ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში ადგილობრივ მოსახლეობას გადაამზადებენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში ადგილობრივ მოსახლეობას გადაამზადებენ

დროულად მიწოდება რთულია, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის მიმართულებით ადგილობრივი მცხოვრებლები გადამზადდებიან, რათა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე პირველადი დახმარების აღმოჩენა შეძლონ, - ამის შესახებ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, ეს ერთგვარად ინოვაციური მეთოდი სხვა ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა.

„იმ დასახლებულ პუნქტებში, რომლებშიც გეოგრაფიული მდებარეობის გამო რთულია ან ზოგჯერ შეუძლებელია, მალევე მიეწოდოს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და ამავდროულად საჭიროა, პირველსავე წუთებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, რამდენიმე ადამიანს ამ ფორმატით გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში გადავამზადებთ, რათა ვიდრე კვალიფიციური სასწრაფო დახმარება მივა, პირველსავე წუთებში აღმოუჩინონ შესაბამისი სტაბილიზაცია. ხაზს ვუსვამ, რომ ეს რა თქმა უნდა არ გამორიცხავს სამედიცინო დახმარებას. თუმცა ის ფაქტი, რომ კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მისვლამდე შესაძლებელი იქნება პირველსავე წუთებში გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა, მნიშვნელოვნად გაზრდის მთის მოსახლეობის და ასეთი სოფლების წვდომას სამედიცინო სერვისებთან“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.