/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

კატეგორია : ბავშვის აღზრდა

-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მკურნალობის მეთოდები

რა არის კუნთების ატროფია და რა იწვევს მას

ამიოტროფია (სპინალური, ნევრალური) და მიოპათია (მიოდისტროფია, კუნთოვანი დისტროფია) მემკვიდრეობით დაავადებათა ჯგუფია, რომელსაც კუნთების თანდათანობითი ატროფია და დეგენერაცია ახასიათებს.

ზოგადად, ატროფია კვების მოშლის გამო ქსოვილის განლევა-დაპატარავებაა, დეგენერაცია კი ქიმიური შედგენილობისა და სტრუქტურის ცვლილების გამო ქსოვილის ან ორგანოს ფუნქციის გაუარესება და სიცოცხლისუნარანობის დაქვეითებაა. ამიოტროფიაამიოტროფია წარმოადგენს კუნთოვანი მასის პროგრესირებად განლევას, რომელსაც თან სდევს შესაბამისი კუნთის დასუსტება. ამიოტროფია დაკავშირებულია იმ ნერვის დაავადებასთან, რომელიც აღაგზნებს დაზიანებულ კუნთს. ის ყველა ქრონიკული ნევროპათიის დამახასიათებელი სიმპტომია.

ამასთანავე, ხშირად არის შაქრიანი დიაბეტისა და მენინგოვასკულარული სიფილისის ნევროლოგიური გამოვლინება. ამიოტროფიისა და კუნთოვანი სპაზმის შერწყმა ზოგჯერ მამოძრავებელი ნერვების სხვადასხვა ფორმის დაავადების დროსაც ვლინდება. შარკო-მარის ნევრალური ამიოტროფია ნელა პროგრესირებადი დაავადებაა. მისი ძირითადი ნიშანია ქვემო კიდურების დისტალურ (განაპირა) ნაწილებში კუნთების ატროფია.

დაავადების მორფოლოგიურ საფუძველს უმთავრესად პერიფერიულ ნერვებში მიმდინარე დეგენერაციული ცვლილებები ქმნის. ამგვარად, ამიოტროფიის დროს კუნთებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები, კუნთოვანი ბოჭკოების ცალკეული ჯგუფების ატროფია ძირითადად ნევროგენული ხასიათისაა. არაატროფირებულ ბოჭკოებში სტრუქტურული ცვლილებები არ ვლინდება. კუნთოვანი მასის განლევისდა კვალად უფრო და უფრო პროგრესირებს კუნთის სისუსტე და მცირდება მისი ფუნქცია-შესაძლებლობანი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კიდურების პროქსიმულ (ზედა) ნაწილებში ხშირად კუნთების კომპენსატორული ჰიპერტროფია (გადიდება) აღინიშნება. ნევრალური ამიოტროფიისთვის დამახასიათებელია მგრძნობელობის დარღვევაც. კიდურების დისტალურ ნაწილებში ვლინდება ჰიპესთეზია - მგრძნობელობის დაქვეითება, ამასთანავე, ტკივილისა და ტემპერატურული შეგრძნებების დაქვეითება გაცილებით ძლიერია, თუმცა არ არის გამორიცხული, ტკივილი, პირიქით, გაძლიერდეს კიდეც და ნერვულ ღეროზე ზეწოლის შედეგად გაძლიერებული მგრძნობელობაც კი გამოვლინდეს. ტროფიკულ დარღვევებს ხშირად თან სდევს კიდურების კანის ციანოზი (სილურჯე) და შეშუპება.

კუნთების ატროფია

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ.გამიკეთდა ბერა თითის რეპლანტაცია.თითი მოკვეთილი მქონდა ფრჩხილსა და სახსარს შორის.რა მკურნალობას მირჩევთ ნერვები რომ აღსდგეს?ან თუ არის შანს რომ აღდგეს?</p>

კუნთების ატროფია ხანგრძლივი უმოძრაობა-უმოქმედობის გამო კუნთების დასუსტება და დაპატარავებაა. უმნიშვნელო ატროფიაც კი კუნთის ძალისა და მოძრაობის შემცირებას განაპირობებს. ატროფია უმეტესად ნერვკუნთოვანი აპარატის დაავადების ან ტრავმის შედეგია. გარდა ხანგრძლივი უმოძრაობისა, ის შესაძლოა განვითარდეს ზოგიერთი ენდოკრინული და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადების დროსაც. ატროფიის მექანიზმი მარტივია - რეგულარული დატვირთვის გარეშე კუნთოვანი ბოჭკოები მოცულობაში იკლებს და მოკლდება. შედეგად კუნთი პატარავდება და დეფორმირდება.

