ჰომეოპათია პროსტატის ადენომის მკურნალობაში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

ჰომეოპათია პროსტატის ადენომის მკურნალობაში

ჰომეოპათია პროსტატის ადენომის მკურნალობაში
ჰომეოპათია მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული თერაპიული მკურნალობის მეთოდია. საყურადღებოა, რომ ორსაუკუნოვანი ისტორიის (1996 წელს სხვადასხვა ქვეყნის ჰომეოპათებმა ამ მეთოდის 200 წლის იუბილე იზეიმეს) მანძილზე მან არაერთ შემოტევასა თუ გამოცდას გაუძლო, განვითარება-სრულყოფის რთული გზა განვლო, დღეისათვის კი მისი მკურნალობის არსენალში უამრავი დაავადება შედის. მათ შორის სიმსივნური და სხვა ისეთი პათოლოგიები, რომელთა მკურნალობაშიც კლასიკური მედიცინა უძლურია. ჰომეოპათიის ძირითად პრინციპებსა და პროსტატის ადენომის მკურნალობაში მის ეფექტურობაზე გვესაუბრება საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საერთაშორისო ჰომეოპათიური ლიგის წევრი, სამედიცინო ცენტრ “ნეოკლინიკის” ხელმძღვანელი სამეცნიერო დარგში, ექიმი-ჰომეოპათი
კახა საბახტარაშვილი
:


- ბატონო კახა, ჰომეოპათია საქართველოშიც ძალიან პოპულარულია. რა არის ამის მიზეზი?
- საზოგადოდ, უფრო სწორი იქნებოდა ტერმინ “ჰომეოთერაპიის” გამოყენება, თუმცა მეთოდის ავტორის – გერმანელი ექიმის, ჰანემანის პატივსაცემად გამოიყენება ტერმინი “ჰომეოპათია”. თითქმის 250 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც გერმანელმა ექიმმა სამუელ ჰანემანმა ჰომეოპათიური მკურნალობის
ძირითადი პრინციპები ჩამოაყალიბა. ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში სამედიცინო პრაქტიკამ და დაკვირვებამ დაამტკიცა, რომ ჰომეოპათია შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს ისეთი პათოლოგიების სამკურნალოდ, რომელთაც კლასიკური მედიცინა ვერ კურნავს და რომელთა თერაპიაშიც ქიმიური მედიკამენტები უშედეგოა. ჰომეოპათიის ეფექტიანობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ჰომეოპათიურ საშუალებებს თავის პრაქტიკაში იყენებს ინდოელი ექიმების 50%, ბრიტანელი ექიმების 40%, ფრანგი ექიმების 32% და გერმანელი ექიმების 25%. აღსანიშნავია ისიც, რომ დიდ ბრიტანეთში, ამ უაღრესად კონსერვატიულ ქვეყანაში, სადაც ყოველგვარი სიახლე მხოლოდ მისი ეფექტიანობის მრავალგზის შემოწმების შემდეგ ინერგება, ჰომეოპათია აღიარებულია ოფიციალური მედიცინის შემადგენელ ნაწილად. თვით დიდი ბრიტანეთის დედოფალი და სამეფო ოჯახი მკურნალობისას, უმრავლეს შემთხვევაში, სწორედ ჰომეოპათიურ წამლებს იყენებენ.

თქვენს ყურადღებას შევაჩერებ კიდევ ერთ საინტერესო საკითხზე: ინდოეთიდან, რომლის მოსახლეობამ მილიარდს დიდი ხნის წინათ გადააჭარბა და ქვეყანაში საშინელი ანტისანიტარიაა, უკანასკნელი 20-25 წლის განმავლობაში არც ქოლერა, არც მალარია და არც ატიპური პნევმონია არ გავრცელებულა! რა არის ამის მიზეზი? რა და - უმაღლეს დონეზე განვითარებული ჰომეოპათია! ნებისმიერ მიყრუებულ ინდურ სოფელშიც კი ზის უძლიერესი ჰომეოპათი (ერთი მაინც), რომელიც ხალხს ძალიან იაფად მკურნალობს. დაახლოებით 40 წლის წინ ინდოეთის ხელისუფლებამ გამოიჩინა კეთილგონიერება და რაკი ქიმიური პრეპარატების შეძენის საშუალება არ ჰქონდა, ქვეყანაში მომრავლებულ ეპიდემიებს, რომლებიც მოსახლეობას მუსრს ავლებდა, დაუპირისპირა იაფი, მაგრამ ძალიან ეფექტური ჰომეოპათია. საუკეთესო ინდოელი სტუდენტები და ექიმები ჰომეოპათიის შესასწავლად დიდ ბრიტანეთში მიავლინეს. ასე შექმნეს უძლიერესი ჰომეოპათიური სკოლა, რომელიც დღეს მსოფლიოში პირველია!

- ჰომეოპათიის მთავარი პრინციპი - “მსგავსის მსგავსით მკურნალობა”, - ყველასათვის, მათ შორის, ჩვენი ჟურნალის მკითხველებისთვისაც ცნობილია, თუმცა, კლასიკური მედიცინის გადასახედიდან, ზოგიერთი პათოლოგიის მკურნალობისას ეს პრინციპი რამდენადმე გაუგებარია.
- ნამდვილად ჰომეოპათიის პრინციპია - “შიმილია შიმილიბუს ჩურანტურ”, რაც ქართულად ნიშნავს “მსგავსი იკურნება მსგავსით”, მხოლოდ უმცირესი დოზით. მაგალითად, პირღებინება ისეთი საშუალებებით იკურნება, რომლებიც დიდი დოზით მიღებისას თავად იწვევენ პირღებინებას, კრუნჩხვებს კრუნჩხვების გამომწვევები შველის და ა.შ.

- გამოდის, რომ პროსტატის ადენომის სამკურნალოდ წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის გამომწვევ პრეპარატებს უნიშნავთ პაციენტებს?
- პრაქტიკულად ასეა. პროსტატის ადენომა წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) კეთილთვისებიანი სიმსივნეა. ის შეიძლება შეუმჩნევლად გადავიდეს პროსტატის კიბოში, ისე რომ ადამიანმა ამის შესახებ ძალიან გვიან (როცა დაავადება უკვე მე-3, მე-4 სტადიაზე იქნება) შეიტყოს. ვერც ექოსკოპიური და ვერც ბიოფსიური გამოკვლევა პროსტატის კიბოს პირველი და მეორე სტადიის ნიშნებს ვერ ავლენს, ანუ ადრეული დიაგნოსტიკა რეალურად არ ხდება. ოფიციალურ მედიცინას რჩება ერთადერთი გზა - პროსტატის სპეციფიკურ ანტიგენზე (PSA) გამოკვლევის ჩატარება, თუ ეს მაჩვენებელი 5-6 ერთეულს აჭარბებს და არის 14, 15 ან 20, ასეთ შემთხვევაში კიბოს განვითარების მოლოდინი ძალიან მაღალია. კლასიკური მედიცინა ამ დროსაც ვერაფერს აკეთებს, რადგან სამკურნალო საშუალება პრაქტიკულად არ გააჩნია. მხოლოდ მოლოდინშია, პაციენტებს ურჩევენ 6 თვეში ერთხელ ჩაიტარონ აღნიშნული გამოკვლევა, ანუ აკონტროლონ PSA. მაშინ, როცა ჰომეოპათიას ასეთ დროს საოცარი შედეგები აქვს. მაგალითად, არსებობს პრეპარატი “კონიუმი”, რომელიც ძალიან შხამიანი მცენარე - კონიოსაგან არის დამზადებული. მას უძლიერესი ანტისიმსივნური თვისებები აქვს. სხვათა შორის, ამ მცენარეზე თავის დროზე “კატრექსის” ავტორი, ალექსანდრე გაჩეჩილაძეც მუშაობდა. ჩემს პრაქტიკაში ასეული შემთხვევა ყოფილა, როდესაც პაციენტებს “კონიუმით” ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის მაჩვენებელი 25 ერთეულიდან 3 და 2,5-მდე შემცირებიათ. კონიო, საზოგადოდ, უძლიერესი შხამიანი მცენარეა. ჯანმრთელ ადამიანს, რომელსაც პროსტატის ჯირკვალი არ აქვს გადიდებული, ამ მცენარით ინტოქსიკაციის (მოწამვლის) შედეგად პროსტატის ჯირკვალი უდიდდება. არსებობს სხვა მცენარეც, მაგალითად, მარადმწვანე ტუია, რომელიც საქართველოშიც გავრცელებულია და ბევრი საინტერესო თვისება და მრავალმხრივი მოქმედება აქვს. ჰომეოპათიური წესით (ანუ ძალიან დიდი განზავებით) მომზადებული ტუია საოცრებას ახდენს, PSA მაჩვენებელს აქვეითებს, პროსტატის ჯირკვალს ზომაში მნიშვნელოვნად ამცირებს, რის გამოც პაციენტებს შარდვა უუმჯობესდებათ.

- გამოდის, რომ ჰომეოპათია ძირითადად მცენარეულ საშუალებებს იყენებს?
- არა მხოლოდ მცენარეულს, ცხოველურსა და მინერალურსაც. აქვე აღვნიშნავ, რომ არ შეიძლება ჰომეოპათიის ფიტოთერაპიასთან გაიგივება. ფიტოთერაპიაში გამოიყენება ამა თუ იმ მცენარის ნაყენი, ნახარში და ა. შ. ჰომეოპათიური წამლების 60%, მართალია, მცენარეებისაგან მზადდება, მაგრამ სულ სხვა ტექნოლოგიით. ხშირად გამოყენებულია ძლიერ ტოქსიკური (შხამიანი) მცენარეები (ისევე როგორც ცხოველური შხამები), ოღონდ მცირე დოზით; მიაქციეთ ყურადღება: რუსულად ბალახს “ტრავა” ჰქვია, ხოლო შხამს - “ოტრავა”. ეს ორი სიტყვა ერთი ფუძიდანაა წარმოებული. ჰომეოპათიური პრეპარატები ფიტოთერაპიულისგან იმითაც განსხვავდება, რომ მათ არ გააჩნიათ გვერდითი მოვლენები და საწინააღმდეგო ჩვენებები. ისინი ენერგეტიკულ დონეზე მოქმედებენ. მათი მოქმედების მექანიზმი ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის გაშიფრული.

ზოგს ჰგონია, რომ ჰომეოპათიას პლაცებოს ეფექტი აქვს, ანუ ადამიანს სჯერა და ამიტომაც იკურნება. ამ აზრის საწინააღმდეგოდ უამრავი კვლევა და ნაშრომი არსებობს. მათ შორისაა უდიდესი მეცნიერისა და მკურნალის, დონ ჰამილტონის წიგნი “კატებისა და ძაღლების ჰომეოპათიური მკურნალობა”. ჰომეოპათია რომ მხოლოდ “პლაცებოს ეფექტი” იყოს, ცხოველები ვერ განიკურნებოდნენ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
რას ნიშნავს ღეროვანი უჯრედების ბანკი დღეს ყველა მშობელმა იცის, რომ ახალშობილის ჭიპლარის სისხლი,
აღმოსავლელი მკურნალები გვირჩევენ:

კვების სიბრძნე
კომპანია Toyota ბოლო 10 წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა რობოტიზებულ სარეაბილიტაციო სისტემაზე, რომელიც შეძლებდა ქვემო კიდურების დამბლის (პარეზის) მქონე პაციენტთა კვლავ ფეხზე დაყენებას.
სისტემამ Welwalk WW-1000 სახელწოდება მიიღო.
საქართველოში ღვინოს ოდითგანვე სულისა და სხულისთვის მარგებელ სასმელად მიიჩნევდნენ.სხვა მრავალი დანიშნულების გარდა, მას სისხლნაკლულობის, სისუსტისა და უმადობის წამლადაც იყენებდნენ. ენოთერაპიას, ანუ ღვინით მკურნალობის თემატიკას დიდი ადგილი უკავია ქართულ სამედიცინო შინაარსის ხელნაწერებში, მაგალითად, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სამკურნალო წიგნ-კარაბადინში. 
მუსიკა ინსულტითა და პარკინსონიზმით დაავადებულებს მამოძრავებელი ფუნქციების აღდგენაში ეხმარება.
კანადელმა მკვლევარებმა მაკგილის უნივერსიტეტიდან ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ ახალი ტექნოლოგია შეიმუშავეს.
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად