ზურგდაშავებული ადამიანის წამოსმა ან წამოყენება დაუშვებელია - პირველადი დახმარება ხერხემლის დაზიანების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზურგდაშავებული ადამიანის წამოსმა ან წამოყენება დაუშვებელია - პირველადი დახმარება ხერხემლის დაზიანების დროს

1. შეძლებისდაგვარად მოიხსნას ტკივილი. ამისთვის იყენებენ ხელთ არსებულ ნებისმიერ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას მაქსიმალური დოზით. შეიძლება ისეთი საშუალების გამოყენებაც, როგორიც ანალგინია.

2. დაფიქსირდეს ტრავმირებული ადგილი.

ხერხემლის რომელიმე ნაწილის დაფიქსირება დამოუკიდებლად, რა თქმა უნდა, ძნელია - ამისთვის საჭირო საშუალება ჩვეულებრივ პირობებში არ არსებობს, ამიტომ სასურველია, დავაფიქსიროთ ხერხემლის მთელი სვეტი, რისთვისაც გამოვიყენებთ ადამიანის სიმაღლის ნებისმიერ მყარ მასალას. სპეციალური საკაცე წარმატებით შეიძლება შეიცვალოს ორი ვიწრო (ან ერთი ფართო) ფირფიცრით და დაზარალებული მასზე დაებას. უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება რბილი საკაცის გაკეთებაც, ოღონდ დაშავებული მასზე მუცლით უნდა დავაწვინოთ.

ეს არ არის ტრანსპორტირებისთვის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ამ დროს ჭირს დაშავებულის სახისა და სუნთქვისთვის თვალყურის დევნება, რაც აუცილებელია ხერხემლის კისრის ნაწილის ტრავმის დროს. განურჩევლად იმისა, ხერხემლის რომელი ნაწილია დაზიანებული, აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს კისრის მიდამო. კისრის ნაწილი რომც არ იყოს დაზიანებული, თავის გატოკებისას შესაძლოა ხერხემალიც გაინძრეს. კისრის დაფიქსირება შესაძლებელია სპეციალური საყელოთი, რომლის ზომაც კისრის სიმაღლეს ემთხვევა.

ასეთი საყელო შეგიძლიათ თავად დაამზადოთ მუყაოსგან, შიგნიდან ბამბა ან რბილი ნაჭერი ამოუფინოთ, ხოლო გარედან ბინტით დაამაგროთ. შეიძლება სხვა მასალების გამოყენებაც. დაშავებულის საკაცეზე ან ფარზე გადაყვანა დიდი სიფრთხილით და სინქრონული მოძრაობით უნდა მოხდეს. ამ დროს ხერხემლის ყველა ნაწილი დამხმარეთა ხელებით უნდა იყოს დაფიქსირებული.

არ შეიძლება

ზურგდაშავებული ადამიანის წამოსმა ან წამოყენება;

ხერხემლის კისრის ან სხვა ნაწილის “ჩასმის” მცდელობა;

დაშავებულისთვის ხელ-ფეხის გაწევა ან გათრევა;

წამლის მიცემა, თუ დარღვეული აქვს ყლაპვის ფუნქცია ან უგონოდაა;

საავადმყოფოში მჯდომარის გადაყვანა.