პირველი დახმარება დენის დარტყმის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პირველი დახმარება დენის დარტყმის დროს

, დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და იმაზე, რამდენად დროულად გაეწევა პირველი დახმარება. ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების წარმოშობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება: გულის გაჩერება; გულის რიტმის დარღვევა (არითმია); სუნთქვის დარღვევა ან გაჩერება; კუნთების ტკივილი ან შეკუმშვა; კრუნჩხვითი შეტევები; ნემსისჩხვლეტისმაგვარი ტკივილი ან მგრძნობელობის დაკარგვა; ცნობიერების დაკარგვა.

სასწრაფოს მოსვლამდე: შეაფასეთ სიტუაცია. დაშავებულს მაშინვე ნუ მიეკარებით - შესაძლოა, მასზე ელექტროდენი ისევ მოქმედებდეს და თუ ხელით შეეხებით, თქვენც დაგარტყამთ. თუ არის საშუალება, გამორთეთ დენის წყარო. თუ ეს შეუძლებელია, დაზარალებული დენის წყაროს მოაშორეთ ისეთი მშრალი საგნის მეშვეობით, რომელიც დენს არ ატარებს (ასეთია მუყაო, პლასტმასა, ფიცარი (ოღონდ არა შეღებილი!!!), ხის ტოტი). დააკვირდით, სუნთქავს თუ არა დაზარალებული, თუ არ სუნთქავს, დაუყოვნებლივ დაიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია (ხელოვნური სუნთქვის ჩატარება). ეცადეთ, თავიდან აიცილოთ შოკი. ამისათვის დაშავებული ისე დააწვინეთ, რომ თავი სხეულზე დაბლა მოხვდეს, ფეხები კი ზევით აუწიეთ.

ყურადღება! განურჩევლად იმისა, როგორ გრძნობს თავს დაშავებული, მისი საავადმყოფოში გადაყვანა აუცილებელია, რადგან ელექტროდენის ზემოქმედებიდან 24 საათის შემდეგაც კი არსებობს გულის მოულოდნელი გაჩერების საშიშროება; შიშველი ხელით არ შეეხოთ დაშავებულს, რომელიც ელდენის მოქმედების ქვეშ იმყოფება; დენის მთლიანად გათიშვამდე არ მიუახლოვდეთ მაღალი ძაბვის სადენებს. დადექით მათგან დაახლოებით ექვსი მეტრის მოშორებით (თუ გაწყვეტილი მავთული ხტის და ნაპერწკლებს ისვრის, უფრო შორსაც); დაშავებულს ადგილიდან ნუ დაძრავთ, თუ უშუალო საფრთხე არ ემუქრება, დატოვეთ ადგილზე სასწრაფო დახმარების მოსვლამდე.