მედიკამენტებს ნავთობის, ქვანახშირისა და ლითონებისგან ამზადებენ
ცხოველური ნედლეულისგან - ცხოველების ჯირკვლებისა და ორგანოებისგან, ცხიმისგან, ფუტკრის ცვილისგან და სხვ.;
ორგანული წიაღისეულისგან - ნავთობისგან, ქვანახშირისა და მისი გადამუშავების პროდუქტებისგან; არაორგანული წიაღისეულისგან - მინერალებისა და მათი ქიმიური დამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტებისგან - ლითონებისგან.
ხშირად პაციენტები უპირატესობას ანიჭებენ მცენარეულ მედიკამენტებს. რატომ ირჩევენ ფიტოთერაპიას
1. პაციენტებს სურთ, თავი აარიდონ გვერდით მოვლენებს, რომლებიც ანტიბიოტიკებითა და სხვა ქიმიური პრეპარატებით მკურნალობას ახასიათებს. მცენარეული პრეპარატები გაცილებით მსუბუქად მოქმედებს ორგანიზმზე და არ იწვევს მიჩვევას.
2. მცენარეული სამკურნალო საშუალებები ზოგჯერ ეფექტიანია იქ, სადაც შესაძლოა ტრადიციული ანტიბიოტიკი, მიკროორგანიზმის მიჩვევის გამო, უძლური აღმოჩნდეს.
3. მცენარეთა ეკოლოგიური უვნებლობა ხელს უწყობს მათ ხანგრძლივ და უსაფრთხო გამოყენებას.
4. მცენარეთა აქტიურ ნივთიერებებსა და ადამიანის ორგანიზმის აქტიურ ფიზიოლოგიურ ნივთიერებებს შორის არსებობს გარკვეული მსგავსება, რის გამოც ორგანიზმი მათ უფრო ადვილად იღებს.
5. მცენარეული ნედლეული და მათი პრეპარატები, ჩვეულებრივ, თავსებადია სინთეზურად მიღებულ სამკურნალო საშუალებებთან.
6. სამკურნალო მცენარეები განსაკუთრებით ეფექტიანია ორგანიზმის ფუნქციური მოშლილობისას, დაავადების მსუბუქი ფორმისას, ზრდის სპეციფიკური თერაპიის სამკურნალო ეფექტს და აქვს კარგი ზოგადგამაჯანსაღებელი მოქმედება.
7. მცენარეთა დიდ ნაწილს ახასიათებს ზოგადგამაჯანსაღებელი ეფექტი, რომელიც კომპლექსურად მოქმედებს ორგანიზმზე, ზრდის მის დამცველობით ფუნქციებს და იმუნიტეტს.
8. ზოგჯერ სამკურნალო მცენარეები ალტერნატიულ ქიმიურ წამლებზე გაცილებით უვნებელია.
მკურნალობის კიდევ რა მეთოდებს იყენებს მედიცინა, იხილეთ ვრცლად