ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში ადგილობრივ მოსახლეობას გადაამზადებენ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში ადგილობრივ მოსახლეობას გადაამზადებენ

ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში ადგილობრივ მოსახლეობას გადაამზადებენ
მაღალმთიან დასახლებებში, რომელთა გეოგრაფიული მდებარეობის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების დროულად მიწოდება რთულია, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის მიმართულებით ადგილობრივი მცხოვრებლები გადამზადდებიან, რათა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე პირველადი დახმარების აღმოჩენა შეძლონ, - ამის შესახებ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, ეს ერთგვარად ინოვაციური მეთოდი სხვა ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა.

„იმ დასახლებულ პუნქტებში, რომლებშიც გეოგრაფიული მდებარეობის გამო რთულია ან ზოგჯერ შეუძლებელია, მალევე
მიეწოდოს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და ამავდროულად საჭიროა, პირველსავე წუთებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, რამდენიმე ადამიანს ამ ფორმატით გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში გადავამზადებთ, რათა ვიდრე კვალიფიციური სასწრაფო დახმარება მივა, პირველსავე წუთებში აღმოუჩინონ შესაბამისი სტაბილიზაცია. ხაზს ვუსვამ, რომ ეს რა თქმა უნდა არ გამორიცხავს სამედიცინო დახმარებას. თუმცა ის
ფაქტი, რომ კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მისვლამდე შესაძლებელი იქნება პირველსავე წუთებში გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა, მნიშვნელოვნად გაზრდის მთის მოსახლეობის და ასეთი სოფლების წვდომას სამედიცინო სერვისებთან“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
11-01-2019
"112" მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მხოლოდ გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში გამოიძახონ სასწრაფო
09-01-2019
რუტინული სამუშაოს მიუხედავად, ახალი წლის ღამე ექიმებისთვის მაინც განსაკუთრებულია.
05-01-2018
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ანაფილაქსიური შოკი სიცოცხლისათვის საშიში გენერალიზებული ალერგიული რეაქციაა. ის ორგანიზმში ალერგენის
პაპანაქება სიცხეში ძალიან ადვილად ვითარდება როგორც მზის, ასევე სითბური დაკვრა, სამწუხაროდ, ამას ადამიანები
ხანძრისას არა მხოლოდ ღია ცეცხლია საშიში. აალებული მასალების კვამლი ხვდება სასუნთქ გზებში და იწვევს ორგანიზმის მოწამვლას
ყველა ჩვენგანს აგვიტანია ტკივილი. ხანდახან, ძალიან დიდხანსაც. მაგრამ არსებობს ტკივილის სახეობა, რომლის მოთმენაც არ შეიძლება, რადგან მათ წარმოშობას სიცოცხლისთვის საშიში მიზეზები აქვს.
მთელს მსოფლიოში 12 სექტემბერს პირველადი სასწრაფო დახმარების აღმოჩენის დღე (World First Aid Day) აღინიშნება. 2000 წლიდან მოყოლებული, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ინიციატივით, ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები, ყოველწლიურად, სექტემბრის მეორე შაბათს ტარდება.
ბენზინის ზოგიერთ სახეობას ანტიდეტონატორის სახით ამატებენ ეთილის სითხეს, რომელიც მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს საკმაოდ მომწამვლელ ტეტრაეთილტყვიას (მეტალოორგანული შენაერთი). ეთილირებული ბენზინი ძალიან სახიფათოა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად