ჰომეოპათია პროსტატის ადენომის მკურნალობაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰომეოპათია პროსტატის ადენომის მკურნალობაში

- ბატონო კახა, ჰომეოპათია საქართველოშიც ძალიან პოპულარულია. რა არის ამის მიზეზი?

- საზოგადოდ, უფრო სწორი იქნებოდა ტერმინ “ჰომეოთერაპიის” გამოყენება, თუმცა მეთოდის ავტორის – გერმანელი ექიმის, ჰანემანის პატივსაცემად გამოიყენება ტერმინი “ჰომეოპათია”. თითქმის 250 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც გერმანელმა ექიმმა სამუელ ჰანემანმა ჰომეოპათიური მკურნალობის ძირითადი პრინციპები ჩამოაყალიბა. ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში სამედიცინო პრაქტიკამ და დაკვირვებამ დაამტკიცა, რომ ჰომეოპათია შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს ისეთი პათოლოგიების სამკურნალოდ, რომელთაც კლასიკური მედიცინა ვერ კურნავს და რომელთა თერაპიაშიც ქიმიური მედიკამენტები უშედეგოა. ჰომეოპათიის ეფექტიანობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ჰომეოპათიურ საშუალებებს თავის პრაქტიკაში იყენებს ინდოელი ექიმების 50%, ბრიტანელი ექიმების 40%, ფრანგი ექიმების 32% და გერმანელი ექიმების 25%. აღსანიშნავია ისიც, რომ დიდ ბრიტანეთში, ამ უაღრესად კონსერვატიულ ქვეყანაში, სადაც ყოველგვარი სიახლე მხოლოდ მისი ეფექტიანობის მრავალგზის შემოწმების შემდეგ ინერგება, ჰომეოპათია აღიარებულია ოფიციალური მედიცინის შემადგენელ ნაწილად. თვით დიდი ბრიტანეთის დედოფალი და სამეფო ოჯახი მკურნალობისას, უმრავლეს შემთხვევაში, სწორედ ჰომეოპათიურ წამლებს იყენებენ.

თქვენს ყურადღებას შევაჩერებ კიდევ ერთ საინტერესო საკითხზე: ინდოეთიდან, რომლის მოსახლეობამ მილიარდს დიდი ხნის წინათ გადააჭარბა და ქვეყანაში საშინელი ანტისანიტარიაა, უკანასკნელი 20-25 წლის განმავლობაში არც ქოლერა, არც მალარია და არც ატიპური პნევმონია არ გავრცელებულა! რა არის ამის მიზეზი? რა და - უმაღლეს დონეზე განვითარებული ჰომეოპათია! ნებისმიერ მიყრუებულ ინდურ სოფელშიც კი ზის უძლიერესი ჰომეოპათი (ერთი მაინც), რომელიც ხალხს ძალიან იაფად მკურნალობს. დაახლოებით 40 წლის წინ ინდოეთის ხელისუფლებამ გამოიჩინა კეთილგონიერება და რაკი ქიმიური პრეპარატების შეძენის საშუალება არ ჰქონდა, ქვეყანაში მომრავლებულ ეპიდემიებს, რომლებიც მოსახლეობას მუსრს ავლებდა, დაუპირისპირა იაფი, მაგრამ ძალიან ეფექტური ჰომეოპათია. საუკეთესო ინდოელი სტუდენტები და ექიმები ჰომეოპათიის შესასწავლად დიდ ბრიტანეთში მიავლინეს. ასე შექმნეს უძლიერესი ჰომეოპათიური სკოლა, რომელიც დღეს მსოფლიოში პირველია!

- ჰომეოპათიის მთავარი პრინციპი - “მსგავსის მსგავსით მკურნალობა”, - ყველასათვის, მათ შორის, ჩვენი ჟურნალის მკითხველებისთვისაც ცნობილია, თუმცა, კლასიკური მედიცინის გადასახედიდან, ზოგიერთი პათოლოგიის მკურნალობისას ეს პრინციპი რამდენადმე გაუგებარია.

- ნამდვილად ჰომეოპათიის პრინციპია - “შიმილია შიმილიბუს ჩურანტურ”, რაც ქართულად ნიშნავს “მსგავსი იკურნება მსგავსით”, მხოლოდ უმცირესი დოზით. მაგალითად, პირღებინება ისეთი საშუალებებით იკურნება, რომლებიც დიდი დოზით მიღებისას თავად იწვევენ პირღებინებას, კრუნჩხვებს კრუნჩხვების გამომწვევები შველის და ა.შ.

- გამოდის, რომ პროსტატის ადენომის სამკურნალოდ წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის გამომწვევ პრეპარატებს უნიშნავთ პაციენტებს?

- პრაქტიკულად ასეა. პროსტატის ადენომა წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) კეთილთვისებიანი სიმსივნეა. ის შეიძლება შეუმჩნევლად გადავიდეს პროსტატის კიბოში, ისე რომ ადამიანმა ამის შესახებ ძალიან გვიან (როცა დაავადება უკვე მე-3, მე-4 სტადიაზე იქნება) შეიტყოს. ვერც ექოსკოპიური და ვერც ბიოფსიური გამოკვლევა პროსტატის კიბოს პირველი და მეორე სტადიის ნიშნებს ვერ ავლენს, ანუ ადრეული დიაგნოსტიკა რეალურად არ ხდება. ოფიციალურ მედიცინას რჩება ერთადერთი გზა - პროსტატის სპეციფიკურ ანტიგენზე (PSA) გამოკვლევის ჩატარება, თუ ეს მაჩვენებელი 5-6 ერთეულს აჭარბებს და არის 14, 15 ან 20, ასეთ შემთხვევაში კიბოს განვითარების მოლოდინი ძალიან მაღალია. კლასიკური მედიცინა ამ დროსაც ვერაფერს აკეთებს, რადგან სამკურნალო საშუალება პრაქტიკულად არ გააჩნია. მხოლოდ მოლოდინშია, პაციენტებს ურჩევენ 6 თვეში ერთხელ ჩაიტარონ აღნიშნული გამოკვლევა, ანუ აკონტროლონ PSA. მაშინ, როცა ჰომეოპათიას ასეთ დროს საოცარი შედეგები აქვს. მაგალითად, არსებობს პრეპარატი “კონიუმი”, რომელიც ძალიან შხამიანი მცენარე - კონიოსაგან არის დამზადებული. მას უძლიერესი ანტისიმსივნური თვისებები აქვს. სხვათა შორის, ამ მცენარეზე თავის დროზე “კატრექსის” ავტორი, ალექსანდრე გაჩეჩილაძეც მუშაობდა. ჩემს პრაქტიკაში ასეული შემთხვევა ყოფილა, როდესაც პაციენტებს “კონიუმით” ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის მაჩვენებელი 25 ერთეულიდან 3 და 2,5-მდე შემცირებიათ. კონიო, საზოგადოდ, უძლიერესი შხამიანი მცენარეა. ჯანმრთელ ადამიანს, რომელსაც პროსტატის ჯირკვალი არ აქვს გადიდებული, ამ მცენარით ინტოქსიკაციის (მოწამვლის) შედეგად პროსტატის ჯირკვალი უდიდდება. არსებობს სხვა მცენარეც, მაგალითად, მარადმწვანე ტუია, რომელიც საქართველოშიც გავრცელებულია და ბევრი საინტერესო თვისება და მრავალმხრივი მოქმედება აქვს. ჰომეოპათიური წესით (ანუ ძალიან დიდი განზავებით) მომზადებული ტუია საოცრებას ახდენს, PSA მაჩვენებელს აქვეითებს, პროსტატის ჯირკვალს ზომაში მნიშვნელოვნად ამცირებს, რის გამოც პაციენტებს შარდვა უუმჯობესდებათ.

- გამოდის, რომ ჰომეოპათია ძირითადად მცენარეულ საშუალებებს იყენებს?

- არა მხოლოდ მცენარეულს, ცხოველურსა და მინერალურსაც. აქვე აღვნიშნავ, რომ არ შეიძლება ჰომეოპათიის ფიტოთერაპიასთან გაიგივება. ფიტოთერაპიაში გამოიყენება ამა თუ იმ მცენარის ნაყენი, ნახარში და ა. შ. ჰომეოპათიური წამლების 60%, მართალია, მცენარეებისაგან მზადდება, მაგრამ სულ სხვა ტექნოლოგიით. ხშირად გამოყენებულია ძლიერ ტოქსიკური (შხამიანი) მცენარეები (ისევე როგორც ცხოველური შხამები), ოღონდ მცირე დოზით; მიაქციეთ ყურადღება: რუსულად ბალახს “ტრავა” ჰქვია, ხოლო შხამს - “ოტრავა”. ეს ორი სიტყვა ერთი ფუძიდანაა წარმოებული. ჰომეოპათიური პრეპარატები ფიტოთერაპიულისგან იმითაც განსხვავდება, რომ მათ არ გააჩნიათ გვერდითი მოვლენები და საწინააღმდეგო ჩვენებები. ისინი ენერგეტიკულ დონეზე მოქმედებენ. მათი მოქმედების მექანიზმი ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის გაშიფრული.

ზოგს ჰგონია, რომ ჰომეოპათიას პლაცებოს ეფექტი აქვს, ანუ ადამიანს სჯერა და ამიტომაც იკურნება. ამ აზრის საწინააღმდეგოდ უამრავი კვლევა და ნაშრომი არსებობს. მათ შორისაა უდიდესი მეცნიერისა და მკურნალის, დონ ჰამილტონის წიგნი “კატებისა და ძაღლების ჰომეოპათიური მკურნალობა”. ჰომეოპათია რომ მხოლოდ “პლაცებოს ეფექტი” იყოს, ცხოველები ვერ განიკურნებოდნენ.