კუნთების ატროფიის შესაძლო მიზეზები

  • ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები (ინსულტი, გაფანტული სკლეროზი, პერიფერიული ნევროპათია, პარკინსონის დაავადება, ზურგის ტვინის დაზიანება და სხვა)
  • ძვალკუნთოვანი დაავადებები (დისკის თიაქარი, ოსტეოართრიტი)
  • მეტაბოლური დარღვევები (ცილების ნაკლებობა, აგრეთვე თირეოტოქსიკოზი, ჰიპოთირეოიდიზმი, ჰიპერკორტიციზმი)
  • გარე ფაქტორთა ზემოქმედება (დამწვრობა, ტრავმა)
  • მედიკამენტები (ხანგრძლივი სტეროიდული თერაპია უარყოფითად მოქმედებს კუნთოვან მეტაბოლიზმზე და იწვევს უპირატესად კიდურთა კუნთების ატროფიას)პროცედურები, რომლებიც ხანგრძლივ უმოძრაობას მოითხოვს (თაბაშირის ნახვევი, გაწელვა)

ასევე დაგაინტერესებთ
ატროფია - ორგანოთა შეჭმუხვნა

მკურნალობის პრინციპები

თანამედროვე, სწორი მკურნალობით შესაძლებელია არა მხოლოდ კუნთების ატროფიის შეფერხება, არამედ ახალი კუნთოვანი ქსოვილის რეგენერაციისა (აღდგენისა) და ზრდის სტიმულაცია, ზოგიერთი დაკარგული შესაძლებლობის აღდგენა. მიოპათიისა და ამიოტროფიის მკურნალობა კომპლექსურია და განსაზღვრული სახის სამედიცინო მანიპულაციების რეგულარულ შესრულებას გულისხმობს. მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად კომპლექსში შედის სამკურნალო (ცილებით მდიდარი) კვება, ფიზიოთერაპია, მასაჟი, ტანვარჯიში, ფსიქოთერაპია. მიოპათიისა და ამიოტროფიის მედიკამენტური მკურნალობის უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს. პრეპარატთა კომბინაციას პაციენტის ასაკის, სქესის, მიოპათიის ტიპის და თანმდევი დაავადებების გათვალისწინებით არჩევენ. სამკურნალო კურსი არანაკლებ სამ თვეს გრძელდება.

  • სამკურნალო პრეპარატები უმთავრესად სამნაირ ეფექტს იძლევა:
  • აუმჯობესებს კუნთის კვებას (ბიოსტიმულატორები, ამინომჟავები, ვიტამინები, ვაზოაქტიური პრეპარატები, L-კარნიტინი);
  • ასტიმულირებს კუნთების ზრდას (ანაბოლური პრეპარატები);
  • ამცირებს კუნთოვანი ბოჭკოების მემბრანების დაზიანებას (ანტიოქსიდანტები).

მედიკამენტური მკურნალობის მიზანია, სრულყოფილი ბოჭკოების რაოდენობის გაზრდის ხარჯზე კუნთის დაღლილობა შეამციროს და მისი შრომისუნარიანობა გაზარდოს, აგრეთვე გაზარდოს კუნთოვანი ქსოვილის წინააღმდეგობის უნარი დაზიანების მიმართ.

ფიზიოთერაპიის მნიშვნელობა

დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობის გამო დაღუპული კუნთოვანი ბოჭკოების ნაცვლად კუნთში ცხიმოვანი და ფიბროზული (შემაერთებელი, ნაწიბუროვანი) ქსოვილი ვითარდება. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ კუნთს შეკუმშვაში (მუშაობაში) ხელს უშლის, ტკივილსაც იწვევს. სწორედ აღნიშნული ჩანართების გასაწოვად გამოიყენება ფიზიოთერაპია - კუნთების ელექტროსტიმულაცია, ელექტროფორეზი ფერმენტული (პროტეოლიზური) პრეპარატებით და სხვა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა არის კუნთების ატროფია და რა იწვევს მას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები