/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პირველი დახმარება

პირველი დახმარება კომის დროს

პირველი დახმარება კომის დროს
კომა უგონო მდგომარეობაა, რომელიც ღრმა ძილს მოგვაგონებს, მაგრამ, ძილისგან განსხვავებით, მას ერთვის გულის მუშობის, სუნთქვის რიტმის, მგრძნობელობისა და რეფლექსების მოშლა.

კომა შესაძლოა განვითარდეს როგორც უეცრად, ელვისებურად, ისე თანდათანობით. ამ შემთხვევაში მას წინ უძღვის პრეკომური, კომისწინარე მდგომარეობა. კომური მდგომარეობა სახიფათოა. თუ სამედიცინო დახმარებამ დაიგვიანა, ავადმყოფის ორგანიზმში მომხდარი ცვლილებები შესაძლოა შეუქცევადი ხასიათისა გახდეს. კომაში ჩავარდნილ ავადმყოფს ექიმის მოსვლამდე მხოლოდ უმნიშვნელო დახმარებას თუ გავუწევთ, მაგრამ ამ მცირედი დახმარებითაც კი შეიძლება, მას სიცოცხლე შევუნარჩუნოთ. უნდა ვიცოდეთ, როდის არის მოსალოდნელი კომის განვითარება, შეგვეძლოს კომისწინარე სიმპტომების ამოცნობა და საეჭვო ნიშნების აღმოცენებისთანავე მივმართოთ ექიმს. მოკლედ მიმოვიხილავთ დაავადებებს, რომლებმაც შეიძლება ავადმყოფი კომურ მდგომარეობამდე მიიყვანოს.

აპოპლექსიური კომა

აპოპლექსიური კომა ვითარდება თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის შედეგად. ამ მიზეზით გამოწვეული კომა ყველაზე ხშირია. აპოპლექსიური კომა საკმაოდ სწრაფად, თითქმის ელვისებურად ვითარდება სისხლძარღვის გაგლეჯისა და თავის ტვინში ან ტვინის გარსში სისხლის ჩაქცევისას (მედიცინაში ამას ჰემორაგიულ ინსულტს უწოდებენ). თავის ტვინის სისხლძარღვის დახშობისას, თუ ის ნელა-ნელა მიმდინარეობს, ადამიანი გონებას თანდათანობით კარგავს, ხოლო მოწყვეტილი ემბოლით სისხლძარღვის დახშობისას (თრომბოემბოლია), რაც გულის დაავადებების (მოციმციმე არითმია, რევმატიზმი) დროს ინსულტს იწვევს, ადამიანს გონება სწრაფად, მაგრამ მცირე ხნით ეკარგება.

აპოპლექსიური კომის დროს გონების დაბინდვასთან ერთად ირღვევა მეტყველება, ქრება კიდურების მოძრაობის უნარი, იკარგება მგრძნობელობა (ავადმყოფი ვერ გრძნობს ტკივილს მოძრაობის უნარდაკარგულ კიდურებში). ასეთი რამ მეტწილად ემართებათ ასაკოვან ადამიანებს, რომელთაც აქვთ ჰიპერტონიული დაავადება ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის რომელიმე სხვა დაავადება.

კომა შესაძლოა ეპილეფსიური გულყრის შედეგადაც აღმოცენდეს - ავადმყოფი შეტევის შემდეგ ღრმა ძილს მიეცეს. თუნდაც მდგომარეობა ავადმყოფისთვის ჩვეული იყოს, აუცილებელია მისი პულსის, წნევისა და ტემპერატურის კონტროლი. თუ კომა ჩვეულებრივზე მეტხანს გაგრძელდა, საჭიროა ავადმყოფის გამოღვიძება, ხოლო თუ ვერც ეს მოხერხდა, დაუყოვნებლივ უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რადგან არ არის გამორიცხული, გულყრის დროს ინფარქტი ან ინსულტი მომხდარიყო.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მაწუხებს მენჯის სახსარი შიგნითა მხრიდან ტიტქოს ნაწლავია, რა შეიძლება იყოს ან რის ექიმს მიმვართო,წვის და ჩხვლეტის შეგრძნება</p>

ჰიპოქსიური კომა

ჰიპოქსიური კომა შესაძლოა განვითარდეს მიოკარდიუმის ინფარქტის დროს კარდიოგენული შოკის შედეგად - ამ დროს გული იმდენად სუსტად გადაქაჩავს სისხლს, რომ ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების უკმარისობის გამო თავის ტვინი ჰიპოქსიურ მდგომარეობაში ვარდება. ეს მდგომარეობა სწრაფად ვითარდება, რადგან თავის ტვინის უჯრედებს ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მარაგი არ გააჩნიათ. ჟანგბადს მოკლებული ტვინის უჯრედები 5 წუთში იწყებენ კვდომას. მიოკარდიუმის ინფარქტთან დაკავშირებული კომის დროს ხშირად ვერ ხერხდება წნევის გაზომვა და პულსის დათვლა. ინფარქტით განპირობებული კომის მსგავსი მდგომარეობა ვითარდება ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის შემთხვევაშიც. ამ დროს ფეხის ვენიდან ან გულის მარჯვენა ნაწილიდან მოწყვეტილი სისხლის კოლტი (თრომბი) ახშობს ფილტვის არტერიას, რომლითაც სისხლი გულიდან ფილტვებში ხვდება. შედეგად ვითარდება შოკი და გული ჩერდება. ამ მდგომარეობაში ავადმყოფებს აქვთ დამახასიათებელი იერი: თავი, ყელი და ხელები იღებს მოლურჯო-მოშავო ფერს. ამ დროს ადამიანი რამდენიმე წამში კვდება. საზოგადოდ, შინაგანი ორგანოების ნებისმიერმა დაავადებამ უკანასკნელ სტადიაში შესაძლოა კომა გამოიწვიოს.

ასევე დაგაინტერესებთ
პირველი დახმარება კანის მსუბუქი დამწვრობისას

თირკმლისმიერი კომა

თირკმლისმიერი კომა ვითარდება თირკმელების ხანგრძლივად მიმდინარე დაავადების (თირკმელკენჭოვანი დაავადება, პიელონეფრიტი, გლომერულონეფრიტი) დროს, კერძოდ, მაშინ, როდესაც პათოლოგიას თან სდევს თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, რომელიც ცილების დაშლის პროდუქტებით (შარდმჟავა, შარდოვანა და სხვა) ტვინის მოწამვლას იწვევს. თირკმლისმიერი კომა თანდათანობით ვითარდება. თავდაპირველად თავს იჩენს სისუსტე, ღრძილებიდან დის სისხლი, თავსა და ყურებში აღმოცენდება ხმაურის შეგრძნება, ავადმყოფი ფითრდება (ანემია), შემდეგ იწყებს ბოდვას, ბოლოს კი გონებას კარგავს. პირიდან ამოსდის შარდისა და ნიშადურის სუნი, კანი ეფარება თეთრი ნადებით (მარილის კრისტალებით). შესაძლოა, ხელის მტევნებზეც ჰქონდეს შარდის სუნი.

ღვიძლისმიერი კომა

ღვიძლისმიერი კომა ღვიძლის ხანგრძლივად მიმდინარე დაავადების ან ღვიძლისთვის ტოქსიკური შხამით (დიქლორეთანი, დიქლოფოსი, ალკოჰოლი) მოწამვლის დროს არის მოსალოდნელი. კომური მდგომარეობა თანდათანობით ვითარდება. ამ დროს კანს ხშირად მოყვითალო ელფერი აქვს, სიყვითლე განსაკუთრებით შესამჩნევია სკლერებზე. შესამჩნევია ფსიქიკის მოშლა - ბოდვა, დღისით ძილად მივარდნა, ღამით კი უძილობა, ტემპერატურის მცირედი (37,2-37,5 0C-მდე) მატება. შემდეგ ავადმყოფი კარგავს გონებას, პირიდან ამოსდის ღვიძლის მოტკბო სუნი.

დიაბეტური კომა

დიაბეტური კომა შესაძლოა განვითარდეს სისხლში შაქრის როგორც უკმარისობის (ჰიპოგლიკემიური კომა), ისე სიჭარბის (ჰიპერგლიკემიური კომა) გამო. ჰიპოგლიკემიური კომა მწვავედ ვითარდება. ავადმყოფი გრძნობს შემცივნებას, შიმშილს, ჟრჟოლას, შემდეგ კი კარგავს გონებას. იშვიათად ამას ერთვის ხანმოკლე კრუნჩხვაც. გონების დაკარგვას მოსდევს ძლიერი ოფლიანობა. ავადმყოფს მთელი სხეული ცივი ოფლით აქვს დაფარული. ჰიპერგლიკემიური კომა თანდათანობით ვითარდება. ეს პროცესი ზოგჯერ ერთ დღეზე მეტხანსაც კი გასტანს. ავადმყოფს პირი უშრება და ბევრ წყალს სვამს. თუ ამ დროს სისხლში შაქრის დონეს შევამოწმებთ, დავინახავთ, რომ მაჩვენებელი 2-3-ჯერ არის მომატებული (ნორმა 3,3-5,5 მოლი/ლიტრია). ჰიპერგლიკემიური კომა, ჩვეულებრივ, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს ემართებათ. მისი განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ გონების დაკარგვისას კანი მშრალი და თბილია, ავადმყოფს პირიდან ამოსდის ვაშლის ან აცეტონის სუნი.

ჰემორაგიული კომა

ჰემორაგიული კომა სისხლდენის დროს თანდათანობით ვითარდება. ავადმყოფს, წესისამებრ, აქვს ძალიან ხშირი პულსი და უკიდურესად დაბალი წნევა. თუ სისხლის კარგვა თანდათანობით ხდება (შინაგანი სისხლდენა), ადამიანი დიდხანს ინარჩუნებს ნათელ გონებას, ხოლო როცა სისხლის დანაკარგი მიაღწევს კრიტიკულ ზღვარს, გონს კარგავს. ეს ავისმომასწავებელი ნიშანია, რადგან თავის ტვინსა და ორგანიზმის სხვა ქსოვილებში ჟანგბადის უკმარისობით გამოწვეულმა ცვლილებებმა შესაძლოა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს.

პირველი დახმარება

კომური მდგომარეობის მკურნალობა მხოლოდ სტაციონარშია შესაძლებელი, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მის მოსვლამდე კი ავადმყოფის დახმარება ვცადოთ: დავალევინოთ თბილი, დამტკბარი (2-3 ჩაის კოვზი შაქარი ერთ ფინჯანზე) ჩაი. თუ ეს ჰიპოგლიკემიური კომაა, ავადმყოფი უკეთ გახდება, ხოლო თუ კომა სხვა ბუნებისაა, ტკბილი ჩაი მაინც არ აწყენს.

შესაძლოა, ავადმყოფი უშუალოდ კომისგან არ დაიღუპოს, მაგრამ კომის დროს აღებინოს და ამონაღები მასა ბრონქებსა და ფილტვებში გადასცდეს, ამიტომ აუცილებელია, კომაში ჩავარდნილი გვერდულად დავაწვინოთ ან თავი გვერდზე მივუბრუნოთ. თუ უკვე აღებინა, პირი გავუწმინდოთ და აუცილებლად ამოვუღოთ კბილების პროთეზი (თუ აქვს).

კრუნჩხვის შემთხვევაში ავადმყოფს თავი უნდა დავუჭიროთ ან თავქვეშ რბილი ქსოვილი ამოვუდოთ, მოვაცილოთ მჭრელი საგნები. ღია სისხლდენის შემთხვევაში უნდა ვცადოთ სისხლის შეჩერება (იხ. პირველი დახმარება სისხლდენის დროს). ავადმყოფს გულდასმით უნდა დავუთვალიეროთ მთელი სხეული და დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახებისას დისპეტჩერს მის შესახებ ვაცნობოთ, რათა დასახმარებლად სპეციალური ბრიგადა გამოგზავნოს.

იმისათვის, რომ ადგილზე მისული ექიმი დროულად გაერკვეს კომის ბუნებაში, აუცილებლად უნდა აჩვენოთ მას ავადმყოფის ყველა სამედიცინო დოკუმენტი (თუ აქვს).

კომენტარები (2)
ნიაზი
კომაში მყოფი ადამიანი სიზმარს ხედავს?
თარიღი : 23-06-2014
ნიაზი
კომის დროს ადამიანი სიზმარს ხედავს?
თარიღი : 23-06-2014
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

პირველი დახმარება კომის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები