პირველი დახმარება გადაუდებელი შემთხვევების დროს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

პირველი დახმარება გადაუდებელი შემთხვევების დროს

პირველი დახმარება გადაუდებელი შემთხვევების დროს

ისინი შეიძლება ავად იყვნენ, ამიტომ უნდა მოძებნოთ მათი პატრონი და დაწვრილებით გამოჰკითხოთ აცრების შესახებ; მთავარი შეცდომა, რაც ადამიანებს ნაკბენი ჭრილობების პირველადი (სახლის პირობებში) დამუშავებისას მოსდით, ის არის, რომ ხშირად ჭრილობას სპირტით ან იოდით ამუშავებენ. ეს არასწორია, მეტიც, დაუშვებელია. ძაღლის ნაკბენი აუცილებლად უნდა მოიბანოს წყლითა და საპნით, შემდეგ დაედოს სტერილური სახვევი და დაზარალებული წუთის დაუკარგავად იქნეს გადაყვანილი საავადმყოფოში. ამით მთავრდება ყოველგვარი პირველი დახმარება ნაკბენი ჭრილობების არსებობისას. თუნდაც ნაკბენი უმნიშვნელო იყოს, მაინც აჩვენეთ ექიმს და დაწვრილებით მოუყევით, რომელმა ცხოველმა გიკბინათ.

  • რა არ შეიძლება: ნაკბენის ამოწოვა, მოწვა, ლახტის დადება.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს! ადამიანის ნაკბენი ცხოველის ნაკბენზე საშიშია, იმ ზოგიერთი ვირუსისა თუ ბაქტერიის გამო, რომლებიც შეიძლება ადამიანის პირის ღრუში იმყოფებოდეს. თუ სხვა ადამიანის კბილებზე მოხვედრისას თითის სახსრების მფარავი კანი დაგიზიანდათ, ესეც ნაკბენად ითვლება. თუ კბენის დროს კანი დაზიანდა: გააჩერეთ სისხლდენა ჭრილობაზე დაწოლით; გულმოდგინედ მოიბანეთ ჭრილობა საპნითა და წყლით; წაისვით ანტიბაქტერიული მალამო ინფექციის პროფილაქტიკისთვის; შეიხვიეთ სუფთა სახვევით. თუ ჭრილობიდან სისხლი ისევ მოდის, დააჭირეთ ჭრილობას სტერილური ბინტი ან სუფთა ქსოვილის ნაჭერი სისხლდენის სრულ შეწყვეტამდე; მიმართეთ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. თუ ტეტანუსის აცრიდან გასულია 5 წელზე მეტი, ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ ტეტანუსის ანატოქსინით აქტიური იმუნიზაცია. ამ შემთხვევაში ანატოქსინის ინექცია უნდა გაკეთდეს კბენიდან არა უგვიანეს 48 საათის განმავლობაში.


ელექტროტრავმა
ელექტროდენით დაზიანების ხარისხი დამოკიდებულია ძაბვაზე, იმაზე, როგორ და რა ხერხით (საშუალებით) გაივლის სხეულში დენი, დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და იმაზე, რამდენად დროულად გაეწევა პირველი დახმარება. ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების წარმოშობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება: გულის გაჩერება; გულის რიტმის დარღვევა (არითმია); სუნთქვის დარღვევა ან გაჩერება; კუნთების ტკივილი ან შეკუმშვა; კრუნჩხვითი შეტევები; ნემსისჩხვლეტისმაგვარი ტკივილი ან მგრძნობელობის დაკარგვა; ცნობიერების დაკარგვა.

  • სასწრაფოს მოსვლამდე: შეაფასეთ სიტუაცია. დაშავებულს მაშინვე ნუ მიეკარებით - შესაძლა, მასზე ელექტროდენი ისევ მოქმედებდეს და თუ ხელით შეეხებით, თქვენც დაგარტყამთ. თუ არის საშუალება, გამორთეთ დენის წყარო. თუ ეს შეუძლებელია, დაზარალებული დენის წყაროს მოაშორეთ ისეთი მშრალი საგნის მეშვეობით, რომელიც დენს არ ატარებს (ასეთია მუყაო, პლასტმასა, ფიცარი (ოღონდ არა შეღებილი!!!), ხის ტოტი). დააკვირდით, სუნთქავს თუ არა დაზარალებული, თუ არ სუნთქავს, დაუყოვნებლივ დაიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია (ხელოვნური სუნთქვის ჩატარება). ეცადეთ, თავიდან აიცილოთ შოკი. ამისათვის დაშავებული ისე დააწვინეთ, რომ თავი სხეულზე დაბლა მოხვდეს, ფეხები კი ზევით აუწიეთ.

ყურადღება! განურჩევლად იმისა, როგორ გრძნობს თავს დაშავებული, მისი საავადმყოფოში გადაყვანა აუცილებელია, რადგან ელექტროდენის ზემოქმედებიდან 24 საათის შემდეგაც კი არსებობს გულის მოულოდნელი გაჩერების საშიშროება; შიშველი ხელით არ შეეხოთ დაშავებულს, რომელიც ელდენის მოქმედების ქვეშ იმყოფება; დენის მთლიანად გათიშვამდე არ მიუახლოვდეთ მაღალი ძაბვის სადენებს. დადექით მათგან დაახლოებით ექვსი მეტრის მოშორებით (თუ გაწყვეტილი მავთული ხტის და ნაპერწკლებს ისვრის, უფრო შორსაც); დაშავებულს ადგილიდან ნუ დაძრავთ, თუ უშუალო საფრთხე არ ემუქრება, დატოვეთ ადგილზე სასწრაფო დახმარების მოსვლამდე.


უცხო სხეული ყურში
ყურში შეიძლება მოხვდეს მცირე საგანი ან შემთხვევით შეღოღდეს მწერი. მწერის გამოდევნა ამგვარად შეიძლება: პიპეტით ყურში ჩააწვეთეთ რამდენიმე წვეთი მცენარეული ზეთი. დაახლოებით ორი საათის შემდეგ ყური გამორეცხეთ თბილი წყლით, სანამ მწერი არ გამოვა. თუ უცხო სხეული ღრმად არის ჩასული, ჯობს პაციენტი ექიმთან წაიყვანოთ, რადგან უცხო სხეულის დამოუკიდებლად გამოღების მცდელობას შესაძლოა დაფის აპკის გახეთქვა და ადამიანის დაყრუება მოჰყვეს. ავიაგადაფრენის დროს აღმოცენებული ყურის ტკივილი ასე შეიძლება მოიხსნას:

1) ხშირად ამთქნარეთ;
2) ხშირ-ხშირად ყლაპეთ ნერწყვი, ღეჭეთ საღეჭი რეზინი ან ყლუპყლუპობით დალიეთ წყალი;
3) თუ ჯანმრთელი ბრძანდებით, მოკუმეთ პირი, თითებით დაიხშეთ ნესტოები და ეცადეთ, ცხვირ-ხახიდან ამოისუნთქოთ.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

1) ყურის ძლიერი ტკივილის დროს ან მაშინ, როცა ტკივილი რამდენიმე დღეა გრძელდება;
2) ყურში ჩირქგროვა ან უცხო სხეულია;
3) ძლიერი ცხელების დროს.

სასწრაფოდ მიაკითხეთ ექიმს, თუ ყურიდან სისხლი ან გამჭვირვალე სითხე დის.


უცხო სხეული სასუნთქ გზებში
სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოხვედრისას აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს! თუ უცხო სხეული მოხრჩობის მიზეზი გახდა, გამოიყენეთ ტაქტიკა "ხუთს პლუს ხუთი": დაზარალებულს ხუთჯერ მკვეთრად უნდა დაარტყათ ხელისგული ბეჭებს შორის, ამის შემდეგ ხუთჯერ შეასრულოთ დიაფრაგმისქვეშა ზეწოლა (ჰეიმლიხის ხერხით), შემდეგ ისევ ბეჭებს შორის ხუთჯერ დარტყმა და ისევ ზეწოლა ჰეიმლიხის მეთოდით. თუ დამხმარე კიდევ გყავთ, გაუშვით ის სასწრაფო დახმარების გამოსაძახებლად. თუ მარტო ხართ, ჩაატარეთ დახმარების ერთი ციკლი, შემდეგ გამოიძახეთ სასწრაფო და პირველი დახმარების გაწევა განაგრძეთ.

  • ჰეიმლიხის მეთოდი: ამოუდექით დაზარალებულს უკან, შემოეხვიეთ და ოდნავ წინ გადახარეთ; ცალი ხელი მომუჭეთ და დაზარალებულს ჭიპის ზემოთ დაადეთ; მეორე მუშტს შემოხვიეთ და სწრაფი და ძლიერი მოძრაობით დააწექით მუცელს იმგვარად, თითქოს დაზარალებულის მაღლა აწევას ცდილობდეთ. შეასრულეთ ეს მოძრაობა ხუთჯერ (თუ აუცილებელი გახდა). თუ უცხო სხეული, რომელიც მოხრჩობას იწვევს, ადგილიდან არ დაიძრა, მთელი ციკლი თავიდან გაიმეორეთ.


 



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ანაფილაქსიური შოკი სიცოცხლისათვის საშიში გენერალიზებული ალერგიული რეაქციაა. ის ორგანიზმში ალერგენის
პაპანაქება სიცხეში ძალიან ადვილად ვითარდება როგორც მზის, ასევე სითბური დაკვრა, სამწუხაროდ, ამას ადამიანები
მაღალმთიან დასახლებებში, რომელთა გეოგრაფიული მდებარეობის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების
ხანძრისას არა მხოლოდ ღია ცეცხლია საშიში. აალებული მასალების კვამლი ხვდება სასუნთქ გზებში და იწვევს ორგანიზმის მოწამვლას
ყველა ჩვენგანს აგვიტანია ტკივილი. ხანდახან, ძალიან დიდხანსაც. მაგრამ არსებობს ტკივილის სახეობა, რომლის მოთმენაც არ შეიძლება, რადგან მათ წარმოშობას სიცოცხლისთვის საშიში მიზეზები აქვს.
მთელს მსოფლიოში 12 სექტემბერს პირველადი სასწრაფო დახმარების აღმოჩენის დღე (World First Aid Day) აღინიშნება. 2000 წლიდან მოყოლებული, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ინიციატივით, ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები, ყოველწლიურად, სექტემბრის მეორე შაბათს ტარდება.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად