როგორ არ დავიბნეთ გადაუდებელი მდგომარეობის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ არ დავიბნეთ გადაუდებელი მდგომარეობის დროს

ჩვენს ყოველდღიურობაში უბედური შემთხვევები საკმაოდ ხშირი მოვლენაა. ამ დროს ვიღაცას შესაძლოა სასწრაფო პირველადი დახმარება დასჭირდეს. ამიტომაც, სასურველია, ყველამ იცოდეს, რისი გაკეთებაა აუცილებელი ასეთ ვითარებაში.

ნებისმიერი ჩვენგანი შესაძლოა აღმოჩნდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების აუცილებლობის წინაშე. საგზაო შემთხვევები აშკარა მაგალითია იმისა, რომ ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს ელემენტარული პირველადი დახმარების გაწევა.

სწორად გაწეულმა პირველადმა დახმარებამ შესაძლოა ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნოს ან ტკივილი შეუმსუბუქოს.

როდესაც მთამსვლელთა სტუდენტურ ჯგუფთან, მეგობრებთან ან თანამშრომლებთან ერთად სამოგზაუროდ მიდიხართ, აუცილებელია, თქვენ შორის იყოს ისეთი პირი, რომელმაც იცის, როგორ მოიქცეს საგანგებო ვითარებაში. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ პირველადი დახმარებისთვის მხოლოდ თეორიული ცოდნა არ არის საკმარისი, აუცილებელია პრაქტიკული გამოცდილებაც.

პირველადი დახმარების გაწევა აუცილებელია: დაშავებულის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, მდგომარეობის დამძიმების თავიდან ასაცილებლად, ტკივილის გასაყუჩებლად და გამოჯანმრთელების დასაჩქარებლად.

პირველადი დახმარება გულისხმობს სწრაფად და ზუსტად მოქმედებას იმ საშუალებებით, რომლებიც იმ მომენტში ხელთ აღმოგაჩნდებათ. დაწყებული უმნიშვნელო ნატკენიდან, რომელსაც მხოლოდ პლასტირის მიკვრა სჭირდება, დამთავრებული დიდმასშტაბიანი საგზაო შემთხვევებით, დახმარების პროცესი ერთი და იმავე თანამიმდევრობით ხორციელდება.

  • უპირველეს ყოვლისა, სწრაფად შეაფასეთ სიტუაცია. თუ ეს სერიოზული უბედური შემთხვევაა, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

  • თუ რამდენიმე ადამიანია დაშავებული, უნდა დაადგინოთ ყველაზე მეტად რომელს სჭირდება ყურადღება, შემდეგ კი, შეეცადოთ, არსებული სიმპტომების გათვალისწინებით დასვათ დიაგნოზი. გარეგანი დაზიანებები ადვილი შესამჩნევია, მაგრამ შესაძლოა არსებობდეს შინაგანი დაზიანებებიც და სისხლდენა, ტრავმირებული ორგანოები ან მოტეხილობა.

  • დიაგნოზის დასმის შემდეგ, მომდევნო ეტაპია მკურნალობა. პირველადი დახმარების გაწევისას დასაშვებია იმის გამოყენება, რაც ხელთ მოგხვდებათ. ზოგიერთ შემთხვევაში საკმარისია დაშავებულის თბილად და გაუნძრევლად გაჩერება მანამდე, ვიდრე სამედიცინო დახმარება მოვა.

  • პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, დაშავებულები აუცილებლად პროფესიონალი ექიმების მეთვალყურეობას საჭიროებენ, მაშინაც კი, თუ დაშავებული თავს უკეთ გრძნობს. მაგალითად, მძიმე ნივთის თავში მოხვედრის ან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს (თავის მირტყმის შედეგად), თავი შეიძლება კარგად იგრძნოთ, მაგრამ დარტყმა ხშირად თავის ქალის შიგნით სისხლდენას იწვევს და ეს ტვინზე სერიოზულად მოქმედებს. სიმპტომები კი მხოლოდ რამდენიმე საათში ან დღეში ვლინდება.

  • პირველადი დახმარების აღმომჩენთა სამსახური დასრულებულად შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც დაშავებული სპეციალისტი ექიმის და ექთნის ხელში გადავა.

ჩვენს ცხოვრებას თან სდევს მოულოდნელობა და ხიფათი. ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც არ მოხვედრილა ისეთ სიტუაციაში, როცა ვინმეს მისი დახმარება დასჭირვებია, ამიტომ პირველი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარების უნარ-ჩვევები ყველას უნდა ჰქონდეს. უბედური შემთხვევისგან არავინ არის დაზღვეული. ასეთი შემთხვევები (ავტოკატასტროფა, ხანძარი, სტიქიური უბედურება), ასევე - ზოგიერთი დაავადების თანმხლები მძიმე მდგომარეობა (კომა, გულყრა, შოკი) საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს.

ზოგჯერ წამები წყვეტს ყველაფერს. ასეთ დროს ბევრი რამ არის დამოკიდებული მასზე, ვინც გასაჭირში ჩავარდნილის გვერდით აღმოჩნდება. ექსტრემალურ სიტუაციაში დამხმარე ადამიანის ქცევას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ დროს გადამწყვეტია სისწრაფე, მოვლენის სწორი აღქმა და ზუსტი გააზრება, ორგანიზებულობა, ყურადღების კონცენტრირება, ირგვლივ მყოფთა მობილიზება, რათა ერთიანი ძალით, შეთანხმებულად იმოქმედონ, შეებრძოლონ საფრთხეს და მის ყველაზე საშინელ შედეგს - სიკვდილს.

პირველი დახმარების გაწევისას მაშველი არ უნდა აჰყვეს პანიკას, თვითონაც სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს და ირგვლივ მყოფებსაც იგივე მოსთხოვოს. რაც მთავარია, არ უნდა დაკარგოს დრო და გასაჭირში მყოფს გადაუდებელი დახმარება გაუწიოს.

ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან პიროვნული თვისებებით, ემოციური მდგომარეობით, ტემპერამენტით, აზროვნებით, რაც ექსტრემალურ სიტუაციაში თავისთავად მჟღავნდება. მგრძნობიარე და ემოციური პიროვნება ასეთ დროს ხშირად იბნევა, ღელავს, შფოთავს, უჭირს მობილიზება, ყურადღების მოკრება, რის გამოც კარგავს სწრაფი მანევრირების უნარს. როცა ვისიმე სიცოცხლე საფრთხეშია, პასუხისმგებლობა ასეთმა ადამიანმა არ უნდა აიღოს თავის თავზე.

მნიშვნელოვანია თვით ავადმყოფისა თუ დაშავებულის ფაქტორიც. თუ ექსტრემალურ სიტუაციაში ადამიანს გონება არ დაუკარგავს ან უეცრად მოვიდა გონს, ის შესაძლოა დაეხმაროს თავის მხსნელს. ამ შემთხვევაში სამედიცინო დახმარება საგრძნობლად გაადვილდება და დროც ნაკლები დაიკარგება. მაგრამ თუ დაშავებული პანიკაში ჩავარდა, შესაძლოა ხელიც კი შეუშალოს მისი დახმარების მსურველს, ამიტომ მაშველი ყველანაირად უნდა შეეცადოს მის დაწყნარებას, მისი ყურადღების გადატანას, დარწმუნებას იმაში, რომ საშიშროებამ ჩაიარა, ყველაზე უარესი უკან დარჩა, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

წინათ სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში ასწავლიდნენ პირველი სამედიცინო დახმარების წესებს, იყო სპეციალურად მომზადებული რაზმებიც. დღეს ისინი აღარ ფუნქციობს. უბედური შემთხვევებისთვის მომზადებული ადამიანიც ძალიან ცოტაა, მაშინ როდესაც განვითარებულ ქვეყნებში არსებობს შესანიშნავი სამაშველო სამსახურები (მაგალითად, მსოფლიოში ცნობილი „911“), რომლებსაც გავლილი აქვთ საუკეთესო სწავლება და მომზადებულნი არიან სახიფათო და ექსტრემალური სიტუაციებისთვის, საგანგებო მდგომარეობაშიც კი არაჩვეულებრივ სისწრაფეს, ორგანიზებას, მობილიზებას, მანევრირების უნარს იჩენენ და, შეიძლება ითქვას, სასწაულებს ახდენენ. ასეთივე პროფესიონალიზმს ამჟღავნებენ პოლიციელთა რაზმებიც, რომლებიც ექიმებს შესაშურ თანაშემწეობას უწევენ.

ბოლო წლებში საქართველოშიც შეიქმნა სამაშველო სამსახური - 112. საგანგებოდ მომზადებული მაშველთა რაზმები მობილიზებულნი არიან ექსტრემალური სიტუაციებისთვის. ეს ბადებს იმედს, რომ დროთა განმავლობაში მაღალკვალიფიციური კადრები ჩვენშიც შესაბამის სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევენ ადამიანებს.

გახსოვდეთ:

  • ნებისმიერი უგონო მდგომარეობა საგანგაშოა; უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება.
  • უგონოდ მყოფადამიანს არაფერი ჩაუდოთ პირში, არც სითხე ჩაასხათ. ამ მდგომარეობაში ყველა კუნთი მოდუნებულია და შესაძლოა, თქვენი მიცემული ტაბლეტი თუ წყალი ადამიანს სასუნთქ გზებში გადასცდეს და დაახრჩოს.
  • ერთადერთი, რაც ამ დროს მოგეთხოვებათ, ის არის, რომ გაუხსნათ სასუნთქი გზები, უზრუნველყოთ ჟანგბადის მოდინება, პაციენტის უსაფრთხოება და დაელოდოთ სასწრაფოს.
  • მნიშვნელოვანია გარემოს დათვალიერებაც - შესაძლოა, ისეთი რამ შეამჩნიოთ, რაც ექიმს დიაგნოზის დასმაში დაეხმარება. მაგალითად, უგონოდ მყოფი ადამიანის გვერდით შპრიცის დანახვა გვაფიქრებინებს, რომ მან ნარკოტიკი მიიღო ან შაქრიანი დიაბეტი აქვს, ალკოჰოლიანი სასმლის ბოთლისა ან საკვებისა - რომ მოიწამლა.
  • უგონოდ მყოფი ადამიანის თანდასწრებით ნუ გამოთქვამთ არაკეთილსაიმედო პროგნოზს მისი ჯანმრთელობის შესახებ - შესაძლოა, მას ყველაფერი ესმოდეს.