა ღრმა არ არის, რაც მჟავას მაკოაგულირებელ ეფექტს უკავშირდება. ორგანიზმის ცილასთან მჟავას ურთიერთქმედების დროს წარმოიქმნება ქერქი, რომელიც ხელს უშლის მჟავას უფრო ღრმა ფენებში გავრცელებას.

  • ტუტე

ორგანიზმში ღრმად აღწევს, რადგან დამცავი ქერქი ტუტით დამწვრობის დროს არ წარმოიქმნება.

პირველი დახმარების მთავარი მიზანი დამაზიანებელი ფაქტორის მოცილებაა.

თერმული დამწვრობის დროს ადამიანი უნდა მოაცილოთ დაზიანების წყაროს და თუ კანის მთლიანობა დარღვეული არ არის, დამწვარი ადგილი 15-20 წუთით შეუშვიროთ ცივ გამდინარე წყალს (აქტუალურია დამწვრობიდან 2 საათის განმავლობაში).

ქიმიური დამწვრობის დროს საჭიროა კანის ჩამობანა, რათა აქტიური ნივთიერება განეიტრალდეს. ამ ეტაპზე არ შეიძლება ცხიმოვანი მალამოსა და სხვა ცხიმშემცველი პროდუქტების გამოყენება. არ არის რეკომენდებული დამწვარი ტანსაცმლის ფრაგმენტების მოცილება - ამას შესაძლოა დიდ ფართობზე კანის აცლა ან სისხლდენა მოჰყვეს, შედეგად კი - ჭრილობის ინფიცირებაც.

დაშავებული შემდგომი დახმარებისთვის აუცილებლად უნდა გადაიყვანოთ საავადმყოფოში.


  • პირველი დახმარების დროს დაშვებული შეცდომები

თანდართული ტრავმის სიმძიმის შეუფასებლობა

დაშავებულის ტრანსპორტირებამდე უნდა შემოწმდეს სასუნთქი გზების გამავლობა, მოტეხილობისა თუ ამოვარდნილობის არსებობა-არარსებობა. არ შეიძლება დამოუკიდებლად მალამოსა თუ სხვა პრეპარატის მიცემა - ამან შესაძლოა მდგომარეობა დაამძიმოს.

ადეკვატური გაუტკივარების ან სახვევი მასალის უქონლობისას არ შეიძლება დამწვარი ადგილის თვითნებური გაწმენდა. ჭრილობა სწორად უნდა იყოს შეხვეული, წინააღმდეგ შემთხვევაში შეშუპება გაძლიერდება და დაშავებულის მდგომარეობა დამძიმდება.

ლახტი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა დაედოს - ის ამძიმებს დამწვრობითი დაავადების მიმდინარეობას, რამაც შესაძლოა კიდურის დაკარგვამდეც კი მიგვიყვანოს.

ელექტროტრავმა

ელექტროტრავმის დროს ადამიანი დენის წყაროს უნდა მოაცილოთ ხის საგნის (ხე შეღებილი არ უნდა იყოს), მისივე ტანსაცმლის (თუ ის სველი არ არის) ან რეზინის მილის დახმარებით, მაგრამ მანამდე უნდა დარწმუნდეთ საკუთარ უსაფრთხოებაში. თუ შესაძლებელია, გათიშეთ კონტაქტები. თუ დაშავებული გონზეა, შეიძლება მივცეთ ასპირინი ან 50 წვეთი კორვალოლი.

გონების დაკარგვის შემთხვევაში, თუ გული მუშაობს და სუნთქვაც შენარჩუნებულია, დაშავებული გვერდზე უნდა დააწვინოთ და შეუხსნათ ტანსაცმელი. გულის გაჩერების ან სუნთქვის შეწყვეტის დროს უნდა ჩატარდეს გულ-ფილტვის რეანიმაცია, ხელოვნური სუნთქვა, გულის დახურული მასაჟი.

ყველა, ვინც ელექტროტრავმა მიიღო, აუცილებლად უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოში - საქმე ის არის, რომ პირველი ხარისხის ელექტროტრავმის დროსაც კი არსებობს მოგვიანებითი არითმიის განვითარების რისკი. ხშირად ის ტრავმიდან პირველი ოცდაოთხი საათის განმავლობაში ვითარდება.

ადგილობრივი ტრავმის დროს პაციენტს უნდა მიეცეს ტკივილგამაყუჩებელი, ხოლო ჭრილობა სტერილური ნახვევით დაიფაროს.

პირველი დახმარება მოყინვის დროს

დამხმარე პირის მოქმედება დამოკიდებულია მოყინვის ხარისხზე, ორგანიზმის საერთო გადაცივების ხარისხზე, ასაკსა და თანმხლებ დაავადებებზე. პირველი დახმარება გულისხმობს ადამიანის გარიდებას დამაზიანებელი ფაქტორისგან, კიდურების გათბობას, სიცივით დაზიანებულ ქსოვილებში სისხლის მიმოქცევის აღდგენას და ინფექციის თავიდან აცილებას.

ამრიგად, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს მოყინვის ნიშნების დროს, დაზარალებულის უახლოეს თბილ შენობაში გადაყვანა, გაყინული ფეხსაცმლის, წინდების და ხელთათმანების გახდაა. პარალელურად საჭიროა ექიმის ან სასწრაფო დახმარების გამოძახება.

პირველი ხარისხის მოყინვის დროს მოყინული ადგილები თბილი ხელებით გაწითლებამდე უნდა გაათბოთ მსუბუქი მასაჟით, ბეწვიანი ქსოვილის დახმარებით, სუნთქვით, მერე კი დაადოთ ბინტ-ბამბის ნახვევი.

მეორე-მეოთხე ხარისხის მოყინვის შემთხვევაში სწრაფი გათბობა, მასაჟი ან ხელსმა არ შეიძლება. დაზიანებულ ადგილზე დაადეთ თბომაიზოლირებელი ნახვევი (დოლბანდის ფენა, შემდეგ - ბამბის სქელი ფენა, ისევ დოლბანდის ფენა, ზემოდან კი დარეზინებული ქსოვილი ან მუშამბა).

დაზიანებული კიდურები უნდა დააფიქსიროთ სახელდახელო საშუალებებით (ფანერის ნაჭრით, მკვრივი მუყაოთი). თბომაიზოლირებელ მასალად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბეწვიანი ქსოვილი, დაბამბული ჯუბა, ნაქსოვი თბილი პერანგი და სხვა.

დაზარალებულს მიეცით ცხელი სასმელი, ცხელი საკვები, ცოტა ალკოჰოლი, ასპირინის ან ანალგინის ტაბლეტი, ორ-ორი ტაბლეტი ნოშპა და პაპავერინი.

არ არის რეკომენდებული მოყინულის თოვლით დაზელა, რადგან მტევნებისა და ტერფების სისხლძარღვები საკმაოდ მყიფეა და შესაძლოა დაზიანდეს. მოყინული კიდურები სწრაფად არ უნდა გაათბოთ. არ არის სასურველი სათბურის და სხვა გამათბობელი საშუალებების უკონტროლო გამოყენება - მდგომარეობა შესაძლოა უფრო მეტად დამძიმდეს.

მიუღებელი და არაეფექტური ვარიანტია ზეთის, კარაქის შეზელა, ღრმა მოყინვის დროს ქსოვილების სპირტით დაზელა.

საერთო მსუბუქი გადაცივების დროს საკმაოდ ეფექტურ მეთოდად მიიჩნევა გათბობა თბილი აბაზანით, რომლის საწყისი ტემპერატურა 24 გრადუსი უნდა იყოს. წყლის ტემპერატურა თანდათანობით სხეულის ნორმალურ ტემპერატურამდე უნდა აიწიოს.

საშუალო და მძიმე საერთო გადაცივების დროს, როდესაც ირღვევა სუნთქვა და სისხლის მიმოქცევა, დაზარალებული სასწრაფოდ უნდა გადაიყვანოთ საავადმყოფოში.