მოცარტი ინსულტისა და პარკინსონის წინააღმდეგ
მუსიკის ეს საოცარი თვისება კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა კარგა ხანია აღმოაჩინეს. ისინი ირწმუნებიან, რომ პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებს სტანდარტულმა თერაპიამ მამოძრავებელი ფუნქციების მხოლოდ 10 % გაუუმჯობესა, მაშინ, როცა თერაპიის მუსიკასთან შეწყმისას მდგომარეობა მთელი 25 %-ით უმჯობესდებოდა.
რეაბილიტაციისთვის ნებისმიერი მუსიკის გამოყენება შეიძლება, მაგრამ ყველაზე ძლიერ ეფექტს მაინც მოცარტი ახდენს, განსაკუთრებით მარშები, რომელთა თანხლებითაც ავადმყოფები უფრო მეტი ხალისით ვარჯიშობენ.
თინათინ გოცაძე