იაპონელებმა მძიმე პაციენტებისთვის უნიკალური სისტემა შექმნეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იაპონელებმა მძიმე პაციენტებისთვის უნიკალური სისტემა შექმნეს

ის აერთიანებს რობოტიზებულ ფიქსატორებს ქვემო კიდურებისთვის, მონიტორსა და სარბენ ბილიკს. ექიმთა განცხადებით, ახალი სისტემა მეტად მოხერხებულია და ერთდროულად რამდენიმე პრობლემის გადაჭრის საშუალებას იძლევა. პრობლემები კი, რომელთაც პარეზის მქონე პაციენტები რეაბილიტაციის პროცესში აწყდებიან, საკმაოდ ბევრია.

ახალშექმნილი სისტემის ფიქსატორები სპეციალური სამაგრებითა და სენსორებით თავსდება ბარძაყების, წვივებისა და კოჭის არეში. სხეულს, თავის მხრივ, საგანგებო თასმები აკავებს. ფიქსატორები არა მხოლოდ აკონტროლებს ადამიანის მოძრაობებს, არამედ სისტემას ამცნობს, რომელ კონკრეტულ უბანშია დახმარება საჭირო. მაგალითად, თუ პაციენტს ესაჭიროება ფეხის გამართვაში დახმარება და ა. შ.

რაც ყველაზე მნიშვენლოვანია, სისტემა პაციენტს ეხმარება იმ ზომიერებით, რომელიც მისთვისაა საჭირო, ანუ პაციენტი იღებს ისეთ დატვირთვას, რომ რეაბილიტაციის პროცესი არ შეფერხდეს. სისტემა თავად იგებს, როდის აცხადებს ფეხები უარს. სიარულის მანერა ხომ ისედაც ჩანს მონიტორზე.

ექსპერტთა აზრით, ეს სისტემა საოცრად ეხმარება პაციენტს დადგეს ფეხზე, უნიკალურია იმისათვის, რომ ადამიანმა დროულად დაიწყოს სიარული, 1,6-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ეს ტრადიციული აღდგენითი პროგრამითაა შესაძლებელი.

თინათინ გოცაძე